ბიჩ ბოიზი
| ბიჩ ბოიზი |
||
|---|---|---|
| ბიოგრაფია | ||
| წარმოშობის ადგილი | კალიფორნია, აშშ | |
| ჟანრ(ებ)ი | როკი, პოპი, სერფ როკი, ფსიქოდელიური როკი | |
| აქტიური | 1961–დღემდე | |
| ლეიბლ(ებ)ი | Capitol, Brother, Reprise, Caribou, CBS | |
| ასოციაციები | The Honeys | |
| ვებ-გვერდი | www.thebeachboys.com | |
| წევრები | ||
| მაიკ ლავი ბრიუს ჯონსტონი |
||
| ყოფილი წევრები | ||
| ელ ჯერდინი ბრაიან უილსონი კარლ უილსონი დენის უილსონი დევიდ მარკსი რიკი ფატარი ბლონდი ჩაპლინი გლენ კემპბელი |
||
ბიჩ ბოიზი (ინგ.: The Beach Boys) - ამერიკული როკ-ჯგუფი, ჩამოყალიბებული 1961 წელს კალიფორნიაში. მის შემადგენლობაში თავდაპირველად შედიოდნენ ბრაიან, დენის და კარლ უილსონები, მაიკლ ლავი და ელ ჯერდინი. ჯგუფის მენეჯერი იყო მერი უილსონი, უილსონების მამა. 1962 წელს ბიჩ ბოიზმა ხელი მოაწერა კონტრაქტს ლეიბლთან Capitol Records. მათი სიმღერები თავიდანვე გამოირჩეოდა ვოკალური ჰარმონიებით და ტექსტებით კალიფორნიელ ახალგაზრდობაზე და მის საყვარელ სერფინგზე. წლების შემდეგ ბრაიან უილსონის შემოქმედებითი ამბიციები იქცა ჯგუფის მუსიკალური მიმართულების დომინირებად ნაწილად. დიდი წარმატება იქონიეს უილსონის ავტორობით შექმნილმა ალბომმა Pet Sounds და სინგლმა Good Vibrations (1966). ორივე წარმოადგენდა წინა წლების სერფ როკისგან შორს გადადგმულ ნაბიჯს.
ნარკოტიკული საშუალებებისა და ჯანმრთელობის გამო უილსონმა დაკარგა კონტროლი ჯგუფზე. მიუხედავად ამისა, შემდეგ წლებში ბიჩ ბოიზმა ბითლზსაც კი ძლიერი კონკურენცია გაუწია. 1980-იანი წლების შემდეგ ჯგუფში უამრავი პრობლემა წარმოიშვა, ძირითადად - ჰონორარების, სიმღერებზე საავტორო უფლებებისა და ჯგუფის სახელის გამოყენების გამო. 1996 წელს გამოვიდა მათი უკანასკნელი სტუდიური ალბომი, მაგრამ წარმოიშვა ბიჩ ბოიზის შემადგენლობისს სხვადასხვა ვერსიებიც (დენის და კარლ უილსონები გარდაიცვალნენ 1983 და 1998 წლებში).
ბიჩ ბოიზს ხშირად უწოდებენ ამერიკის ბენდს[1][2][3]. პორტალის Allmusic აზრით, უტყუარი შესაძლებებლობების ხარჯზე, იგი იქცა ამერიკის პირველ, საუკეთესო როკ ჯგუფად.[4] აშშ-ს ჩარტების საუკეთესო 40-ეულში სხვადასხვა დროს მოხვდა ბიჩ ბოიზის 36 სიმღერა (ყველაზე დიდი რაოდენობა აშშ როკ ჯგუფების ისტორიაში) და 56 - ბილბორდის 100-ეულში. მათ შორის ასევე არის ოთხი #1 პოზიციაზე მოხვედრილი სინგლი.[4] ჟურნალმა როლინგ სტოუნი ბიჩ ბოიზი ყველა დროის 100 საუკეთესო მუსიკოსის სიაში #12 ადგილზე დაასახელა 100 Greatest Artists of All Time.[5]. ბილბორდის მონაცემებით, სინგლებისა და ალბომების გაყიდვების მხრივ, ბიჩ ბოიზი არის ყველა დროის ყველაზე პოპულარული ამერიკული ჯგუფი.[6] ძირითადი კვინტეტი, რომელშიც შედიან უილსონი, ლავი და ჯერდინი, 1988 წელს შეყვანილი იქნა როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში.
