გაბრიელ ატალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გაბრიელ ატალი
გაბრიელ ატალი
ატალი 2023 წელს
საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა9 იანვარი, 2024
პრეზიდენტი  ემანუელ მაკრონი
წინამორბედიელისაბედ ბორნი

საფრანგეთის ეროვნული განათლებისა და ახალგაზრდობის მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
20 ივლისი, 2023 – 9 იანვარი, 2024
პრემიერ-მინისტრიელისაბედ ბორნი
წინამორბედიპაპ ნდიაი
მემკვიდრეამელი უდეა-კასტერა

დაბადებული16 მარტი, 1989 (1989-03-16) (35 წლის)
პარიზი, საფრანგეთი
პოლიტიკური პარტიასაფრანგეთის სოციალისტური პარტია (2006-2016)
რენესანსი (2016-დან)
მეუღლესტეფან სეჟურნე (2015-2022)
განათლებაპანთეონ-ასასის უნივერსიტეტი
ხელმოწერა

გაბრიელ ატალი (ფრანგ. Gabriel Attal; დ. 16 მარტი 1989, პარიზი, საფრანგეთი) — ფრანგი პოლიტიკოსი, საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი 2024 წლის 9 იანვრიდან.

2017 წლის ივნისში ეროვნულ ასამბლეაში არჩევის შემდეგ ატალი სწრაფად დაწინაურდა პოლიტიკურ კარიერაში. 2018 წელს გახდა ეროვნული განათლებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე, რის შედეგადაც იგი გახადა ყველაზე ახალგაზრდა მინისტრი საფრანგეთის მთავრობის ისტორიაში. 2020 წელს გახდა მთავრობის სპიკერი, 2022 წელს საჯარო ქმედებებისა და ანგარიშების მინისტრი და 2023 წელს ეროვნული განათლებისა და ახალგაზრდობის მინისტრი.[1]

2024 წლის 9 იანვარს ატალი საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა დანიშნა ელისაბედ ბორნის შემცვლელად საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე.[2] 34 წლის ასაკში იგი გახდა ყველაზე ახალგაზრდა და პირველი ღიად გეი G7-ის ლიდერი (როგორც საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი), ასევე მსოფლიოში მეცხრე ღიად ლგბტ და ყველაზე ახალგაზრდა სახელმწიფოს ან მთავრობის მეთაური.[3]

ატალი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პოლიტიკოსია საფრანგეთში და ფრანგული მედია ვარაუდობს, რომ იგი არის 2027 წლის საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების პოტენციური კანდიდატი და მაკრონის მემკვიდრე.[4]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Lemarié, Alexandre (16 October 2018). „Gabriel Attal, Secretary of State at Blanquer“ (ფრანგული). Le Monde. დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 August 2019. ციტირების თარიღი: 26 October 2018.
  2. French PM resigns as Macron seeks to relaunch presidency (8 January 2024). ციტირების თარიღი: 9 January 2024
  3. Willsher, Kim. (9 January 2024) Who is Gabriel Attal, the French PM who climbed the ranks in record time?. ციტირების თარიღი: 9 January 2024
  4. Attal: the 'new Macron' at helm of French government. France 24 (9 January 2024).