ბრაზილიური ცვილის პალმა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბრაზილიური ცვილის პალმა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ყვავილოვანი მცენარეები
კლასი:  ერთლებნიანები
რიგი:  პალმისნაირნი
ოჯახი:  პალმები
გვარი:  კოპერნიცია
სახეობა:  ბრაზილიური ცვილის პალმა
ლათინური სახელი
Copernicia prunifera H.E.Moore, 1963

ბრაზილიური ცვილის პალმა, კარნაუბის პალმა (ლათ. Copernicia prunifera) — ერთლებნიანი მცენარე პალმების ოჯახისა. ველურად მზარდი და კულტივირებული მცენარეა.[1] მისი სიმაღლე 10–12 მეტრს აღწევს.[2] აქვს 2 მეტრამდე დიამეტრის მარაოსებრი ფოთლები.[3] გავრცელებულია ჩრდილო-აღმოსავლეთ ბრაზილიის,[1] ბილივიისა და პარაგვაის სავანებში. ფოთლები დაფარულია 0,5 სმ-მდე სისქის ცვილის ფენით, რომელიც ნორჩ ფოთლებს წყლის ზედმეტი დაკარგვისაგან იცავს.[2] ფოთლებს იყენებენ გადასახურად,[3] წნავენ ჭილოფებს, ქუდებს, კალათებს და სხვა ნაკეთობებს; მერქანი გამოიყენება სამშენებლო მასალად. მაღალი ხარისხის მცენარეული ცვილის ერთ-ერთი ძირითადი წყაროა. 1 კგ ცვილის მისაღებად საჭიროა დაახლოებით 140 ფოთოლი.[1] ცვილს იყენებენ ყოფაცხოვრებასა და ტექნიკაში.[3] პალმის ნაყოფი, რომელიც ზომით ქლიავისოდენაა, საკვებად ვარგისია უმი და მოხარშული სახით.[1]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 Головкин Б. Н. Восковые пальмы // Большая российская энциклопедия. т. 5. — М., 2006. — стр. 734–735.
  2. 2.0 2.1 ცვილის პალმები // ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 208.
  3. 3.0 3.1 3.2 Восковые пальмы // Большая советская энциклопедия. — 3-е изд., т. 5 — М., 1971.