ახშტირის მღვიმე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ახშტირის მღვიმე
Ахштырская пещера
ახშტირის მღვიმის შესასვლელი
ახშტირის მღვიმის შესასვლელი
კოორდინატები: 43°31′10″ ჩ. გ. 39°59′38″ ა. გ. / 43.51944° ჩ. გ. 39.99389° ა. გ. / 43.51944; 39.99389
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
ტერიტორიული ერთეული კრასნოდარის მხარე
სიღრმე 160 მ
აღმოჩენის წელი 1903
შესასვლელთა რაოდენობა 1
მახასიათებლები რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 2310062000
ტიპი კოროზიულ-ეროზიული
ამგებელი ქანები კირქვა
ახშტირის მღვიმე — რუსეთი
ახშტირის მღვიმე

ახშტირის მღვიმე (რუს. Ахштырская пещера) — მღვიმე ახშტირის ხეობის მარჯვენა ნაპირზე, მდინარე მზიმთის ხეობაში, ადლერის რაიონი, ქალაქი სოჭი, კრასნოდარის მხარე, რუსეთის ფედერაცია. მღვიმე აღმოაჩინა 1903 წლის 28 სექტემბერს ფრანგმა მეცნიერმა ედუარდ ალფრედ მარტელმა და მისმა გამყოლმა გავრილ რევინკომ, რომელიც იყო კაზაჩი-ბროდის მკვიდრი.

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მღვიმეში შესასვლელი მდებარეობს მდინარის დონიდან 120 მეტრის სიმაღლეზე (ზღვის დონიდან 180 მეტრზე). გამოქვაბულში აღმოსავლური ექსპოზიციაა, რომელიც ვრცელდება 160 მეტრის სიღრმეში. დასაწყისში 20 მეტრიანი დარბაზია, ხოლო შემდეგ გასასვლელია ორ დარბაზში. დარბაზების სიმაღლე 10 მეტრს აღწევს, სიგანე - 8 მეტრი. შემდეგ იწყება მკვეთრი თიხიანი აღმართი და ორი ვიწრო გასასვლელი, რომელიც ჩიხით სრულდება. მღვიმის წინ განთავსებულია ორი მოედანი, რომელიც დაკავშირებულია 12-მეტრიანი კორიდორით.

1936 წელს არქეოლოგმა სერგეი ზამიატნინმა აღმოაჩინა პირველყოფილი ადამიანის საცხოვრებელი, მანვე 1937-1938 წლებში წარმოადგინა მღვიმის კვლევისა და გათხრების შედეგები. 1961-1965 წლებში არქეოლოგიური გათხრები გააგრძელა ლენინგრადელმა არქეოლოგებმა მ. ზ. პანიჩკინმა და ე. ა. ვეკილოვმა. კულტურული ფენის სისქემ შეადგინა 5 მეტრი და იგი ვრცელდებოდა შუა პალეოლითიდან ადრეულ შუა საუკუნეებამდე. სოჭის მღვიმეებისათვის ეს ყველაზე დიდი დანალექი ფენა იყო. მღვიმეში უკანასკნელი კვლევები მიმდინარეობდა 1999-2008 წლებში. გათხრების განმავლობაში სულ გამოვლინდა 6 000 ძვალი, რომელთა 90 % ეკუთვნოდა მღვიმის დათვს. ასევე მღვიმეში აღმოჩნდა ირმის, დომბის, თხის, მგლის, მელიისა და სხვა ცხოველების ძვლები.

დადგენილია, რომ პირველი ადამიანი ახშტირის მღვიმეში დასახლდა დაახლოებით 70 000 წლის წინ. ესენი იყვნენ ნეანდერტალელები. შემდეგ იყო შესვენება 20 ათასი წელი. დაახლოებით 30-35 ათასი წლის წინ მღვიმეში დასახლდნენ კრომანიონელები, რაზეც მიგვითითებს აღმოჩენლი ადამიანის ნაშთები ზედა მუსტიეს ეპოქის ფენებში. ეს ადამიანები არ არიან ნეანდერტალელები, აღნიშნულ ჩონჩხს აქვს თანამედროვე ადამიანისათვის დამახასიათებელი ფიზიკური ტიპი[1]. ასევე აღმოჩენილია საფლავი ბავშვის ჩონჩხით.

1978 წელს მღვიმემ მიიღო „პირველყოფილი არქიტექტურის უნიკალური ძეგლის“ სტატუსი, მღვიმის შესასვლელი ჩაიკეტა, ხოლო კორიდორი გადატიხრეს რკინის ცხაურით. 1999 წლიდან მღვიმე სარეკრეაციო ობიექტი გახდა და ახლა გახსნილია ტურისტებისათვის.

გამოქვაბულის სახელი მომდინარეობს სოფელ ახშტირიდან. 2013 წელს მღვიმე გახდა მულტიმედიური პროექტ-კონკურსის „რუსეთის 10 ვიზუალური სიმბოლო“ ნომინანტი[2].

2017 წლის აგვისტოს მდგომარეობით შესვლა ფასიანია და ღირს 200 რუბლი მოზარდებისთვის, ხოლო 100 რუბლი - ბავშვებისთვის.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Борисов В. И. Реки Кубани. — Краснодар: Кубанское книжное издательство, 2005. — 120 с.
  • Кулаков С. А. О плане музеефикации Ахштырской пещерной стоянки. — 3-я Кубанская археологическая конференция: Краснодар-Анапа, 2001. — С. 70—74.
  • Кулаков С. А., Барышников Г. Ф., Левковская Г. М. Некоторые результаты нового изучения Ахштырской пещерной стоянки (Западный Кавказ). Кавказ и первоначальное заселение человеком Старого Света. — СПб.: Петербургское Востоковедение, 2007. — С. 65—81.
  • Мавлюдов Б. Р., Кусый И. А. Черноморское побережье Кавказа от Туапсе до Адлера: путеводитель. — Симон-Пресс, 2000. — 272 с. — ISBN 5-93606-004-7.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]