მღვიმის დათვი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მღვიმის დათვი
მღვიმის დათვის ჩონჩხი
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
კლასი: ძუძუმწოვრები
რიგი: მტაცებლები
ოჯახი: დათვისებრნი
ლათინური სახელი
Ursus spelaeus

მღვიმის დათვი (ლათ. Ursus spelaeus) — დათვის პრეისტორიული სახეობა (ან მურა დათვის ქვესახეობა), რომელიც ცხოვრობდა ევრაზიაში შუა და გვიან პლეისტოცენში. გადაშენდა დაახლოებით 15 000 წლის წინ.[1] გაჩნდა დაახლოებით 300 000 წლის წინ, სავარაუდოდ, ეტრუსკული დათვის (Ursus etruscus) ევოლუციის შედეგად. სახელწოდება „მღვიმის“ (spelaeus) მიიღო იმის გამო, რომ მისი ძვლები მრავლად მოიპოვება მღვიმეებში. განსაკუთრებით ბევრია მისი გაქვავებული ძვლების ნაშთები მთისა და ბარის კარსტებში. კერძოდ, რუმინეთში, Peştera Urşilor-ს (დათვის მღვიმე) მღვიმეში, სადაც 1983 წელს ამ სახეობის დათვის 140 ჩონჩხი აღმოჩნდა.[2]

მღვიმის დათვის რეკონსტრუქცია

ენათესავება მურა დათვს.[3] პირველად მღვიმური დათვი ერთ-ერთ ნაშრომში აღწერა იოჰან ფრიდრიხ ესპერმა 1774 წელს, რომელიც თვლიდა, რომ მღვიმის დათვი არის თეთრი დათვის მონათესავე სახეობა. ოცი წლის შემდეგ ლაიფციგის უნივერსიტეტის ანატომმა იოჰან როზენმიულერმა სახეობას მისცა ბინომიალური სახელწოდება. პირველი მსოფლიო ომის დროს მღვიმის დათვის ძვლები გამოიყენებოდა როგორც ფოფსატების წყარო.[4] მღვიმის დათვის ჩონჩხი მოიპოვება ევროპის მრავალ მღვიმეში, მათ შორის დიდი ბრიტანეთის, ბელგიის, გერმანიის, რუსეთის, ესპანეთის, იტალიის და სხვ. მღვიმეებში.[5] განსაკუთრებით დიდი რაოდენობით მოიპოვება ავსტრიაში, შვეიცარიაში, სამხრეთ გერმანიაში, სამხრეთ იტალიაში, ჩრდილოეთ ესპანეთში, ხორვატიაში, უნგრეთსა და რუმინეთში. სამხრეთ, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში მოპოვებულმა უხვი რაოდენობით მღვიმის დათვის ძვლებმა მკვლევარებს აფიქრებინა, რომ ევროპა ოდესღაც მღვიმის დათვის დიდი ჯოგი იყო. მღვიმის დათვის ძვლები ცოტად თუ ბევრად აღმოჩენილია საქართველოს კარსტულ მღიმეებშიც. მღვიმის დათვი მიკვლეულია მღვიმევის[6], გვარჯილის კლდის,[6] სამგლე კლდის,[7] საკაჟიის,[6] დევისხვრელისა[6] და სხვ. მღვიმეებში.

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Генетики вычислили общего предка белых и бурых медведей // MEMBRANA
  2. მღვიმის დათვი
  3. მღვიმის დათვის დახასიათება/ინფორმაცია
  4. Bieder, Robert (2005). Bear. London: Reaktion Books, გვ. 192. ISBN 1861892047. 
  5. მღვიმის დათვი — ენციკლოპედია ბრიტანიკა
  6. 6.0 6.1 6.2 6.3 ყიფიანი შ., ტინტილოზოვი ზ., ოქროჯანაშვილი არს., ჯიშკარიანი ვ., საქართველოს კარსტული მღვიმეების კადასტრი, თბ., 1966, გვ. 180-198.
  7. თუშაბრამიშვილი დ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, გვ. 710, თბ., 1984 წელი.