სოლიფსიზმი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სოლიფსიზმი (ლათ. solus - ერთი და ipse - თვითონ) — სუბიექტური იდეალიზმის უკიდურესი ფორმა, რომლის თანახმადაც, უარყოფილია ობიექტური რეალობის არსებობა. სოლიფსიზმი ერთადერთი ნამდვილად არსებული ინდივიდუალური ცნობიერებაა. არსებობს მხოლოდ „მე“, ხოლო გარესამყარო, მათ შორის სხვა ადამიანებიც, მისი წარმოდგენაა. ასეთია სოლიფსიზმის ძირითადი პრინციპი. სოლიფსიზმი თანამიმდევრული ფორმით მეტად იშვიათად გვხვდება ფილოსოფიის ისტორიაში. იგი იმდენად აშკარად ეწინააღმდეგებოდა მეცნიერებასა და ადამიანის პრაქტიკულ საქმიანობას, რომ მის პირდაპირ დაცვას თითქმის არავინ ცდილობდა. ამიტომ იგი უმთავრესად არსებობდა როგორც სუბიექტური იდეალიზმიდან გამომდინარე შედეგი.

ლიტერატურა[რედაქტირება]