ტრამონტანა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტრამონტანას ღრუბლები. ლეკატი, სამხრეთი და ცენტრალური საფრანგეთი.

ტრამონტანა (კატ. Tramuntana, ხორ. Tramontana, ბერძ. Τραμουντάνα, ესპ. Tramontana, იტალ. Tramontana, სლოვენ. Tramontana) — ჩრდილოეთისა და ჩრდილოეთ-აღმოსავლეთის ცივი ქარი, რომელიც ქრის იტალიაში, ესპანეთში, საფრანგეთში, საბერძნეთში, ხორვატიასა და სლოვენიაში. წარმოადგენს ძლიერი და მძაფრი ქარის — ბორას ნაირსახეობას.

საფრანგეთში ტრამონტანა ძლიერ არის გამოხატული, მშრალი და ცივი ჩრდილოეთის (ხმელთაშუა ზღვა) ან ჩრდილოეთ-დასავლეთის (ლანგედოკის, რუსილიონის ქვედა ადგილები, კატალონია და ბალეარის კუნძულები) ქარის სახით. ეფექტებით წააგავს მისტრალს. ფრანგული წყაროების მიხედვით, ამჟამინდელი ფორმით სახელწოდება პირველად მარკო პოლომ იხმარა 1298 წელს. სახელწოდება წარმოსდგება ლათინურიდან transmontanus („ტრანსმონტანუსი“), რაც იტალიურად ტრამონტანას („tramontana“) შეესაბამება. იტალიაში ტრამონტანა არის ჩრდილოეთისა და ჩრდილოეთ-აღმოსავლეთის ზამთრის ქარი, რომელიც უბერავს ალპებიდან აპენინის ნახევარკუნძულამდე. ფართოდ არის გავრცელებული იტალიის დასავლეთ სანაპიროზე და კუნძულ კორსიკაზე. მისი სიჩქარე აქ აღწევს 70 კმ/სთ-მდე.

სლოვენიაში ტრამონტანას სახელწოდებით ცნობილია ჩრდილოეთის ძლიერი, ქარიშხლიმაგვარი ქარი, რომელიც ქრის ალპებიდან ვენეციამდე. გარდამავალი ხასიათისაა, რომელიც ზოგჯერ გარდაიქმნება ბორად. მოაქვს ზიანი (აქცევს ხეებს, აზიანებს გემებს).

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]