ბიჰარის მუზეუმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბიჰარის მუზეუმი
25.6080702°00′00″ ჩ. გ. 85.1209921°00′00″ ა. გ. / 25.60807° ჩ. გ. 85.12099° ა. გ. / 25.60807; 85.12099
დაარსდა 15 აგვისტო, 2015
ქვეყანა ინდოეთის დროშა ინდოეთი
მდებარეობა პატნა
კლასიფიკაცია ხელოვნებისა და არქეოლოგიის მუზეუმი
დირექტორი დეპაკ ანანდი
კურატორი მოუმიტა გჰოში, რანბერ სინგჰი, რაჯპუტ ნანდი, გოპალ კუმარი, ვიში უპადჰიაი, რავი შანკარ გუპთა, შანკერ ჯაიკიშანი[1]
ოფიციალური საიტი biharmuseum.org
Map

ბიჰარის მუზეუმი (ინგლ. Bihar Museum, ჰინ. बिहार संग्रहालय) — მუზეუმი პატნაში, ბიჰარი, ინდოეთი.[2] 2015 წლის აგვისტოში გაიხსნა ბიჰარის მუზეუმის ნაწილი, რომელიც მოიცავდა „ბავშვთა მუზეუმს“, მთავარ შესასვლელსა და ორიენტაციის თეატრს.[3][4][5] 2017 წლის მიწურულს გაიხსნა დარჩენილი გალერეებიც. მუზეუმის კოლექციაში შემავალი 100-ზე მეტი არტეფაქტი ბიჰარის მუზეუმში პატნის მუზეუმიდან გადაიტანეს.[6]

თავდაპირველი გეგმების მიხედვით ბიჰარის მუზეუმი ბიჰარის შტატის ისტორიის მუზეუმი უნდა ყოფილიყო. მისი მშენებლობა ბაილის ქუჩაზე, პატნაში დაიწყო 2013 წლის ოქტომბერში და მისმა თავდაპირველმა ღირებულებამ 498 კრორი (1 კრორი = 10 000 000) ინდური რუპია (70 მილიონი აშშ დოლარი) შეადგინა.[7]

მიმოხილვა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბიჰარის მუზეუმის არქიტექტურულ სტილზე ერთობლივად იმუშავეს იაპონურმა Maki & Associates-მა და მუმბაის სახელმწიფო არქიტექტორებმა. მშენებლობისას გათვალისწინებული იყო, რომ მუზეუმი მოიცავდა ოთხ გალერეას: შესასვლელის, განათლების, ადმინისტრაციულ და მუდმივ გალერეას.[8] ექვს სართულიანი მუზეუმის მთლიანი ფართობი 24 000 კვადრატულ მეტრს წარმოადგენს. მუზეუმისა და მისი ეზოს საერთო ფართობი კი 5.6 ჰექტარია.[9]

2011 წლის ივლისში ინდოეთის მთავრობამ ხელი მოაწერა მემორანდუმს კანადში დაფუძნებულ საკონსულტაციო ფირმასთან, Lord Cultural Resources-თან.[10]

2017 წლის ოქტომბერში ინდოეთის პრემიერ-მინისტრი, ნარენდრა მოდი ბიჰარის მუზეუმს ეწვია ბიჰარის შტატის მთავარ მინისტრთან, ნიტიშ კუმართან ერთად.[11] მუზეუმში მდებარეობს 2300 წლის დიდარგანჯული იაკში.[12] ბიჰარის მუზეუმში ინახება ინდოეთის ისტორიის უძველესი ნაწილიდან 1764 წლამდე დათარიღებული არტეფაქტები, 1764 წლიდან დათარირებული ექსპონატები კი პატნის მუზეუმშია განთავსებული.[13]

დიდარგანჯული იაკშის ძეგლი ბიჰარის მუზეუმში
ორიენტაციის გალერეა
ბიჰარის მუზეუმის ბავშვთა და ბუნების სექცია
ინსტალაცია ბიჰარის მუზეუმში

მდებარეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბიჰარის მუზეუმი მდებარეობს პატნაში, აღმოსავლეთ ინდოეთის შტატის, ბიჰარის დედაქალაქში. ის კონკრეტულად ჯავაჰარლალ ნერუ მარგის სამხრეთ ნაწილში, ბეილის გზაზე, პატნაში მდებარეობს. მუზეუმი მდებარეობს 5.6 ჰექტარის ფართობის მიწაზე. ამჟამინდელი მუზეუმის ადგილზე ძველად შვიდი ბუნგალო მდებარეობდა. 2013 წლის მარტში, მუზეუმის სამშენებლო ჯგუფმა შვიდივე ბუნგალო დაანგრია და მათ ადგილზე ამჟამინდელი მუზეუმი ააშენა.[14]

გამოფენები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბიჰარის მუზეუმში რამდენიმე გალერეა მდებარეობს. მათ შორისაა: ორიენტაციის, ბავშვთა, რეგიონალური, თანამედროვე ხელოვნების, ღია სივრცეების, ისტორიული ხელოვნებისა და ბიჰარის დიასპორის გალერეები. სხადასხვა თემის შესახებ მოწყობილი გამოფენა სხვადასხვა განყოფილებაშია განთავსებული. მუზეუმში განთავსებული ზოგიერთი არტეფაქტი ძველი წელთაღრიცხვითIV საუკუნითაც კი თარიღდება.[15]

ორიენტაციის გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ორიენტაციის გალერეაში განთავსებულია ინფორმაცია ზოგადად მუზეუმის შესახებ. გალერეის ბოლოს კი მოწყობილია თეატრი.[16] თეატრში მუდმივად აჩვენებენ მოკლემეტრაჟიან ფილმს მუზეუმისა და მისი კოლექციის ისტორიის შესახებ. ასევე აჩვენებენ ფილმებს ბიჰარის შტატის ისტორიისა და მნიშვნელოვანი თარიღების შესახებ.[17]

ბავშვთა გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბავშვთა გალერეის არტეფაქტები და საგამოფენო ნივთების კოლექცია ექვს სფეროდ იყოფა: ორიენტაციის ოთახი, ველური ბუნების განყოფილება, ჩანდრაგუპტა მაურიასა და შერ-შახ სურის ისტორიის განყოფილებები, ხელოვნებისა და კულტურის განყოფილებები და აღმოჩენების ოთახი. გალერეის ექსპონატებს შორისაა ისეთი არსებების სიმულაციები, როგორებიცაა: აზიური სამოთხის ბუზთმჭერი, ინდური გიგიანტური მფრინავი ციყვი, ასევე ის ცხოველები, ხეები, ფრინველები და მცენარეები, რომლებიც ბიჰარის შტატში ბინადრობენ.[18]

ისტორიის გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ისტორიის გალერეა A[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუზეუმის ამ ნაწილში განთავსებულია ინდის ცივილიზაციის არტეფაქტები, ასევე ინდოეთის მეორე ურბანიზაციისა და ჰარიანტას დინასტიის პერიოდით დათარიაღებული ნიმუშები. ამ გალერიის მთლიანი კოლექცია ასახავს ინდის ცივილიზაციის ხალხების განვითარებულ ტექნოლოგიებსა და ცხოვრების წესს. მუზეუმის ამ ნაწილში განთავსებული არტეფაქტები თარიღდება ძველი წელთაღრიცხვით მე-4 საუკუნიდან ძველი წელთაღთიცხვით პირველ საუკუნემდე. ეს არტეფაქტები ინდოეთის ძირითადი სამი დინასტიის: მაურიების, ნანდასა და შიშუანაგას დროინდელია. მუზეუმში განთავსებული ზოგიერთი ობიექტი ასევე წარმოადგენს სტუპას სიდჰართა გაუტამასა და მაჰავირას ცხოვრებიდან.[19]

ისტორიის გალერეა B[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამ გალერეაში განთავსებული არტეფაქტები გუპტას იმპერიის პერიოდით (IV-VI საუკუნეები) თარიღდება.[20]

რეგიონალური გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რეგიონალურ გალერეაში განათავსებულია ბიჰარული ხელნაკეთობების, კულტურისა და ტრადიციების ამსახველი ექსპონატები.[21]

ისტორიული ხელოვნების გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამ გალერიის ძირითად ღირსშესანიშნაობას დიდარგანჯული იაკში წარმოადგენს.[22]

ბიჰარის დიასპორის გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბიჰარის დიასპორის გალერეა აღწერს ბიჰარის ხალხის წვლილს იმ ტერიტორიაზე, სადაც ისინი დასახლდნენ. გალერეაში აღნიშნულია თუ როგორ მოხვდნენ ბიჰარები ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა მავრიკი და ბანგლადეში (ზოგიეთი მათგანი აღმოსავლეთ ინდოეთის კომპანიაში მუშაობდა და ამ ადგილებში ასე აღმოჩნდა, ზოგიერთი კი საკუთარი ინიციატივით გადავიდა უცხო ქვეყნებში).

ღია გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გალერეების გარდა, ასევე არსებობს პუბლიკაციისა და განათლების განყოფილება, კაფეტერია და ა.შ.[23] მუზეუმის ამ განყოფილებაში მდებარეობს ბიჰარული სამზარეულოს რესტორანი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 'Kohbar' painting at Bihar Museum wows PM - Times of India. ციტირების თარიღი: 20 January 2018
  2. 'Who says museum's incomplete?'. Telegraphindia.com (14 September 2015). ციტირების თარიღი: 22 December 2015
  3. Bihar Museum a big draw for children, youngsters | Patna News - Times of India. ციტირების თარიღი: 20 December 2019
  4. Museum galleries in bihar: Opening of 4 Bihar Museum galleries deferred to October | Patna News - Times of India. ციტირების თარიღი: 20 December 2019
  5. „Nitish Kumar inaugurates 'Bihar Museum'. Jagran Post. 8 August 2015. ციტირების თარიღი: 8 August 2015.
  6. Now, Bihar Museum to reopen on October 2 | Patna News - Times of India. ციტირების თარიღი: 20 December 2019
  7. Our Correspondent. (10 July 2013) First brick for heritage home. Telegraphindia.com. ციტირების თარიღი: 3 January 2014
  8. Japan firm to design Bihar Museum - Times of India. Timesofindia.indiatimes.com (17 February 2012). ციტირების თარიღი: 22 December 2015
  9. Sister Act: Patna Museum is in stellar company with the newly minted Bihar Museum (14 November 2017).
  10. Seal on culture museum design. Telegraphindia.com (14 July 2011). ციტირების თარიღი: 3 January 2014
  11. CM Nitish Kumar his guide, PM Modi 'experiences history' at Bihar museum (14 October 2017).
  12. This museum in Bihar houses a 2300-year-old sculpture carved out of a single stone en-US (13 October 2017). ციტირების თარიღი: 28 January 2018
  13. CM for expansion of old Patna Museum | Patna News - Times of India. ციტირების თარიღი: 20 December 2019
  14. Patna heritage bungalows dismantled for museum. Zeenews.india.com (24 March 2013). ციტირების თარიღი: 3 January 2014
  15. Galleries en-US. დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 იანვარი 2018. ციტირების თარიღი: 20 January 2018
  16. Orientation en-US. დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 იანვარი 2018. ციტირების თარიღი: 20 January 2018
  17. Bihar Museum a big draw for children, youngsters - Times of India. ციტირების თარიღი: 28 January 2018
  18. Children's Gallery en-US. დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 იანვარი 2018. ციტირების თარიღი: 20 January 2018
  19. History Gallery A en-US. დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 იანვარი 2018. ციტირების თარიღი: 20 January 2018
  20. History Gallery B en-US. დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 იანვარი 2018. ციტირების თარიღი: 20 January 2018
  21. Regional Art en-US. დაარქივებულია ორიგინალიდან — 29 იანვარი 2018. ციტირების თარიღი: 28 January 2018
  22. Historical Art en-US. დაარქივებულია ორიგინალიდან — 29 იანვარი 2018. ციტირების თარიღი: 28 January 2018
  23. New museum a huge hit with pilgrims en. ციტირების თარიღი: 20 January 2018