აჰმეტ ნეჯდეთ სეზერი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| აჰმეტ ნეჯდეთ სეზერი | ||
| თურქეთის მე–10 პრეზიდენტი | ||
|---|---|---|
| თანამდებობაზე ყოფნის დრო | ||
| 16 მაისი 2000 – 28 აგვისტო 2007 | ||
| წინამორბედი | სულეიმან დემირელი | |
| მემკვიდრე | აბდულა გიული | |
|
|
||
| დაბადებული | 13 სექტემბერი 1941 აფიონ-ყარაჰისარი თურქეთი |
|
| ეროვნება | თურქი | |
| მეუღლე | სემრა სეზერი | |
| პროფესია | იურისტი | |
| რელიგია | მუსულმანი | |
აჰმეტ ნეჯდეთ სეზერი – (თურქ. Ahmet Necdet Sezer დ. 13 სექტემბერი, 1941, აფიონ-ყარაჰისარი, თურქეთი) – თურქეთის პოლიტიკური მოღვაწე. პრეზიდენტი 2000–2007 წწ.
[რედაქტირება] ბიოგრაფია
აჰმეტ ნეჯდეთ სეზერი დაიბადა ქალაქ აფიონ-ყარაჰისარში, 1941 წლის 13 სექტემბერს. 1958 წელს სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო ანკარის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე და დაიწყო მისი კარიერა ანკარის მოსამართლის თანამდებობაზე დანიშვნით, ხოლო სამხედრო აკადემიაში სამსახურის შემდეგ მუშაობა განაგრძო ანკარის სააპელაციო სასამართლოში, 1983 წელს კი აირჩიეს უმაღლესი სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ. 1998 წელს გახდა საკონსტიტუციო სასამართლოს თავჯდომარე. 2000 წელს თურქეთის დიდმა ეროვნულმა ყრილობამ აირჩია პრეზიდენტად. თანამდებობა დაიკავა 26 მაისს.
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:
- Former presidents: Ahmet Necdet Sezer
- O'Toole, Pam. “Profile: Ahmet Necdet Sezer“, BBC News, 2000-05-06. წაკითხვის თარიღი: 2008-08-20.
| წინამორბედი: სულეიმან დემირელი |
თურქეთის პრეზიდენტი 2000 – 2007 |
შემდეგი: აბდულა გიული |
|
|||||||

