ბოგდან გურჯიცკი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბოგდან გურჯიცკი (გ. 12 აპრილი, 1700) — წარმოშობით ქართველი დიპლომატი. მოღვაწეობდა პოლონეთის სამეფო კარზე XVII საუკუნის მეორე ნახევარში. იგი იყო პოლონეთის ელჩი სეფიანთა ირანის კარზე.

დაიბადა საქართველოში. მსახურობდა პოლონეთის სამეფო კარზე 1650-იანი წლებიდან. გვარი მომდინარეობს ქართველების თურქულ-ირანული სახელწოდებიდან „გურჯი“. იგი იყო ისპაჰანში დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელი, რომლის მიზანიც იყო ირანის ჩართვა ანტი-ოსმალურ კოალიციაში.

გარდაიცვალა 1700 წელს მოსკოვში.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • გ.ზედგინიძე, ქართველი დიპლომატი ბოგდან გურჯიცკი, მნათობი N 12, გვ. 166