თურგუთ ოზალი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
თურგუთ ოზალი
თურგუთ ოზალი
თურქეთის მე–8 პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
9 ნოემბერი 1989 – 17 აპრილი 1993
წინამორბედი ქენან ევრენი
მემკვიდრე სულეიმან დემირელი

თანამდებობაზე ყოფნის დრო
3 ივლისი 1983 – 20 იანვარი 1989
წინამორბედი ბიულენტ ულუსუ
მემკვიდრე ილდირიმ აკბულუთი

დაბადებული 13 ოქტომბერი 1927
მალათია თურქეთი
გარდაცვლილი 17 აპრილი 1993
ანკარა თურქეთი
ეროვნება თურქი
მეუღლე სემრა ოზალი
შვილები ვაჟი: ახმედი
გოგო: ზეინაბი და ეფე
პროფესია ინჟინერ–ელექტროტექნიკოსი
რელიგია სუნიზმი

თურგუთ ოზალი (თურქ. Halil Turgut Özal, 13 ოქტომბერი 1927, მალათია, თურქეთი17 აპრილი 1993, ანკარა, თურქეთი) — თურქეთის სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე, თურქეთის მერვე პრეზიდენტი (1989–1993 წწ.).

[რედაქტირება] ბიოგრაფია

დაიბადა 1927 წელს ქალაქ მალათიაში, თურგუთის მამა იყო ბანკის თანამშრომელი, დედა ჰაფიზა – მუშაობდა დაწყებითი კლასების მასწავლებლად. 1950 წელს დაამთავრა სტამბოლის ტექნიკური უნივერსიტეტი ინჟინერის სპეციალობით.

[რედაქტირება] კარიერა

1950–1952 წწ. მუშაობდა აშშ–ში. სამხედრო სამსახურის დამთავრების შემდეგ კითხულობდა ლექციებს ახლო აღმოსავლეთის ტექნიკურ უნივერსიტეტში. 1980 წელს გახდა პრემიერ ბიულენტ ულუსუს მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში. 1980 წლის 20 მაისს დააარსა "პარტია სამშობლო". 1983 წლის საპარლამენტო არჩევნებში მიიღო 211 ადგილი 400–დან და გახდა თურქეთის 45–ე პრემიერ–მინისტრი. 1987 წლის საპარლამენტო არჩევნებში მიიღო 292 მანდატი და კვლავ დაიკავა პრემიერის თანამდებობა.

1988 წლის 18 ივნისს სპორტულ დარბაზ 'ათათურქში" "პარტია სამშობლოს" ყრილობაზე პრემიერ ოზალს ორჯერ ესროლა და ხელში დაჭრა კარტალ დემირაგმა. მას მიუსაჯეს სიკვდილით დასჯა, რომელიც 20–წლიანი პატიმრობით შეეცვალა. მოგვიანებით კი პრეზიდენტმა ოზალმა დემირაგი შეიწყალა და ციხიდან გამოუშვა.

1989 წელს ორტურიანი საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ 9 ნოემბერს დაიკავა თურქეთის პრეზიდენტის თანამდებობა.

გარდაიცვალა 1993 წლის 17 აპრილს ინფარქტის შედეგად.

[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში

წინამორბედი:
ქენან ევრენი
თურქეთის პრეზიდენტი

19891993
შემდეგი:
სულეიმან დემირელი
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე