ქვევრი (ფილმი)
| ქვევრი | |
აბესალომი ქვევრში გაიჭედა. |
|
| ჟანრი: |
კომედია |
|---|---|
| დამდგმელი რეჟისორი: | |
| სცენარის ავტორი: |
რეზო გაბრიაძე |
| მთავარ როლებში: | |
| კომპოზიტორი: | |
| ოპერატორი: | |
| მხატვარი: | |
| კინოსტუდია: | |
| ხანგრძლივობა: |
28 წთ. |
| ქვეყანა: | |
ქვევრი - მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი, გადაღებული 1970 წელს ლუიჯი პირანდელოს მოთხრობის მიხედვით, საქართველოს ტელეფილმების სტუდიაში. რეჟისორი ირაკლი კვირიკაძე, სცენარის ავტორი რევაზ გაბრიაძე, ოპერატორი ლომერ ახვლედიანი, კომპოზიტორი გია ყანჩელი. მთავარ როლებში: ბუხუტი ზაქარიაძე, ვახტანგ სულაქველიძე.
[რედაქტირება] სიუჟეტი
გოგია, არაფრით გამორჩეული კახელია, რომელმაც მომჭირნეობის გამო, ქვევრი იმერეთში იყიდა. წვალებით ჩამოტანილი ქვევრი, ქალიშვილს შემთხვევით გაუტყდა. გოგია თავზარდაცემულია,
|
„რა მიყო, წყალში არ ჩამიყარა ამოდენა შრომა! რაღაში ჩავასხა ღვინო?!“
|
|
|
(გოგია)
|
მეუღლის (მარო) რჩევით, ხელოსან აბესალომს მოიყვანს, რომელიც თავისი „არა აქაური“ წებოთი კი გაამთელებს ქვევრს, მაგრამ თავად ქვევრში გაიჭედება.
|
„შენც კაი ვინმე ხარ აბესალომ, რო მიძვრებოდი, სად მიძვრებოდი? ჯერ ყელი გაგესინჯა და მერე შემძვრალიყავი!“
|
|
|
(მარო)
|
გულმოსულმა გოგიამ, რაკი აბესალომს გამოსვლა „არ უნდოდა“, მილიციის უფროსი მოიყვანა. რა აღარ სცადეს, მაგრამ ქვევრის ვიწრო ყელში აბესალომის თავის გარდა არაფერი ეტეოდა. საბოლოოდ ქვევრი მაინც გასატეხი შეიქმნა.
[რედაქტირება] როლებში
- ბუხუტი ზაქარიაძე - გოგია;
- ვახტანგ სულაქველიძე - აბესალომი;
- ჰენრიეტა ლეჟავა - მარო;
- ეროსი მანჯგალაძე - მილიციის უფროსი;
- ოთარ ზაუტაშვილი - მილიციელი პავლე;
ეპიზოდებში:
- გივი ბერიკაშვილი;
- ილია ბაკაკური;
- ლეო სოხაშვილი;
- მერი კანდელაკი;
- ლერი ზარდიაშვილი.
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში
- ალიკო ასკილაშვილი. ქვევრი (1970). ქართული კინოს მონაცემთა ბაზა. ეროვნული ფილმგრაფია.
- ქვევრი. ქართული კინო. interes.ge (25.09.2008).
- ქვევრი. ქართული მხატვრული ფილმი – ქვევრი Georgian Movie Classic Belongs to Public Domain of Georgia(Country). Google Video (24.02.2007).
სტატიის