ბრესანონე, ბრიქსენი (გერმ.Brixen;იტალ.Bressanone) — ქალაქი ჩრდილოეთ იტალიაში, ბოლცანოს პროვინციაში. მდებარეობს ალპურ ხეობაში, ბრენერის რკინიგზის ხაზზე, მდინარეების რიენცისა და იზარკოს შეერთების ადგილას, ზღვის დონიდან 559 მ სიმაღლეზე. 2010 წლის მოსახლეობის აღწერის მიხედვით ქალაქში ცხოვრობდა 20,286 ადამიანი. XI საუკუნეში ბრესანონე გახდა სასულიერო სამთავრო, რომელსაც მუდმივი კონფლიქტი ჰქონდა ტიროლის გრაფებთან. მოსახლეობა ძირითადად გერმანულენოვანია. ღირსშესანიშნაობებიდან აღსანიშნავია: ბაროკოს კათედრალი (აღდგენილი 1745-1754), ეპისკოპოსთა სასახლე (XIII საუკუნე), მრავალი ეკლესია-მონასტერი. აწარმოებენ მატყლს, არის ჰიდროელექტროსადგური. გაშენებულია ხეხილის ბაღები და ვენახები.