კონსტანტინე ბაგრატიონი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
(გადამისამართდა გვერდიდან ბაგრატიონი, კონსტანტინე)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კონსტანტინე ალექსანდრეს ძე ბაგრატიონი (დ. 15 ოქტომბერი, 1915, პეტერბურგი — გ. 15 აპრილი, 1992, თბილისი), ბაგრატიონთა მუხრანბატონების შტოს შთამომავალი. 1921 მისი მშობლები ბათუმიდან ემიგრაციაში წავიდნენ, ჯერ სტამბოლს, შემდეგ კი ვისბდენს (გერმანია) შეაფარეს თავი. 1922-იდან პარიზში ცხოვრობდა, განათლება მიიღო სენ-ჟერმენის კოლეჯსა და ჟანსონდე-სილის ლიცეუმში, შემდეგ სწავლა გააგრძელა პარიზის უნივერსიტეტში. 1953 ცოლად შეირთო საფრანგეთის წარჩინებულთა გვარის წარმომადგენელი მონიკა პაულიაკ-დეფომბელიური, ვისგანაც შეეძინა ორი შვილი, ქეთევანი და ალექსანდრე (* 4 აგვისტო, 1956, ტალანსი, საფრანგეთი, განათლებით იურისტი, ცხოვრობს ქ. ბორდოში). 1992 თებერვალში დაბრუნდა საქართველოში. დაკრძალულია სვეტიცხოვლის ტაძარში.

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • აბულაძე მ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, გვ. 320, თბ., 1997
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები