ბრმა ბუ

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„ბრმა ბუ“

პირველი გამოცემა, 1937
ავტორი სადეყ ჰედაიათი
ქვეყანა ირანი
ენა სპარსული ენა
გამოცემის თარიღი 1937
ISBN 978-1-84749-069-8

ბრმა ბუ (1936; სპარს. بوف کور) — ირანელი ავტორის, სადეყ ჰედაიათის მაგნუმ ოპუსი და მეოცე საუკუნის ირანული ლიტერატურის ყველაზე გამორჩეული და ერთ-ერთი პირველი პროზაული ნაწარმოები. წიგნი სპარსულ ენაზე დაიწერა და აღიარებულია, როგორც სიურეალისტური ჟანრის შედევრი. რომანის სიუჟეტი მთლიანად ჰალუცინაციებითა და ფსიქიკური დაავადების მქონე მთხრობლის მონოლოგს მიუყვება, პერსონაჟის, რომელიც სოლიფსიზმის თანამედროვე განსახიერებაა. ამ დროისთვის, რომანი 30-ზე მეტ ენაზეა თარგმნილი, მათ შორის ქართულადაც.

ბრმა ბუ დაიწერა რეზა-შაჰ ფეჰლევის მმართველობის ბოლო წლებში (1925–1941). იგი თავდაპირველად გამოქვეყნდა შეზღუდული გამოცემით მუმბაიში, ავტორის ორწლიანი ვიზიტის დროს. თეირანში იგი პირველად 1941 წელს გამოჩნდა, შაჰის ტახტიდან გადაყენების შემდეგ, შედეგად, წიგნმა ელვისებურად მიიპყრო ირანული მთავრობის ყურადღება. მალევე იგი ცენზურას დაუქვემდებარეს იმ მიზეზით, რომ რომანს მკითხვებლები თვითმკვლელობის მცდელობამდე მიჰყავდა.[1] რეზა შაჰის მმართველობის დროს ნაწარმოების მიმართ გაცილებით უფრო არაფამილიარული დამოკიდებულება იგრძნობა, ძირითადად გამოწვეული იმ შეხედულებით, რომ ნაწარმოებში წარმოჩენილია პესიმისტური ტენდენციები, რომელიც ეწინააღმდეგებოდა მმართველის რიტორიკულ პროგრესს.[2] არსებობს ვერსია, რომ რომანის დიდი ნაწილი ჯერ კიდევ 1930 წლამდე იყო დამთავრებული - მაშინ, როცა ავტორი ჯერ კიდევ სტუდენტობისას პარიზში იმყოფებოდა. ევროპული იდეოლოგიებით შთაგონებული ავტორი უპირისპირდება ტრადიციებს და, შედეგად, ქმნის ნაწარმოებს, რომელიც თანამედროვე ირანული ლიტერატურის განუყოფელ ნაწილად იქცევა.[3]

ნაწარმოებზე დაყრდნობით ჩილელმა რეჟისორმა, რაულ რუისმა, 1987 წელს ეკრანიზაციაც შემოგვთავაზა.[4]

ფონი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვინსენტ მონტი, ფრანგი აღმოსავლეთმცოდნე და ავტორის ახლო მეგობარი, საკუთარ ნარკვევებში ვარაუდობდა, რომ ნაწარმოები ჯერ კიდევ 1930 წლისთვის დაწერილი იყო. ჰედაიათი სწავლობდა საფრანგეთში 1930 წლის შუა პერიოდამდე, ირანში დაბრუნების შემდეგ კი მან ინტენსიურად დაიწყო ზღაპრების, ნოველებისა და პიესების გამოქვეყნება. ჰედაიათის თანამედროვეები ამბობდნენ, რომ, თითქოს, იგი იბრალებდა ამ ნაწარმოების ირანში დაბრუნების შემდეგ შექმნას, რაც, მრავლის აზრით, შეუძლებელი იყო, რეზა-შაჰ ფეჰლევის სასტიკი რეჟიმიდან გამომდინარე. უფრო სანდო წყარო იუწყება, რომ ავტორმა წიგნის გამოცემის საუკეთესო დრო ინდოეთში მოგზაურობისას გამონახა, კერძოდ მუმბაიში, სადაც მისი 50-მდე ეგზემპლარი გამოაქვეყნა.

