ბაქოს მინიატურული წიგნების მუზეუმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბაქოს მინიატურული წიგნების მუზეუმი
40°21′59″ ჩ. გ. 49°49′57″ ა. გ. / 40.36639° ჩ. გ. 49.83250° ა. გ. / 40.36639; 49.83250
დაარსდა 2002
ქვეყანა აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი
მდებარეობა ბაქო
დირექტორი ზარიფა სალახოვა
ოფიციალური საიტი https://minibooks.az
Map

ბაქოს მინიატურული წიგნების მუზეუმი (აზერ. Miniatur Kitab Muzeyi) — მუზეუმი ქალაქ ბაქოს ძველ ნაწილში, ისტორიულ რაიონ იჩერი-შეჰერში, სასახლის ქუჩაზე. ფუნქციონირება დაიწყო 2002 წლის 2 აპრილს.[1] მუზეუმის ექსპონატები შეგროვებულ იქნა ტაირ სალახოვის დის, ზარიფა სალახოვას მიერ 30 წლის განმავლობაში მსოფლიოს 64 ქვეყანიდან. მისი პირადი კოლექცია შეადგენს 6500 წიგნს. მუზეუმში შეგროვებულია ექსპონატები, როგორც რუსეთის იმპერიის დროს გამოშვებულები, ასევე საბჭოთა პერიოდშიც.[2] მასში თავმოყრილია ისეთი წიგნები, რომლებიც გამოცემულია საქართველოში, მოლდოვაში, უკრაინაში, ბელარუსში, შუა აზიის რესპუბლიკებში, ასევე ევროპაში.

მუზეუმის ფონდებში არის კორნეი ჩუკოვსკის, აგნია ბარტოს, ფიოდორ დოსტოევსკისა და ალექსანდრე პუშკინის იშვიათი გამოცემები.[3]

მუზეუმში გამოფენილია ისეთი ცნობილი კლასიკოსების წიგნები, როგორებიც არიან ვაგიფი, ჰურშიდბანუ ნათავანი, ნიზამი განჯევი, ნასიმი, ფუზული, სამედ ვურღუნი, მირზა ფათალი ახუნდოვი და სხვა.

მუზეუმის ექსპოზიცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]