ვლადიმირის ღვთისმშობლის ხატი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვლადიმირის ღვთისმშობლის ხატი
Vladimirskaya.jpg
'
ძირითადი ინფორმაცია
ხატწერის ტიპი ელეუსა
{{{ხატის ზომა}}}


ვლადიმირის ღვთისმშობლის ხატის დღესასწაული წელიწადში სამჯერ აღესრულება: 3 ივნისს, 6 ივლისს და 8 სექტემბერს.

ისტორია[რედაქტირება]

ვლადიმირის ღვთისმშობლის ხატი გადმოცემით ლუკა მახარებლის მიერ იმ მაგიდის დაფაზეა დაწერილი, რომელზედაც იესო ქრისტე თავის დედასთან მარიამთან და მართალ იოსებთან ერთად ტრაპეზობდა. ხატი ღვთისმშობლის მიძინებამდე დაიწერა. გადმოცემით, როდესაც მარიამმა თავისი გამოსახულება იხილა ხატზე, ეს სიტყვები თქვა: ,,ამიერითგან მნატრიდნენ მე ყოველნი ნათესავნი” და დაამატა ,,მადლი ჩემგან შობილისა ძისა იყოს ამ ხატზე”.

450 წელს იმპერატორ თეოდორე უმცროსის დროს ხატი იერუსალიმიდან კონსტანტინოპოლში გადააბრძანეს, მაგრამ XII საუკუნის დასაწყისში კონსტანტინოპოლიდან კიევში გადაიყვანეს.

1155 წელს დიდმა მთავარმა იურიმ ვიშგოროდი თავის ვაჟს, მთავარ ანდრიას დაგასცა. ვიშგოროდის სავანის კლირიკოსებმა ერთხელ ტაძარში შესვლისას დაინახეს, რომ ხატი თავისი ადგილიდან გადმოსულიყო დაეკლესიის შუაგულში ჰაერში იდგა. ხატი ძველ ადგილას დააბრუნეს, მაგრამ მალე ნახეს, რომ ხატი კვლავ ჰაერში ეკიდა. მთავარი ანდრია მიეახლა ხატს და მხურვალებით ლოცულობდა მის წინაშე, შემდეგ პარაკლისი აღასრულა, ღვთისმოსაობით აიღო ხატი, სხვა საგანძური და ღამით, მამის ნებართვის გარეშე ვიშგოროდიდან წავიდა.

ვლადიმირში ჩასულ მთავარს კლიაზმაზე დიდი სიხარულით დახვდა მოსახლეობა. ამის შედეგ როსტოვისაკენ გამგზავრება გადაწყვიტა, მაგრამ ცხენები, რომლებითაც ხატს მიაბრძანებდნენ, შეჩერდნენ და გზა აღარ გააგრძელეს. მაშინ სხვა ცხენები შეკაზმეს, მაგრამ ისინიც ადგილიდან არ დაიძრნენ. ხატის წინაშე მხურვალე ლოცვის შემდეგ მთავარმა ღვთისმშობლისაგან ბრძანება მიიღო, ხატი ვლადიმირში დაეტოვებინა. მთავარი ანდრია ვლადიმირში სასწაულმოქმედი ხატისათვის ტაძრის მშენებლობას შეუდგა. ორი წლის შემდეგ ტაძარი დასრულდა და ბრწყინვალედ შეიმკო. ღვთისმოყვარე მთავარმა ხატის გამშვენებაზე იზრუნა, ოქროსა და ვერცხლის პატიოსანი თვლებით შემკული მოჭედილობით შემოსა. ის ვლადიმირის მიძინების ტაძარში დააბრძანეს და იმ დროიდან ვლადიმირისა უწოდეს. ხატი მრავალი და დიდი სასწაულით გაბრწყინდა.

3 ივნისს მართმადიდებელი ეკლესია ვლადიმირის ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატის დღესასწაულის მესამედ აღსრულება ორ მოვლენას მოიხსენიებს: პირველს, 1514 წელს, ამ დროს მიტროპოლიტ ვარლაამის სახლში განახლდა ვლადიმირის ხატი და მასთან დაკავშირებით 3 ივნისს დადგინდა ლიტანია მიძინების ტაძრიდან მირქმის მონასტრის მიმართულებით. განახლების დღესასწაულს მეორე ისტორიული მოვლენა დაერთო. 1521 წელს რუსეთის ხსნა ნოღის, ყირიმის და ყაზანის თათრებისგან, რომლებმაც დევლეთ-გირვის წინამძღოლობით მოსკოვის საზღვრები ისეთი სისწრაფით გადმოლახეს, რომ დიდმა მთავარმა ვასილი იოანეს ძემ მტრის წინსვლის შესაჩერებლად ოკის ნაპირებზე ჯარის გადმოყვანა ძლივს მოასწრო. ნიჟნი ნოვგოროდისა და ვორონეჟის დასახლებები მდინარე მოსკოვის ნაპირებამდე ცეცხლს მისცეს. ტყვედ წაიყვანეს მოსახლეობა. ახალშობილებს ხოცავდნენ, მათ მიწაზე ანარცხებდნენ, ტყვეებს ასტრახანსა და ყაზანში მონებად ყიდდნენ, სუსტებსა და მოხუცებს შიმშილით ხოცავდნენ.

მოსკოვში არეულობა მეფობდა, ყველა კრემლისაკენ მირბოდა, ხსნას კრემლში ეძებდნენ, ცრემლი და ლოცვა არ წყდებოდა. შუაღამისას ერთი ღვთის გლახა, სახელად ვასილი მიძინების ტაძრის ჭიშკართან მხურვალედ ლოცულობდა. უცებ ლოცვა ძლიერმა ხმაურმა შეაწყვეტინა და მის წინაშე კარი უხილავმა ძალამ გააღო. ღვთიმშობლის ხატმა თავისი ადგილი მიატოვა და ხმა მოესმა მისგან: ,,რუსეთის მღვლდელმთავრებთან ერთად გავალ ქალაქიდან”. უცებ მთელი ტაძარი ალმა გაანათა, რომელიც მყისვე გაქრა. იმავე ღამეს ამაღლების მონასტრის ერთმა მოხუცმა ბრმა მონაზონმა თავის სენაკში ყოფნისას იხილა, რომ სპასსკის კარიბჭიდან მღვდელმთავართა დასი და ბრყინვალე სამღვდლოდ მოსილი მამები გამოვიდნენ. მათ შორის იყო ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი, მაგრამ როგორც კი ფლოროვის კარიჭე გამოიარეს, წინ ღირსნი სერგი რადონეჟელი და ვარლამ ხუტინსკი შემოხვდნენ. ისინი ფეხებში ჩაუცვივდნენ და ეკითხებოდნენ, თუ საით მიდიოდნენ ისინი და ვის უტოვებდნენ ქალაქს, მღვდელმთავრებთან ცრემლით უპასუხეს: ,,უფალმა გვიბრძანა, არა მარტო დაგვეტოვებინა ქალაქი, არამედ თან მისი ყოვლადწმინდა დედის სასწაულმოქმედი ხატიც წაგვებრძანებინა, რადგან ადამიანებმა არად ჩააგდეს შიში ღვთისა და მის მცნებებს არ მისდიეს. უფალმა დაუშვა, რომ ბარბაროსები შემოსულიყვნენ. დაე, ახლა დაისაჯონ და სინანულის გზით დაუბრუნდნენ უფალს”. წმინდა მოღვაწეებმა სერგიმ და ვარლამმმა მიმავალ მღვდელმთავრებს ხვეწნა დაუწყეს, რომ ლოცვა-ვედრებით ღვთის მართლმსაჯულება მოწყალებად შეეცვალათ. მათთან ერთად ღმერთს და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს ევედრებოდნენ. მღვდელმთავრებმა ჯვარი გადასახეს ქალაქს. ღვთისმშობლის ხატი მიძინების ტაძარში დაბრუნდა და მასთან მთელი რუსეთი გადარჩა.

მემატიანეები მოგვითხრობენ, რომ თათრებს მოსკოვის გადაწვა სურდათ, მაგრამ უცებ ქალაქის ირგვლივ ურიცხვი რუსული ლაშქარი დაინახს და შეშინებულებმა ამის შესახებ ხანს აცნობეს. მან არ დაიჯერა და დასარწმუნებლად სხვები გამოგზავნა, მაგრამ როცა მათ რუსი მეომრები დაინახეს, ხანს აუწყეს, რომ თათრები შეშინდნენ და გაიქცნენ. ამ სასწაულებრივი გადარჩენის მოსახსენიებლად მოსკოვში 3 ივნისს მირქმის მონასტრისკენ ლიტანია იმართება.

ხატის ასლთა გალერეა[რედაქტირება]

ღვთისმშობლის ხატები


რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

ვიკიწყარო
ვიკიწყაროში არის სტატია:
ვიკიწყარო
ვიკიწყაროში არის სტატია: