ბრაიან მოლკო

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბრაიან მოლკო
Brian Molko in the European Parliament.jpg
ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 10 დეკემბერი, 1972 (1972-12-10) (41 წლის)
ბრიუსელი, ბელგია
წარმოშობა ლუქსემბურგი
ჟანრ(ებ)ი ალტერნატიული როკი
საქმიანობა მუსიკოსი, მომღერალი, სიმღერების ავტორი, მსახიობი
ინსტრუმენტ(ებ)ი ვოკალი, გიტარა, ბას გიტარა, კლავიშიანი ინსტრუმენტები, ფორტეპიანო, ჰარმონიკა, საქსოფონი, დასარტყმელი საკრავები
აქტიური 1994–დღემდე
ლეიბლ(ებ)ი EMI, Virgin Records, PIAS (ამჟამად), Hut Records, Caroline Records
ასოციაციები პლასიბო
საიტი www.placeboworld.co.uk
აღსანიშნავი ინსტრუმენტები
Fender Jaguar
Gibson SG
Fender Telecaster Thinline
Gretsch Duo Jet
Fender Cyclone

ბრაიან მოლკო (დ. 10 დეკემბერი 2010) — ჯგუფ პლასიბოს ვოკალისტი, სიმღერების ავტორი და გიტარისტი. მისი მამა არის იტალიელი ფრანგული ფესვებით, ხოლო დედა შოტლანდიელია.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

მამის სამსახურის გამო ბრაიანის ოჯახი იძულებული იყო, საცხოვრებელი ადგილი ბევრჯერ შეეცვალა - იგი ცხოვრობდა შოტლანდიაში, ლიბანში, ლიბერიასა და ლუქსემბურგში.

ბრაიანი სწავლობდა ლუქსემბურგის ერთ-ერთ სკოლაში, სადაც სტივენ ოლსდლადიც დადიოდა. ბრაიანი სკოლაში არ მოსწონდათ, რადგან სპორტის მაგივრად დაკავებული იყო მეცადინეობით და თეატრალურ წრეში მოღვაწეობით.

17 წლის ასაკში ბრაიანმა გადაწყვიტა მსახიობობა. იგი გადასახლდა ლონდონში, ჩააბარა გოლდსმითსის სამსახიობო კოლეჯში. მისი მთავარი ჰობი მუსიკა იყო და საკუთარი სიმღერების წერა სულ მალე დაიწყო. მის საყვარელ მუსიკოსებსა და ჯგუფებს შორის იყვნენ: დევიდ ბოუი, იგი პოპი, სერჟ გეინსბურგი, პიჯეი ჰარვი, Dead Kennedys, დეპეშ მოდი, Sonic Youth, ბისტი ბოიზი, The Velvet Underground, Joy Division, The Stooges და Pixies.

ბრაიანი უკრავს გიტარაზე, ბას გიტარაზე, სინთეზატორზე, საქსოფონსა და დასარტყმელ საკრავებზე. სხვადასხვა დროს მუშაობდა დიჯეად კლუბებში. მონაწილეობა აქვს მიღებული ფილმში „ხავერდის ოქროს საბადო“, სადაც შეასრულა ჯგუფ T. Rex-ის სიმღერა 20th Century Boy.

ბრაიანი დაქორწინებული იყო ჰელენა ბერგთან, რომელსაც 2009 წელს დაშორდა. მათ ეყოლათ შვილი კოუდი. თავად ბრაიანი ბისექსუალია.[1]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება]