გასპარ დე გუსმან ოლივარესი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დიეგო ველასკესი, გასპარ დე გუსმან ოლივარესის პორტრეტი

გასპარ დე გუსმან ოლივარესი - (ესპ. Gaspar de Guzmán y Pimentel, Conde-Duque de Olivares; 6 იანვარი 1587, რომი, იტალია - 22 ივლისი 1645, ტორო, ესპანეთი) - ესპანეთის სახელმწიფო მოღვაწე, გრაფი, ჰერცოგი (1621 წლიდან), ფილიპე IV-ის ფავორიტი.

1621-163 წწ. პირველი მინისტრი. ხელთ იგდო განუსაზღვრელი ძალაუფლება. ეკონომიკური და პოლიტიკური დაცემის პირობებში ცდილობდა ადმინისტრაციული აპარატის განმტკიცებას, ახშობდა პროვინციების სეპარატისტულ მისწრაფებებს. მისი ინიციატივით ესპანეთი ჩაება ოცდაათწლიან ომში (1618-1648), აგრეთვე განაახლა ომი შეერთებული პროვინციების რესპუბლიკასთან (1621 წ.). მისი მმართველობის დროს დაიწყო აჯანყება კატალონიაში (1640 წ.), იმავე წელს პორტუგალია გამოეყო ესპანეთს. 1643 წელს გასპარ ოლივარესი გადააყენეს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]