განხილვა:ბლოგი

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

"ისევე როგორც ყველაფერი, ბლოგინგიც ჩვენთან დამახინჯებულად გაიგეს" - ! Dawid Maisuradze 12:34, 1 სექტემბერი 2008 (UTC).[უპასუხე]

ანუ ამით რისი თქმა გინდათ? --Sweet Baby Girl 13:02, 1 სექტემბერი 2008 (UTC)[უპასუხე]

შეიძლება ეს წინადადება მართლაც სწორია, მაგრამ არაენციკლოპედიური. ვიკიპედია ენციკლოპედიაა და მასში მიუკერძოებლობის პრინციპს ვიცავთ. გთხოვთ, შეასწორეთ. Dawid Maisuradze 13:43, 1 სექტემბერი 2008 (UTC)[უპასუხე]


ისევე როგორც ყველაფერი, ბლოგინგიც ჩვენთან დამახინჯებულად გაიგეს.არსებობდა blog.ge, myblog.ge, log.ge - ეს უცხოური wordpress.com-ისა და blogspot.com-ის ეროვნული ანალოგები იყო. თუმცა არაფერი გამოვიდა - 10 გახსნილი ბლოგიდან მხოლოდ 1 თუ იყო ბლოგის პრინციპების დაახლოებით მაინც დამცველი. დანარჩენი 9 უბრალოდ ტიპიური ვარეზნიკი იყო - უფასო ფაილებითა და პორნოთი.თუმცა, ერთეულები მაინც არსებობდნენ. მაგრამ ეს ერთეულებიც ძირითადად პირადი ტიპის ბლოგები იყო. ანუ, ბლოგები, სადაც ავტორი წერდა იმის შესახებ, თუ როგორი ცუდი დღე ჰქონდა; ან იმის შესახებ, თუ რამდენი ხანია, რაც მის შეყვარებულს არ დაურეკავს; ან იმის შესახებ, თუ რა ფერის პომადა იშოვა გუშინ… პროფესიული, თემატური ბლოგები დღემდე თითქმის არ არსებობს. და ეს მაშინ, როდესაც მსოფლიოში ონლაინ-ჟურნალისტიკის ბუმია, ნებისმიერი გაზეთის თუ ჟურნალის თანამშრომელს საკუთარი ბლოგი აქვს, ნებისმიერ ტელეგადაცემას, მის პროდიუსერებს, წამყვანს, შოუ-ბიზნესის წარმომადგენლებს თავიანთი ბლოგები აქვთ. ფართო საზოგადოებასთან ურთიერთობის ამ ყველაზე მეგობრულ, უშუალო, ინტერაქტიულ და შედეგიან ფორმას დღეს საქართველოში თითქმის არავინ იყენებს…[3]“ - ეს ციტატა ჩემი აზრით საერთოდ ამოსაღებია. Dawid Maisuradze 13:49, 1 სექტემბერი 2008 (UTC)[უპასუხე]

კარგი, შევეცდები რამე მოვუხერხო --Sweet Baby Girl 13:05, 2 სექტემბერი 2008 (UTC)[უპასუხე]