სექციების სია |
[რედაქტირება] ისტორია
[რედაქტირება] შექმნის წლები
16 წლის ასაკში ბრაიან უილსონს ეძინა ერთ ოთახში ძმებთან, დენისთან და კარლთან. იგი ხშირად ხედავდა, როგორ უკრავდა ფორტეპიანოზე მათი მამა, მერი უილსონი და უსმენდა The Four Freshmen-ის მსგავსი ჯგუფების ვოკალურ ჰარმონიებს. ერთხელ მან თავად ასწავლა ძმებს სიმღერის Ivory Tower ასეთი ჰარმონიებით. ღამეები დავუთმეთ ამას, ვმღეროდით რბილად, იმ იმედით, რომ მამას არ გავაღვიძებდით.[7] 16-ე დაბადების დღეზე ბრაიანს აჩუქეს ფირჩამწერი. მან ისწავლა ვოკალების ჩაწერა და მათი ჰარმონიაში გაერთიანება. თავად ფორტეპიანოზე უკრავდა და კარლს ასწავლა Rickenbacker-ზე დაკვრა, რომელიც ამ უკანასკნელმა საშობაო საჩუქრად მიიღო.[8]
[რედაქტირება] კარიერის დასაწყისი
[რედაქტირება] ბრაიანის ნოვატორობა და პირადი პრობლემები
[რედაქტირება] Pet Sounds და Good Vibrations
[რედაქტირება] Smile
[რედაქტირება] ცვლილებები კარიერაში
[რედაქტირება] დაუსრულებელი ზაფხული
[რედაქტირება] ბრაიანის დაბრუნება
[რედაქტირება] 1980-იანები–დღემდე
[რედაქტირება] შესაძლო გაერთიანება 50-ე იუბილეზე
[რედაქტირება] სასამართლო პროცესები
[რედაქტირება] გავლენა
[რედაქტირება] დისკოგრაფია
- Surfin' Safari (1962)
- Surfin' USA (1963)
- Surfer Girl (1963)
- Little Deuce Coupe (1963)
- Shut Down Volume 2 (1964)
- All Summer Long (1964)
- The Beach Boys' Christmas Album (1964)
- Today! (1965)
- Summer Days (and Summer Nights!!) (1965)
- Beach Boys' Party! (1965)
- Pet Sounds (1966)
- Smiley Smile (1967)
- Wild Honey (1967)
- Friends (1968)
- 20/20 (1969)
- Sunflower (1970)
- Surf's Up (1971)
- Carl and the Passions – So Tough (1972)
- Holland (1973)
- 15 Big Ones (1976)
- Love You (1977)
- M.I.U. Album (1978)
- L.A. (Light Album) (1979)
- Keepin' the Summer Alive (1980)
- The Beach Boys (1985)
- Still Cruisin' (1989)
- Summer in Paradise (1992)
- Stars and Stripes Vol. 1 (1996)
[რედაქტირება] იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება] სქოლიო
- ↑ Still America's Band: The Beach Boys Today Kevin M. Cherry. National Review. Published July 8, 2002. Retrieved July 12, 2008.
- ↑ The Beach Boys: It must be summer, the Beach Boys are in town! toronto.com. Retrieved July 12, 2008.
- ↑ Beach Boys: Sunny pop veterans are still shining. Martin Lennon. Scotsman.com. Published May 16, 2008. Retrieved July 12, 2008.
- ↑ 4.0 4.1 allmusic The Beach Boys – Overview. John Bush. Allmusic. Retrieved July 12, 2008.
- ↑ The Immortals: The First Fifty. Rolling Stone Issue 946. Rolling Stone. წაკითხვის თარიღი: July 8, 2008.
- ↑ The Record Setters: Top 10 American Bands. Recordresearch.com. წაკითხვის თარიღი: 2010-11-23.
- ↑ Wilson, p. 34
- ↑ Wilson, p. 35
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში