გაია (ინდოეთი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დასახლებული პუნქტი
გაია
ქვეყანა ინდოეთის დროშა ინდოეთი
კოორდინატები 24°45′00″ ჩ. გ. 85°01′00″ ა. გ. / 24.75000° ჩ. გ. 85.01667° ა. გ. / 24.75000; 85.01667
ფართობი 90.17 კმ²
ცენტრის სიმაღლე 111±1 მეტრი
მოსახლეობა 474 093 (2011)
სატელეფონო კოდი 631
საფოსტო ინდექსი 823001
ოფიციალური საიტი http://apnagaya.com
გაია (ინდოეთი) — ინდოეთი
გაია (ინდოეთი)

გაია (ინგლ. Gaya) ― ქალაქი, მუნიციპალური კორპორაცია და ამავე სახელწოდების მქონე ოლქსია და მაგადჰის დანაყოფის ადმინისტრაციული ცენტრი ინდოეთის შტატ ბიჰარში. გაია შტატის დედაქალაქ პატნადან 116 კმ-ით სამხრეთით მდებარეობს. ქალაქის მოსახლეობა 470 839 ადამიანს შეადგენს და მეორე უდიდესი ქალაქია შტატში. გაია სამი მხრიდან პატარა, კლდოვანი მთებითაა (მანგლა-გაური, შრინგა-სთჰანი, რამ-შილა და ბრაჰმაიონი) შემოსაზღვრული, ხოლო აღმოსავლეთით მდინარე ფალგუ ჩამოუდის.

ქალაქი ისტორიული მნიშვნელობისაა და ერთ-ერთი მთავარი ტურისტული დანიშნულების ადგილია ინდოეთში. გაია ჯაინიზმის, ინდუიზმისა და ბუდიზმის წმინდა ადგილია. გაიის რაიონი მოხსენიებულია ისეთ ეპოსებში, როგორებიცაა: რამაიანა და მაჰაბჰარატა. ქალაქი ის ადგილია, სადაც რამა, სიტასთან და ლაქშმანასთან ერთად ჩამოვიდა და დაშარათჰას პინდა შესთავაზა. ბოდჰ-გაია, სადაც გადმოცემის თანახმად, ბუდა გასხივოსნდა, ბუდიზმის ოთხ წმინდა ადგილს შორის ერთ-ერთია.

გაია ერთ-ერთია კულტურული მემკვიდრეობის 12 ქალაქს შორის, რომლებიც ინდოეთის მთავრობამ კულტურული მემკვიდრეობის ქალაქთა განვითარების გეგმაში ჩართო, რაც ურბანული დაგეგმარების, ეკონომიკური ზრდისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პროქტების განხორციელებას გულისხმობს.[1]

ბოდჰ-გაიაზე მდებარეობს მაჰაბოდჰის ტაძრის კომპლექსი, რომელიც იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის სიაშია შეტანილი.

გაიის რაიონი 4 ქვედანაყოფს მოიცავს: გაია-სადარს, შერგჰატის, ტეკარისა და ნეემჩაკ-ბათჰანის.

ეტიმოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გაიას სახელი ეწოდა დემონ გაიასურას (ნიშნავს დემონ გაიას) საპატივცემულოდ, რომელიც ამ ტერიტორიაზე ტრეტა-იუგას დროს დასახლდა.[2][3] გადმოცემის მიხედვით, გაიასურას სხეული კლდოვან მთებად იქცა, რომელზეც შემდეგში გაია გაშენდა.[4]

მართვა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

A view of Gaya during British rule, photograph taken by Waldemar Haffkine
გაია ბრიტანეთის ინდოეთის შემადგენლობაში ყოფნისას. ვალდემარ ვაჰკინის ფოტო.

1864 წლამდე გაია ბეჰარისა და რამგარჰის რაიონის (ამჟამად ჯარხანდის შტატი) ნაწილი იყო. 1865 წლის 3 ოქტომბერს იგი ბიჰარის რაიონის ნაწილი გახდა.[5] 1981 წლის მაისში ბიჰარის შტატის მთავრობამ მაგადჰის დანაყოფი შექმნა, რომელიც გაიის რაიონსაც მოიცავდა ნავადის, აურანგაბადისა და ჯეჰანაბადის რაიონებთან ერთად, რომლებიც გაიის რაიონის შექმნის დროისთვის ქვედანაყოფები იყვო.[6] აურანგაბადი და ნავადა გაიის ტერიტორიას 1973 წელს გამოეყვო, ხოლო ჯეჰანაბადი ― 1988 წელს.[7] გაიის რაიონის ფართობი 4 976 კმ²-ია.[6]

გაიის მმართველი ორგანოა გაიის მუნიციპალური კორპორაცია.[8] გაიის მუნიციპალური კორპორაცია შედგება დემოკრატიულად არჩეული წევრებისგან, რომელთაც მერი თავმჯდომარეობს. 2021 წლისთვის კორპორაციის მერი ვირენდრა კუმარია, ხოლო მერის მოადგილე ― მოჰან შრივასტავა.[9]

კულტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მაჰაბოდჰი

ბოდჰ-გაია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გაიის ტერიტორიაზე მდებარეობს მაჰაბოდჰის ტაძრის კომპლექსი, რომელიც 2002 წლის 26 ივნისს, იუნესკოს 26-ე სესიაზე მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტმა მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.[10]

სატაძრო კომპლექსის ცენტრში მდებარეობ 50 მეტრის სიმაღლის მაჰაბოდჰის ტაძარი პირველად იმპერატორ აშოკას დროს აშენდა, ძვ.წ. III საუკუნეში. თანამედროვე ნაგებობის ძირითადი ნაწილი V-VI საუკუნეებით თარიღდება. იგი ერთ-ერთი უძველესი და კარგად შემონახული ბუდისტული ტაძარია, რომელიც მთლიანად აგურებისგანა ნაშენი გუპტას იმპერიის გვიან პერიოდში. კომპლექსში ყველაზე წმინდა ადგილია ბოდჰის ხე (Ficus religiosa), რომლის ქვეშაც, გადმოცემის თანახმად, ზიდჰარტა გაუტამა გასხივოსნდა და ბუდად იქცა.[10] ბოდჰ გაია ერთ-ერთია ბუდიზმის ოთხ წმინდა ადგილს შორის, ლუმბინთან, სარნათჰთან და კუშინაგართან ერთად.[11]

კლიმატი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გაია სამი მხრიდან მთებითაა გარშემორტყმული, ხოლო მეოთხე მხრიდან მდინარე ჩამოუდის. ქალაქის კლიმატი სეზონურია. ხასიათდება შედარებით მაღალი ტემპერატურითა და მთელი წლის მანძილზე თანაბრად განაწილებული ნალექიანობით. კიოპენის კლიმატის კლასიფიკაციით, გაია სუბტროპიკულ ოკეანურ კლიმატურ სარტყელშია (Cwa) მოქცეული.[12]

ჰავის მონაცემები — გაია (ინდოეთი)
თვე იან თებ მარ აპრ მაი ივნ ივლ აგვ სექ ოქტ ნოე დეკ წლიური
რეკორდულად მაღალი °C 31.7 36.1 42.1 45.0 47.1 47.9 43.7 42.3 42.3 37.2 35.0 31.1 47.9
საშუალო მაქსიმალური °C 28.2 31.3 38.0 42.5 44.7 43.7 37.4 35.9 35.2 34.3 31.8 28.7 45.2
საშუალო მაღალი °C 23.0 26.7 32.8 38.7 39.8 37.8 33.4 32.9 32.6 31.6 28.8 24.9 31.9
საშუალო დაბალი °C 8.7 11.6 16.1 21.8 25.4 26.7 25.6 25.4 24.6 20.5 14.2 9.7 19.2
საშუალო მინიმალური °C 4.2 7.1 11.0 17.1 20.9 23.1 23.2 23.3 21.9 15.4 9.7 6.0 4.0
რეკორდულად დაბალი °C 1.5 2.7 7.8 12.9 14.1 18.3 16.7 18.5 17.5 12.2 6.1 1.4 1.4
წვიმის საშუალო რაოდენობა (მმ) 13.9 16.0 10.7 11.3 32.5 157.6 306.0 266.0 177.3 56.0 9.5 4.9 1 061,6
წვიმიანი დღეები საშუალოდ 1.2 1.4 1.0 1.0 2.5 7.1 14.2 13.6 8.8 2.5 0.6 0.5 54.4
საშუალო ფარდობითი ტენიანობა (%) ) 55 47 31 25 35 54 76 77 76 66 56 58 54
წყარო: India Meteorological Department[13][14]

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რელიგია გაიაში (2011)[15]
რელიგია %
ინდუიზმი
  
79.43%
ისლამი
  
19.65%
ქრისტიანობა
  
0.26%
ჯაინიზმი
  
0.24%
სხვები
  
1.42%
რელიგიების განაწილება
მოიცავს სიქებს (0.09%), ბუდისტებს (0.02%).

