რაიან კალაჰანი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
რაიან კალაჰანი
Ryan Callahan 2011.png
პოზიცია ფორვარდი
კლუბი ნიუ-იორკ რეინჯერსი
ლიგა ნჰლ
სიმაღლე 1.80
წონა 84 კგ
დაბ. თარიღი 21 მარტი, 1985
როჩესტერი, ნიუ-იორკი, აშშ
კარიერა 2006-–დღემდე

რაიან კალაჰანი (ინგლ. Ryan Callahan; დ. 21 მარტი, 1985) — ყინულის ჰოკეის ამერიკელი შემტევი და ნაციონალური ჰოკეის ლიგის კლუბ, ნიუ-იორკ რეინჯერსის კაპიტანი.

კარიერა[რედაქტირება]

კალაჰანი თამაშობდა ერთი წელი სკოლის გუნდ Hilton High School. ხოლო მისი ადრეული კარიერა როჩესტერში დაიწყო, სადაც Rochester Junior Americans გუნდში გამოდიოდა, გუნდი კი ასპარეზობას Empire Junior B Hockey League იღებდა. კალაჰანმა ამ გუნდში 2 სეზონი გაატარა 1999-2001 წლებში, ხოლო შემდეგ მან მოიარა Syracuse Jr. Crunch და Buffalo Lightning გუნდებში, რომელიც OPJHL ასპარეზობენ, მანამ, სანამ ონტარიოს ლიგაში გააფორმებდა 4 წლიან კონტრაქტს Guelph Storm-თან, სადაც მომავალ რეინჯერსელ თანაგუნდელ, დანიელ ჯირარდისთან ერთად თამაშობდა. კალაჰანი პროფესიონალურ გუნდში Hartford Wolf Pack გადავიდა, რომელიც ამერიკის ჰოკეის ლიგას ეკუთვნის და აქ მან 2006-2007 წლის უმეტესი ნაწილი ითამაშა.

კალაჰანმა პირველი გამოძახება ნჰლ მიიღო 2006 წლის 28 ნოემბერს, რეინჯერსის მხრიდან, ხოლო მისი ნჰლ დებიუტი 1 დეკემბერს შედგა. მაგრამ, სამწუხაროდ, ამ თამაშის შემდეგ კალაჰანი კვლავ დააბრუნეს Wolf Pack-ში. მეორედ იგი 19 დეკემბერს გამოიძხეს, მაგრამ მხოლოდ 1 მატჩი ჩაატარა ამ სეზონში. სეზონის დამთავრებისას, რაიანი მესამედ მიიწვიეს გუნდში 2007 წლის 15 მარტს, მას შემდეგ რაც მან ამერიკის ჰოკეის ლიგაში 35 გოლი გაიტანა 60 მატჩში. ამის შემდეგ კი ის საბოლოოდ დარჩა რეინჯერსში, ორი დღის შემდეგ კი 17 მარტს, მან პირველი ორი გოლი გაიტანა ნჰლ–ში ბოსტონ ბრუინსის წინააღმდეგ, რომელსაც კარში ჯოუ მაკდონალდი ეყენა. მან კარიერის პირველი საგოლე გადაცემა 21 მარტს გააკეთა, ხოლო გამარჯვების გოლი კი 1 აპრილს გაიტანა. პირველი გოლი ნჰლ–ის პლეი-ოფში მან 17 აპრილს გაიტანა, როდესაც აღმოსავლეთ კონფერენციის 1/4 ფინალში ატლანტა ტრაშერის წინააღმდეგ 7-0 გაიმარჯვეს.

მას შემდეგ, რაც მან 2007-2008 წლის სეზონის 8 თამაშში პირველი გოლი გაიტანა, კალაჰანმა მიიღო მუხლის ტრავმა და რამდენიმე ხნით გამოეთიშა თამაშს. მან ვერ შეძლო მალევე ნჰლ დონეზე დაბრუნება, ამიტომაც შემდეგ 16 მატჩში გოლის გატანა ვერ მოახერხა, შედეგად 2008 წლის 7 იანვარს რეინჯერსმა უკან Wolf Pack-ში გაგზავნა. ჰარტფორდში ჩატარებული 11 თამშის შემდეგ, რაიანი 3 თებერვალს კვლავ გამოიძახეს რეინჯერსში, რადგან მონრეალ კანადიენსის წინააღმდეგ ტრავმირებული ბრენან შენეჰენი ჩაენაცვლებინა. 17 თებერვალს კი, სან ხოსე შარქსის წინააღმდეგ, კალაჰანმა მის კარიერაში მეორედ მოახერხა ორი გოლის გატანა ერთ შეხვედრაში. შვეიცარიაში ყოფნისას კი, კალაჰანიმა თამაშის დასრულებამდე 20 წამით ადრე გაიტანა გამარჯვების მომტანი გოლი და დაეხმარა რეინჯერსს ვიქტორიის თასის მოპოვებაში.

