განხილვა:ბეღლეთის წმინდა გიორგის ეკლესია

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

რატომ გადაიტანეთ სახელწოდება. არ მითხრათ რომ ეს ვიკიპედიის წესია. ადგილობრივი მოსახლეობა ვინც ინტერესდება ამ ეკლსესიის ნახვით სულაც არ იცნობს ვიკიპედიის წესებს. მათ იციან რომ არსებობს ბეღლეთის წმინდა გიორგის ეკლესია და მორჩა. მე ვფიქრობ დასაბრუნებელია ეს სტატია თავის სათაურზე და კიდევ ერთი ქართული მართლმადიდებელი ეკლესია სწორედ ასე მოიხსენიებს ეკლესია მონასტრებს ჯერ იმ ადგილის სახელი სადაც ეკლესია მდებარეობს და შემდეგ წმინდანის სახელი. --ჯაბა ლაბაძე 03:25, 4 ივნისი 2009 (UTC)[უპასუხე]

მეც ვფიქრობ, რომ "ბეღლეთის წმინდა გიორგის ეკლესია" უფრო შესაფერისია. სხვა შემთხვევებშიც ასე გვაქვს მგონი. - ალ-ო     @ 07:32, 4 ივნისი 2009 (UTC)[უპასუხე]

ეკლესიის სახელია წმინდა გიორგის ეკლესია (ალბათ ამაში მეთანხმებით). უბრალოთ ბეღლეთში მდებარეობს. როგორც ვიცი საქართველოში არის მრავალი წმინდა გიორგის ეკლესია. წესით უნდა გაკეთდეს მრავალმნიშვნელობის გვერდი წმინდა გიორგის ეკლესია (მრავალმნიშვნელოვანი) და იქ უნდა ჩამოითვალოს ყველა. მაგ. წმინდა სამების საკათედრო ტაძარი ან მაცხოვრის ტაძარი (მოსკოვი). ამ ორი სტატიის სათაური არც თბილისის წმინდა სამების საკათედრო ტაძარია და არც მოსკოვის მაცხოვრის ტაძარი არ ჰქვია. ენციკლოპედიის სტანდარტები უნდა დავიცვათ. ენციკლოპედიის სტანდარტის მიხედვით ეკუთვნის სტატიის სათაური იყოს წმინდა გიორგის ეკლესია და არა ბეღლეთის წმინდა გიორგის ეკლესია. ხოლო როდესაც მომხმარებელმა არც ვიკიპედიის და არც ენციკლოპედიის სტანდარტების წესები არ იცის გადამისამართებით ისწავლის თუ როგორ უნდა მოიძიოს თავისი სასურველი თემა. სამწუხაროდ ენციკლოპედიებში ძიებას არც სკოლებში ასწავლიან. ჯაბა აბა ნახე ქაშვეთის ეკლესიას ქსე-ში სად მოიძიებ მდებარეობის მიხედვით (თბილისში) თუ ეკლესიის სახელწოდების ქაშვეთის მიხედვით. ძიება უნდა მოხდეს ძეგლის სახელის მიხედვით და არა მისი ადგილმდებარეობის მიხედვით. ცანგალა () 09:51, 4 ივნისი 2009 (UTC)[უპასუხე]
ვეთანხმები ცანგალას. მდებარეობა ფრჩხილებში უნდა იყოს და მრავალმნიშვნელობის გვერდიც უნდა შეიქმნას. საქართველოში მგონი 300-ზე მეტი წმ. გიორგის ეკლესიაა. — დათო პასუხი 10:20, 4 ივნისი 2009 (UTC)[უპასუხე]

და თქვენ ფიქრობთ,რომ 300 მსგავსი სტატიიდან ადამიანი რომელმაც არც ვიკიპედიის წესები იცის და არც ენციკლოპედიისა კიდევ გადამისამართებას ისწავლის და მოძებნის მსგავს 300 სტატიაში სასურველ სტატიას? აბსურდია. ცანგალა ქსე–ში წერია რუსეთ-ოსმალეთის ომი 1676-1681 აქ კი მაინც ასე დავწერეთ რუსეთ-ოსმალეთის ომი (1676-1681) ე. ი. ფრჩხილები არაა ენციკლოპედიური ასე რომ დააბრუნეთ სტატია თავის სათაურზე. --ჯაბა ლაბაძე 10:41, 4 ივნისი 2009 (UTC)[უპასუხე]

