იერუსალიმის ღვთისმშობლის ხატი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იერუსალიმის ღვთისმშობლის ხატი

იერუსალიმის ღვთისმშობლის ხატი გადმოცემით ქრისტეს ამაღლებიდან თხუთმეტი წლის შემდეგ გეთსემანიაში შეუქმნია. 463 წელს ხატი კონსტანტინეპოლში გადაიტანეს. ხატი დაბრძანებული იყო პიგიის ღვთისმშობლის ტაძარში, ხოლო შემდეგ ვლაქერნის ღვთისმშობლის ტაძარში. 988 წელს იერუსალიმის ღვთისმშობლის ხატი რუსეთშიკორსონში (ხერსონში) გადააბრძანეს და ახალ ნათელღებულ მოციქულთანასწორ კიევის მთავარს – ვლადიმირს უბოძეს.

როდესაც ნოვგოროდელებმა ქრისტიანობა მიიღეს, ვლადიმირმა მათ ხატი საჩუქრად გადასცა. 1571 წელს ივანე მრისხანემ ქალაქი დაარბია და სიწმინდე მოსკოვის მიძინების ტაძარში გადააბრძანა. 1812 წელს ნაპოლეონის მიერ მოსკოვის აღების შემდეგ იერუსალიმის ღვთისმშობლის ხატი უგზო-უკვლოდ დაიკარგა. სანაცვლოდ მოსკოვის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში ხატის ზუსტი ასლია დასვენებული.
იერუსალიმის ხატის გარშემო გამოსახულნი არიან წმინდა მოციქულები: პეტრე, პავლე, იოანე, კულა, სვიმონი, ფილიპე, მათე, მარკოზი, იაკობი, თომა, ბართლომე, წმინდა მოწამენი: პროკოფი, გიორგი და მერკური.