ბუხუტი ზაქარიაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ზაქარიაძე.

ბუხუტი ზაქარიაძე (დ. 1 ივნისი, 1913, ყანგიჩალა — გ. 12 თებერვალი, 1988) — ქართველი მსახიობი, საქართველოს სსრ-ის სახალხო არტისტი (1965).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სასწავლებლის დამთავრების შემდეგ მუშაობდა 1931 წელს ხონის, 1933–1934 წლებში ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის, 1935–1937 წლებში ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის, 1937–1941 წლებში ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის, 1941–1945 წლებში თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის, 1945–1948 წლებში კოტე მარჯანიშვილის სახელობის, 1948–1953 წლებში სოხუმის სამსონ ჭანბას სახელობის თეატრებში. 1953 წლიდან შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის მსახიობი იყო. ბ. ზაქარიაძე ქართული სამსახიობო ხელოვნების ერთ–ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელია. წარმატებით ასრულებდა სახასიათო როლებს. სხვადასხვა თეატრში შექმნა შემდეგი სცენური სახეები: მირზა (კ. კალაძის „ხატიჯე“), კრეონი (სოფოკლეს „ოიდიპოს მეფე“), ფრეგატი (ვ. კირშონის "სასამართლო"), ჩონთა (ვაჟა-ფშაველას „მოკვეთილი“), მოსე გრძელიძე (ი. ჭავჭავაძის „კაცია ადამიანი?!“), ბახვა ფულავა (გ. წერეთლის „პირველი ნაბიჯი“), ლაითაძე (კ. ბუაჩიძის „ეზოში ავი ძაღლია“), როსტომი (ა. აფხაიძის „არაგველები“), გოდუნი (ბ. ლავრენიოვის „რღვევა“), ტერეზია (სოფოკლეს „ოიდიპოს მეფე“) პეტრუზა (ნ. აზიანის „უკანასკნელი მასკარადი“), სოსა (მ. ელიოზიშვილის „ბებერი მეზურნეები“), ბეკინა (დ. კლდიაშვილის „სამანიშვილის დედინაცვალი“) და სხვ.. გადაღებულია ფილმებში: „განთავისუფლება“ (სტალინი), „ქვევრი“ (შავგოგია), „ვერტიკალი“ (ბესარიონი), „დათა თუთაშხია“ (მედუქნე), „ბებერი მეზურნეები“ (სოსა), „ენგურის ნაპირებზე“, „ერთი ნახვით შეყვარება“, „ანარეკლი“, „არ დაიჯერო, რომ აღარ ვარ“, „გზაში“, „ვიღაცას ავტობუსზე აგვიანდება“, „მამლუქი“ (მარკოზი), „ბიჭი და ჩიტი“, „პიერი მილიციის თანამშრომელი“, „გიორგობისთვე“ (ილო), „მაგდანას ლურჯა“ და სხვ. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]