მრავალმნიშვნელოვნების გვერდი კი უნდა გაკეთდეს, მაგრამ ეკლესიის სახელი უნდა იყოს "ბეღლეთის ეკლესია" ან "ბეღლეთის წმინდა გიორგის ეკლესია". ადგილი ამ შემთხვევებში არის სახელის ნაწილი. იხ. სხვა მაგალითები. ახალი წესების დანერგვას ნუ ცდილობთ. ამაზე გვქონდა განხილვა. - ალ-ო     @ 10:56, 4 ივნისი 2009 (UTC)[უპასუხე]

გადამისამართებები იარსებებს და არ იშლება. ასე, რომ მომხმარებელი რომელიც ბეღლეთით ეძებს მიიღებს თავის სასურველ სტატიას და თანაც მიხვდება, რომ ეკლესიას წმინდა გიორგის ეკლესია ჰქვია და არა ბეღლეთის წმინდა გიორგის ეკლესია. და როდესაც სტატიაში მრავალმნიშვნელობის თარგი ჩაისმება მომხმარებელი იმასაც გაიგებს, რომ საქართველოში 300-ზე მეტი (მე როგორც ვიცი 365) ეკლესია არსებობს ე. ი. თავის ინფორმაციას ბეღლეთის წმ. გიორგის ეკლესიას კიდევ დაემატება ახალი მომხმარებლისთვის კიდევ საინტერესო ინფორმაცია, რომ საქართველოში ამდენი წმინდა გიორგის ეკლესია არსებობს და კიდევ მომავალში მომხმარებელი ფეხით მოიცლის საქართველოს, რომ ნახოს ყველა წმინდა გიორგის ეკლესია. ხომ ხედავ რამდენი ინფორმაცია მოჰყვა ბეღლეთის წმინდა გიორგის ეკლესიას.
ახალი წესების დანერგვას მე არ ვცდილობ. პირიქით.
ახლა რაც შეეხება რუსეთ-ოსმალეთის ომს. ქსე-ში წერია რუსეთ-ოსმალეთის ომები XVII-XIX საუკუნეებში. და შემდეგ არის ქვეთავები. ვიკიპედიაში შეიქმნა მრავალმნიშვნელობის გვერდი რუსეთ-ოსმალეთის ომი და შემდეგ ქვეთავები რუსეთ-ოსმალეთის ომი (1676-1681). ჩემი აზრით ეს შეცდომა არ არის საძიებელი ორივე შემთხვევაში უსეთ-ოსმალეთის ომია.--ცანგალა () 11:24, 4 ივნისი 2009 (UTC)[უპასუხე]
ინფორმაციისთვის ბეღლეთში ორი წმინდა გიორგის ეკლესია დგას. ბეღლეთი (ხაშურის მუნიციპალიტეტი)--ცანგალა () 11:26, 4 ივნისი 2009 (UTC)[უპასუხე]

მე ვეთანხმები ალსანდროს და ამასთანავე მალაპარაკებს ადგილობრივი გამოცდილება, მე ხომ ამ რეგიონში ვცხოვრობ ხალხო.--ჯაბა ლაბაძე 11:38, 4 ივნისი 2009 (UTC)[უპასუხე]

ცანგალა სად წერია რომ ბეღლეთში ორი წმინდა გიორგის ეკლესიაა?--ჯაბა ლაბაძე 11:52, 4 ივნისი 2009 (UTC)[უპასუხე]

ცანგალა: ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებსო. ნახე ეს კატეგორია და მაჩვენე რომელი ერთია ადგილით ფრჩხილებში ამ ეკლესიის გარდა: კატეგორია:ხაშურის რაიონის ტაძრები. - ალ-ო     @ 11:53, 4 ივნისი 2009 (UTC)[უპასუხე]

ვიღიმი სხვა რეგიონში მაცხოვრებლებმა, რომლებმაც ბეღლეთის არსებობა არც იცის და აინტერესებს წმინდა გიორგის ეკლესიები სად არის. იმათმა როგორ მოიძიონ? და კიდევ როგორც რეგიონში მაცხოვრებელმა სტატიაში ბეღლეთი (ხაშურის მუნიციპალიტეტი) მხოლოდ ერთ წმინდა გიორგის ეკლესიაზეა საუბარი. იცოდი რომ ორი წმინდა გიორგის ეკლესიაა ბეღლეთში?
სად წერია ენციკლოპედია "საქართველო" ტ. 1, გვ. 417, თბ., 1997 სტატია ბეღლეთში. ხომ ხედავ არ არის აუცილებელი რეგიონში ცხოვრება ვიღიმიცანგალა () 12:00, 4 ივნისი 2009 (UTC)[უპასუხე]
კატეგორია:ხაშურის რაიონის ტაძრები - ეს რაც შეეხება ალსანდრო ფიცი მწამსო და ბოლო მაკვირვებსო. ზუსტად მაგ კატეგორიას შევეფეთე ამჟამად როდესაც რაიონები მუნიციპალიტეტებად უნდა შემეცვალა.--ცანგალა () 12:00, 4 ივნისი 2009 (UTC)[უპასუხე]

ცანგალა ეგ ტაძარი დიდი ხანია ნანგრევებადაა ქცეული. მე მაქვს წიგნი საქართველოს ძეგლთა აღწერილობა და იქ არსებული ინფორმაციაც კი მცდარია. ერთი მოკრძალებული თხოვნა ხაშურის მუნიციალიტეტის ისტორიაში და კულტურაში ნუ შემედავები. --ჯაბა ლაბაძე 12:03, 4 ივნისი 2009 (UTC)[უპასუხე]

არ გედავები. ეკლესია როდის დაინგრა?--ცანგალა () 12:07, 4 ივნისი 2009 (UTC)[უპასუხე]

ერთი შეკითხვა მაქვს. გაიხსენეთ ლიკას მიერ შექმნილი სტატიები:

ესენიც ხომ არ გადაგვეტანა ასე მაგალითად ღვთისმშობლის ხატი (დონი), ღვთისმშობლის ხატი (ვლადიმირი). ცანგალა შენი ლოგიკით ასე უნდა იყოს.--ჯაბა ლაბაძე 16:44, 4 ივნისი 2009 (UTC)[უპასუხე]

ვიღიმი ცუდი აზრი არ არის, მაგრამ არა. ლიკას მიერ სტატიებს გახსენება არ უნდა ისინი "ჩვენს გულებში სამუდამოდ მზის შუქივით დაიბუდა" . ჯაბა ტაძარი როდის დაინგრა? ბიზნესმენებმა ფული ვერ გამოყვეს მის აღსადგენად. თუ საკუთარი ახალი ეკლესია ააშენეს საგვარეულო საფლავით, როგორც ეს სოფელ ქვემო ნატანებშია (სურათებს აუცილებლად ჩავდებ ვიკიში).ცანგალა () 21:18, 4 ივნისი 2009 (UTC)[უპასუხე]

ჯაბას მაგივრად მე ვუპასუხებ: მე წარმოშობით მაგ სოფლიდან ვარ და ძალიან ხშირად მიწევს მაგ სოფელში ასვლა, ეკლესია ერთია სოფელში. მეორე არის მთლად დანგრეული და ისეთ დროსაა დანგრეული რომ ჩემს წინაპრებსაც კი არ ახსოვთ, შემორჩენილია მარტო ტრაპეზის ქვა. თუ გინდათ მის სურათს დავდებ სულ მალე როცა სოფელში ავალ.--Giorgi gugberidze 08:05, 5 ივნისი 2009 (UTC)[უპასუხე]

გაიხარე გიორგი დადე აუცილებლად. --ჯაბა ლაბაძე 10:55, 5 ივნისი 2009 (UTC)[უპასუხე]

მე ჯაბასი გიორგის გარეშეც მჯერა. საინტერესოა როდის დაინგრა (წყაროებში სადმე თუ წერია). რადგან თუ გიორგის წინაპრეპსაც არ ახსოვს ეკლესიის დანგრევა ენციკლოპედია „საქართველო“ (თბ., 1997) ჯერ დანგრეულათ არ მიიჩნევს. დანგრეული ეკლესია უფრო ახალია (XX საუკუნე), ვიდრე არსებული (XIX საუკუნე). --ცანგალა () 11:20, 5 ივნისი 2009 (UTC)[უპასუხე]

მადლობა ცანგალა. მაგრამ წყაროს ნამდვილად ვერ მიგითითებ, რეალობა კი ასეთია. ფაქტები ამას მეტყველებს. --ჯაბა ლაბაძე 06:22, 8 ივნისი 2009 (UTC)[უპასუხე]