ჰედაიათი 1930 წელს

1935 წელს ჰედაიათი შვეიცარიაში მიიწვიეს. შედეგად, ავტორს მისი ყველა წიგნის გაყიდვა მოუწია, სულ რაღაც 400 თუმანად, რათა სამოგზაურო ფული ჰქონოდა. თუმცა, ეს მოგზაურობა გაუქმდა სხვადასხვა მიზეზისდა გამო (მათ შორის, ჰედაიათისთვის უცხო ვალუტის არ გაცემა და ა.შ.), რაც გახდა ავტორისა და ირანული ხელისუფლების მტრობის დასაწყისი - ამავე წლიდან, საკუთარი ლიტერატურული მოღვაწეობის გამო, ავტორს ირანში ნაწარმოებების გამოქვეყნება და გაყიდვა აეკრძალა, ფაქტობრივად, მისი ამ ქვეყანაში მოღვაწეობის გაგრძელების იმედი აღარ არსებობდა. ერთი წლის შემდეგ, 1936-ში, ქურთმა პოეტმა და ავტორის ყოფილმა მეგობარმა, შინ პერტომ, ნაწარმოების შემოქმედს შესთავაზა ინდოეთში სამოგზაუროდ წასვლა, რაც, ძირითადად, გამომცემლობითი მიზნებით იყო განპირობებული. შინი ამ დროს მუმბაიში კონსულად მუშაობდა, შედეგად, მოგზაურობის უზრუნველყოფის გარეშე, სადეყი მიემგზავრება ინდოეთში. ცხადია, ავტორმა ბრმა ბუს ხელნაწერი თან წაიღო ინდოეთში. შინი ამის შესახებ წერდა:

"ბრმა ბუ სადეყმა ინდოეთში გამგზავრებამდე დაწერა, ხოლო მას შემდეგ, რაც თეირანიდან მუმბაიში ჩავედით, თავად სადეყმა და მისმა მბეჭდავმა, ერიკა ანდესმა, მომცეს მე ნაწარმოების პირველი ხელნაწერი, რათა წამეკითხა ის".

მუმბაიში ჩასული ჰედაიათი ფინანსურ პრობლემებს განიცდიდა, გარდა ამისა, უცხო გარემოში დისკომფორტსა და სიცივეს გრძნობდა, თუმცა მან მალევე დაუახლოვდა ძირძველ ფარსი ხალხს, მცხოვრებთ მუმბაიში, რა დროსაც მან გაიცნო ადგილობრივი ენათმეცნიერი - ბარამ გურ ალკანსარია -,რომელთანაც მან უძველესი ირანული ენის შესწავლა დაიწყო. თავის ერთ-ერთ წერილში სადეყი, იუმორნარევი ტონით, იგონებდა:

"მე ფაჰლავის ენას მისტერ ანკალსარიასთან ერთად ვსწავლობდი, თუმცა, არამგონია, იგი ოდესმე გამომადგეს"

რეზიუმე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მთელი რომანი გადმოცემულია პირველი პირით, უსახელო ნარატორის მიერ და შედგება ორი, შედარებით პატარა ნაწილისგან. ეს ორი ნაწილი ერთმანეთთან დაკავშირებულია მრავალი მსგავსებით.

პირველი ნაწილი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნაწარმოების პირველი ნაწილი, რომელშიც ანონიმურ მთხრობელს ვაწყდებით, სიზმარია, მაგრამ უჩვეულო სტილის. აქ აღწერილია ქალაქ შაჰრერთან მცხოვრები პიროვნების ტკივილ, რომელიც მან განიცადა. ერთ მშვენიერ დღეს, მთხრობელი საკუთარი ოთახის ნაპრალის მიღმა დაინახავს კედელს. მას უყვარდება გოგონა, რომელსაც ხელში ლოტუსი უჭირავს, ნარატორი კი მას საკუთარ ოცნებების მეუღლედ იხსენიებს და ზეციურ ანგელოზს უწოდებს. მას ეწყება ერთგვარი აკვიატება - როგორც მხატვარი, ფურცლებზე ერთი და იმავე პიროვნების გამოსახვას იწყებს. ესაა სწორედ სიზმარში ნანახი, შავ კაბაში გამოწყობილი გოგონა, რომელსაც ხელში ლოტუსი უჭირავს. სიუჟეტიც სწორედ აქედან იწყება, როდესაც მთხრობელი, ერთ მშვენიერ დღეს, საკუთარი ოთახის ნაპრალში დაინახავს ერთგვარ სცენას, იგი იხიბლება აქ შემჩნეული გოგონათი და მისი ცხოვრება საშინლად იცვლება მანამ, სანამ საღამოს იგი პირისპირ არ იხილავს მას. მას სახლის კარებთან იპოვის, თუმცა, გარკვეული პერიოდის შემდეგ, გოგონა ნარატორის საწოლში უმალვე კვდება. უბედური შემთხვევისდა მიუხედავად, მთხრობელი მაინც ახერხებს გოგონას თვალის დახატვას, რათა უკვდავად აქციოს იგი. ამის შემდეგ, ნარატორი გოგონას სხეულს დააქუცმაცებს და სასაფლაოზე წაიღებს. მაჩვი, რომელიც გოგონასთვის საფლავს თხრის, იპოვის ვაზას, რომელიც შემდეგში მთავარი გმირი სუვენირად იხმარს. სახლში დაბრუნებისას მთავარი გმირი აღმოაჩნეს, რომ ვაზაზე წყვილი თვალი სწორედ ისეა დახატული, როგორც გარდაცვლილი გოგონას თვალები. საბოლოოდ, მოხუცი კაცი გადაწყვეტს, ვაზი და ნახატი გვერდიგვერდ, ოპიუმის საცეცხლურის წინ მოათავსოს. ამის შემდეგ, იგი ღვინოს ეტანება და ეწევა ოპიუმს, რათა მოიწესრიგოს გონება. ოპიუმის დიდი დოზით მოხმარების შემდეგ, მთავარი გმირი ტრანსში გადადის და რამდენიმე საუკუნით უკან ინაცვლებს სრულიად უცხო გარემოში, რომელიც, მიუხედავად იმისა რომ უცხოა, მაინც ნაცნობის შთაბეჭდილებას ტოვებს მთხრობელისთვის.

მეორე ნაწილი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეორე ნაწილი ეხება მთხრობელის მიერ მოყოლილ ამბავს უვკე ახალ გარემოში. ამ პერიოდიდან მოყოლებული, მთხრობელი საკუთარი ჩრდილის აღწერით არის დაკავებული, რომელიც ბუს ფორმისაა და რომელიც ანადგურებს ყველა ხელნაწერს, რომლის შედეგნასაც იგი შეეცდება, მიუხედავად დიდი სურვილისა. ამჯერად, მთხრობელი გვევლინება ტანჯულ ადამიანად, რომელსაც ცოლი არ ემორჩილება და აქვს სექსუალური უთანხმოება საკუთარ მეუღლესთან, რის გამიოც ეს უკანასკნელი მას სხვა კაცებთან ღალატობს. ცოლს ჰქვია ლეკატე, რომელიც ძალიან წააგავს პირველ ნაწილში ნახსენებ, შავი კაბის მქონე გოგონას. ამ დროს, მთხრობელი იხსენებს საკუთარი მშობლების გაცნობის ამბავსაც და დასძენს, რომ იგი ბავშვობიდან დეიდასთან იზრდებოდა. სიუჟეტის მეორე ნაწილში ის თავისა და რაჯალასების დაპირისპირებაზე საუბრობს და მათ მიმართ სიძულვილს გამოხატავს. მას მიაჩნია, რომ გარესამყარო არის ბატონობის სავანე. მისი შეხედულებით, გაიძვერაა ისეთი ადამიანი, რომელიც „კუჭისა და სასქესო ორგანოს მეტს არაფერს ფლობს და მუდამ დროსტარებასა და ვნებაზე ფიქრობს.“ მთხრობელის მედდა მისი ყოფილი ძიძაა, რომელიც მთავარი გმირის ერთგვარ მაშველად ევლინება მკითხველს. ამ დროს, მთხრობელის სახლის წინ იდუმალი მოხუცი - მოხუცი ხანზერ პანზერი - ხალიჩას ფენდა. მთხრობელის თქმით, ის ერთ-ერთი მათთაგანი იყო, ვისთანაც საკუთარმა მეუღლემ უღალატა. ამ დროს, იგი ხედავს მოხუცის პირის კვალს ლეკატეს ლოყაზე. გარდა ამისა, მთხრობელს სჯერა, რომ მოხუცი სხვებისგან განსხვავდება - ის მან ნახევრად ღმერთთან გააიგივა. საბოლოოდ, მთხრობელი გადაწყვეტს, მოკლას ლეკატე - ამას ის ძვლის საშუალებით ახერხებს. ამის შემდეგ კი, როდესაც ის სარკეში ჩაიხედება, შენიშნავს, რომ თმა გაუთეთრდა და მისი გარეგნობა ისეთივედ იქცა, როგორც მოხუც პანზერის.

სხვადასხვა შეფასებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ბრმა ბუ ერთ-ერთი პირველი სპარსული რომანია.
  • ფრანგმა სიურეალიზმის ფუძემდებელმა - ანდრე ბრეტონმა - ნაწარმოებზე საუბრისას აღნიშნა, რომ ის, მისი აზრით, მეოცე საუკუნის ოც გამორჩეულ ნაწარმოებს შორის საპატიო ადგილს იმსახურებდა.
  • ჰენრი მილერმა, ცნობილმა ამერიკელმა ავტორმა, ნაწარმოების შესახებ თქვა[5]:

"ბრმა ბუ არის წიგნი, რომელსაც, ერთ მშვენიერ დღეს, სიამოვნებით დავწერდი. მსგავსი ისტორია არცერთ ენაზე არ მინახავს. მე ის ძალიან მომწონს"

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Farahbakhsh, Alireza; Haghshenas, Saleh (2014-12-23). „Exploring Bergsonian time in Sadeq Hedayat's The Blind Owl“. Journal of European Studies (ინგლისური). 45 (2): 93–105. doi:10.1177/0047244114559343. S2CID 170581529.
  2. Amiri, Cyrus; Govah, Mahdiyeh (2021-09-22). „Hedayat's rebellious child: multicultural rewriting of The Blind Owl in Porochista Khakpour's Sons and Other Flammable Objects“. British Journal of Middle Eastern Studies: 1–14. doi:10.1080/13530194.2021.1978279. ISSN 1353-0194. S2CID 240547754.
  3. Coulter, Yasamine C. "A Comparative Post-Colonial Approach to Hedayat's The Blind Owl." CLCWeb: Comparative Literature and Culture 2.3 (2000)
  4. La chouette aveugle.
  5. თარგი:یادکرد وب