ქალაქის მოსახლეობის პირველი აღწერა 1872 წელს ჩატარდა. ამ დროისთვის მოსახლეობა 66 843 ადამიანს შეადგენდა.[16] 2011 წლის აღწერის მიხედვით, გაიის ურბანული აგლომერაციის მოსახლეობა 470 839 ადამიანს შეადგენს.[17] გაიის ურბანული აგლომერაცია მოიცავს გაიის მუნიციპალურ კორპორაციას, კალერსა და პაჰარპურს.[18] გაიის მუნიციპალური კორპორაციის მოსახლეობა 468 614 ადამიანს[19] (247 572 კაცი და 221 042 ქალი) შეადგენს. 59 669 ადამიანი 5 წლამდე ასაკობრივ ჯგუფს მიეკუთვნება. სქესობრივი თანაფარდობაა: 986 ქალი 1 000 კაცზე. 7 წელზე უფროსი ასაკის მოსახლეობის წერა-კითხვის ცოდნის დონე 85.74%-ს უდრის.[20]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. HRIDAY National Project Management Unit, National Institute of Urban Affairs, Ministry of Urban Development Government of India (21 January 2015). „Heritage City Development and Augmentation Yojana“ (PDF). www.hridayindia.in. დაარქივებულია (PDF) ორიგინალიდან — 29 May 2016. ციტირების თარიღი: 26 September 2018.CS1-ის მხარდაჭერა: მრავალი სახელი: ავტორების სია (link)
  2. Mandal, R. B. (1989). Systems of Rural Settlements in Developing Countries (en). Concept Publishing Company. ISBN 978-81-7022-203-3. 
  3. Bihar (India); Choudhury, Pranab Chandra Roy (1957) Bihar District Gazetteers: Singhbhum (en). Superintendent, Secretariat Press, Bihar. 
  4. The Hare Krsnas - Battles of Vishnu Avatars - Gayasur. Harekrsna.com. ციტირების თარიღი: 2016-01-07
  5. „Gaya celebrates 154th establishment day“. The Times of India. 4 October 2018. დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 November 2018. ციტირების თარიღი: 4 October 2018.
  6. 6.0 6.1 MSME-Development Institute, Ministry of MSME, Government of India (2011). „Brief Industrial Profile of Gaya District – Micro, Small & Medium Enterprises“ (PDF). დაარქივებულია ორიგინალიდან (PDF) — 4 March 2016. ციტირების თარიღი: 27 September 2018.CS1-ის მხარდაჭერა: მრავალი სახელი: ავტორების სია (link)
  7. Law, Gwillim. (2011-09-25) Districts of India. Statoids. ციტირების თარიღი: 2011-10-11
  8. Gaya civic body takes steps to improve cleanliness score | Patna News - Times of India en (Jan 10, 2021). ციტირების თარიღი: 2021-06-23
  9. Violation of safety norms reason for Covid spike in Gaya: Experts | Patna News - Times of India en (Apr 24, 2021). ციტირების თარიღი: 2021-06-23
  10. 10.0 10.1 Mahabodhi Temple Complex at Bodh Gaya, Description. UNESCO World Heritage Centre. ციტირების თარიღი: 27 September 2018
  11. Lambah, Abha Narain; Dorje, Nangze (2017) „Chapter 13: Challenges of managing a living Buddhist site: Mahabodhi Temple, Bodh Gaya, India“, ICCROM-CHA Conservation Forum Series: First ICCROM-CHA International Forum on Conservation Asian Buddhist Heritage: Conserving the Sacred. ICCROM, International Centre for the Study of the Preservation and Restoration of Cultural Property, გვ. 103–111. ISBN 978-92-9077-240-8. 
  12. Climate Summary for Gaya, India. Weatherbase.com. ციტირების თარიღი: 2016-01-07
  13. Station: Gaya Climatological Table 1981–2010. Climatological Normals 1981–2010 გვ. 285–286. India Meteorological Department (January 2015). ციტირების თარიღი: 24 August 2020
  14. Extremes of Temperature & Rainfall for Indian Stations (Up to 2012). India Meteorological Department (December 2016). ციტირების თარიღი: 24 August 2020
  15. Gaya City Census 2011 data. Census 2011 India. ციტირების თარიღი: 7 April 2017
  16. Singh, Kamaldeo Narain (1978). Urban Development in India (en). Abhinav Publications. ISBN 978-81-7017-080-8. 
  17. Urban Agglomerations/Cities having population 1 lakh and above. Provisional Population Totals, Census of India 2011. ციტირების თარიღი: 2021-01-03
  18. Constituents of urban Agglomerations Having Population 1 Lakh & above. Provisional Population Totals, Census of India 2011. ციტირების თარიღი: 2012-04-16
  19. Gaya, District in Bihar - The population development of Gaya. ციტირების თარიღი: 2016-07-13
  20. Cities having population 1 lakh and above. Provisional Population Totals, Census of India 2011. ციტირების თარიღი: 2012-04-16