შემდეგი სეზონი კალაჰანისთვის ნახტომივით გამოდგა. 2008 წლის რეგულარულ სეზონში მან რეინჯერსის რიგებში მესამე ადგილი დაიკავა, რომლემაც ანგარიშში 22 გოლი ჩაიწერა, საბოლოოდ კი 40 ქულა დააგროვა. გუნდის წინაშე გაწეულლი წვლილისთვის, ის სტივენ მაკდონალდის Extra Effort-ით დაჯილდოვდა.

2009 წლის 2 ოქტომბერს კალაჰანი რეინჯერსის ვიცე-კაპიტნად აირჩიეს . 2010 წლის 1 იანვარს კი აშშ ოლიმპიურ ნაკრებში გამოიძახეს, რომელმაც ვერცხლის მედალი მოიპოვა ვანკუვერის ოლიმპიურ თამაშებზე.

2010 წლის 15 დეკემბერს მან, პიტსბურგ პინგვინსის წინააღმდეგ თამაშის დროს, დარტყმულ ბურთზე გადაფარებისას ხელი მოიტეხა, ამის გამო მას 19 მატჩის გამოტოვება მოუწია.

2011 წლის 6 მარტს, კალაჰანმა 4 გოლის გატანა და 1 შედეგიანი გადაცემის გაკეთება მოახერხა ფილადელფია ფლაიერსთან, სადაც რეინჯერსმა საბოლოოდ 7-0 გაიმარჯვა. ეს იყო პირველი ჰეთ-ტრიკი, პირველი ოთხი გოლი და პირველი ხუთი ქულა მის ნჰლ კარიერაში, რომელიც მან 1 თამაშში აიღო. სეზონის 79-ე თამაშში კალაჰანი ბოსტონ ბრუინსის ვარსკვლავ ზდენო ჩარას მიერ ბოლო წუთზე დარტყმული შაიბას გადაეფარა, რომელიც საბოლოოდ მას კოჭის ტრავმად დაუჯდა.

2011 წლის 12 სექტემბერს, 26 წლის ასაკში, კალაჰანი ნიუ-იორკ რეინჯერსის ისტორიაში 26-ე კაპიტნად აირჩიეს, რითაც ბრაიან ლიჩის შემდეგ პირველი ნიუ-იორკელი კაპიტანი გახდა. ხოლო ასაკით რაიანი გახდა მე-5 ახალგაზრდა კაპიტანი გუნდის ისტორიაში. 2012 წლის 11 თებერვალს კალაჰანმა, ფილადელფია ფლაიერსის წინააღმდეგ საკუთარ კარიერაში მეორე ჰეთ–ტრიკი შეასრულა.

2012 წლის 25 თებერვალს მედისონ სკვერ გარდენში, ბუფალო სეიბრის, კალაჰანმა საკუთარ კარიერაში მე-100 შაიბა გაიტანა.

რაიან კალაჰანი ნიუ-იორკ რეინჯერსში, 2011 წლის თებერვალი

გადასვლები[რედაქტირება]

ჯილდოები[რედაქტირება]

  • 2004–05: მესამე ოლ-სტარ გუნდი (OHL)
  • 2005–06: მეორე ოლ-სტარ გუნდი (OHL)
  • 2005–06: ლეო ლელონდის ხსოვნის თასი (OHL)
  • 2006–07: ყველა-ახალბედას გუნდი (AHL)
  • 2008-09: დამატებითი გამაძლიერებლის ჯილდო (ნჰლ)

კარიერის სტატისტიკა[რედაქტირება]

GP = ჩატარებული მატჩი; G = გატანილი შაიბა; A = შედეგიანი გადაცემა; Pts = ქულა; PIM = პენალტი;

    რეგულარული სეზონი   პლეი-ოფი
სეზონი გუნდი ლიგა GP G A Pts PIM GP G A Pts PIM
2000–01 Syracuse Jr. Crunch OPJHL 3 4 2 6 0
2001–02 Buffalo Lightning OPJHL 47 13 23 36 75
2002–03 Guelph Storm OHL 59 14 17 31 47 11 0 3 3 2
2003–04 Guelph Storm OHL 68 36 32 68 86 22 13 8 21 20
2004–05 Guelph Storm OHL 60 28 26 54 108 4 1 1 2 6
2005–06 Guelph Storm OHL 62 52 32 84 126 13 7 17 24 20
2006–07 Hartford Wolf Pack AHL 60 35 20 55 74
2006–07 ნიუ-იორკ რეინჯერსი ნჰლ 14 4 2 6 9 10 2 1 3 6
2007–08 Hartford Wolf Pack AHL 11 7 8 15 27
2007–08 ნიუ-იორკ რეინჯერსი ნჰლ 52 8 5 13 31 10 2 2 4 10
2008–09 ნიუ-იორკ რეინჯერსი ნჰლ 81 22 18 40 45 7 2 0 2 4
2009–10 ნიუ-იორკ რეინჯერსი ნჰლ 77 19 18 37 48
2010–11 ნიუ-იორკ რეინჯერსი ნჰლ 60 23 25 48 46
ნჰლ ჯამში 284 76 68 144 179 27 6 3 9 20

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]