ედუარდ ალფრედ მარტელი
| ედუარდ ალფრედ მარტელი | |
ედუარდ ალფრედ მარტელი |
|
| დაბადების თარიღი: | |
|---|---|
| დაბადების ადგილი: | |
| გარდაცვალების თარიღი: | |
| გარდაცვალების ადგილი: | |
| სამეცნიერო სფერო: | |
| ცნობილია როგორც: |
სპელეოლოგიის მამამთავარი |
ედუარდ ალფრედ მარტელი (ფრანგ. Édouard-Alfred Martel; დ. 1 ივლისი 1859, პონტუაზი, ვალ-დ'უაზი — გ. 3 ივლისი 1938,[1] მონბრიზონი) — ფრანგი გეოგრაფი და კარტოგრაფი. მარტელი სპელეოლოგიის როგორც მეცნიერების ფუძემდებელია, აქედან გამომდინარე მას ხშირად „სპელეოლოგიის მამას“ უწოდებენ.[2] მარტელს ათასობით მღვიმე აქვს გამოკვლეული, იყო მღვიმეების კვლევის შესანიშნავი პიონერი, აწარმოებდა მღვიმეების შესწავლის საქმის პროპაგანდირებას და სხვ. 1895 წელს ედუარდ ალფრედ მარტელმა შექმნა საფრანგეთის სპელეოლოგიური საზოგადოება,[3] რომელიც მსოფლიოს პირველი ორგანიზაცია იყო, რომელიც მიეძღვნა მღვიმეების შესწავლის საქმეს.
სექციების სია |
[რედაქტირება] ბიოგრაფია
მარტელი დაიბადა იურისტების ოჯახში. ბავშვობიდანვე გეოგრაფიით და საერთოდ საბუნებისმეტყველო მეცნიერებებით იყო გატაცებული. 1877 წელს გაიმარჯვა Concours général-ის ეროვნულ კონკურსში. დიდი ენთუზიაზმით კითხულობდა ჟიულ ვერნის წიგნებს. მარტელი პირველად მღვიმეში პირენეებში ყოფნისას მოხვდა. შემდეგ იმოგზაურა გერმანიაში, ავსტრიასა და იტალიაში. 1886 წელს იმსახურა არმიაში, რის შემდეგ იურისტის დიპლომი მიიღო. თავისუფალ დროს უთმობდა საფრანგეთის სხვადასხა ადგილებში მოგზაურობას.
1884 წელს მარტელმა დააფიქსირა დიდი ზომის უფსკრული ბრამაბია, 1888 წელს რამდენიმე თანამგზავრთან ერთად მოახდინა უფსკრულში ჩასვლა. ამ ისტორიული ტრავერსის განხორციელების შემდეგ საფუძველი ჩაეყარა სპელეოლოგიას.[4][5] 1889 წელს დაკვირვებების შედეგად გამოაქვეყნა კრებული „Les Cévennes“. გამოკვლევებს აწარმოებდა პადირაკის უფსკრულში, სადაც გამოავლინა მიწისქვეშა მდინარე.
1890 წლის ივლისში მარტელი დაქორწინდა. მისი რჩეული ალინ დე ლონე გახდა, რომელიც ფრანგი გეოლოგის პროფესორის ლუი დე ლონეს და იყო. ლუი დე ლონესთან გაცნობამ მარტელს დაეხმარა საკუთარი გამოკვლევები ჟურნალ La Nature გამოექვეყნებინა. 1895 წელს მოახდინა ექსპედიციები ირლანდიასა და ინგლისში. იორკშირში მოახერხა და ჩავიდა 110 მ სიღრმის ჭაში. 1896 წელს მოინახულა ბალეარის კუნძულები. კუნძულ მალიორკაზე მარტელმა გახსნა მიწისქვეშა ტბა, რომელსაც შემდგომ მისი სახელი ეწოდა. მიწისქვეშა ტბის სიგრძე 1150 მ-ია, სიგანე 30 მ.
1899 წელს მარტელმა საბოლოოდ მიატოვა თავისი იურიდიული საქმიანობა, რათა მთლიანად სპელეოლოგიისთვის დაეთმო დრო. 1905-1909 წწ. იყო ჟურნალ La Nature მთავარი რედაქტორი. 1912 წელს იმყოფებოდა კენტუკის შტატში, მამონტის მღვიმის გამოსაკვლევად.
მარტელმა რამდენჯერმე იმოგზაურა კავკასიაში და დაწერა არაერთი საყურადღებო ნაშრომი კავკასიის კარსტის შესახებ. 1903 წელს იგი გაგრას ეწვია, შემდეგ გადაინაცვლა მისთვის უფრო საინტერესო ადგილებში. განსაკუთრებით მისი ყურადღება მიიპყრო არაბიკის მაღალმთიანმა პლატომ. აფხაზეთში ყოფნისას მარტელი მაღალ მეცნიერულ დონეზე აწარმოებდა კვლევა-ძიებას. აღწერილი აქვს აფხაზეთის მღვიმეები. ხელმეორედ აფხაზეთს მარტელი 1908 წელს ესტუმრა. აქაურმა გრანდიოზულმა კარსტულმა რელიეფმა და მრავალმა ბუნებრივმა შესასვლელმა განაცვიფრა კარსტის მკვლევარი. აფხაზეთში ყოფნისას მარტელმა არაბიკაზე ასვლა განახორციელა.
[რედაქტირება] შრომები
ედუარდ ალფრედ მარტელმა გამოაქვეყნა არაერთი წიგნი, სტატია, რომელიც მიეძღვნა სპელეოლოგიას, ჰიდროლოგიასა და გეოლოგიას.[6][5]
- Les Cévennes, Paris: Delagrave, 1890, 400 p. (12 editions)
- Les Abîmes, Paris: Delagrave, 1894, ISBN 2-7348-0533-2, 580 p. (10 editions)
- Le massif de la Bernina (in collaboration with Lorria, A.), Zürich: Orell, 1895, 200 p.
- Irlande et cavernes anglaises, Paris: Delagrave, 1897, 400 p.
- Le Trayas et L'Estérel, Paris: Delagrave, 1899, 80 p.
- La Spéléologie, Paris: Carre et Naud, 1900, 125 p.
- Le gouffre et la rivière souterraine de Padirac, Paris: Delagrave, 1901, 180 p.
- La Photographie souterraine, Paris: Gauthier-Villars, 1903, 70 p.
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში
- History of Cave Research: E. A. Martel 1859–1938
- La Spéléologie, Conférence faite à la Société des Amis des Sciences. Édouard-Alfred Martel, La Revue Scientifique — 21 et 28 mai 1898
- Édouard Martel, créateur de la lutte contre la pollution Bande dessinée parue dans J2 Magazine 26 - 8 pages scannées en ligne
- Bernd Kliebhan: E.A. Martel, 1859-1938. Biographie et extraits de publications de E.A.Martel
- Extrait du film "Expédition dans les Ténèbres" hr/ARTE 1995 - Cueva del Drach
- Extrait du film "Expédition dans les Ténèbres" hr/ARTE 1995 - Gaping Gill
- Forez histoire : Édouard Martel, père de la spéléologie française par Marguerite Fournier
[რედაქტირება] ლიტერატურა
- Daniel André et al., La plume et les gouffres : correspondance d'Édouard Alfred Martel (1868-1936), ssociation Edouard Alfred Martel, Meyrueis, 1997, 608 p. ill.
- Norbert Casteret, Martel, explorateur du monde souterrain, Gallimard, 1943
- C. Chabert, M. de Courval, E.-A. Martel, 1859-1938 : bibliographie, impr. Marcelin, Autun, 1971
- Collectif, L'homme qui voyageait pour les gouffres (hommage à E.A. Martel), Actes du Colloque de Mend, 17-18 octobre 1997, Archives départementales de la Lozère, 1999, 421 p.
- B. et G. Delluc, Les mésaventures du spéléologue Édouard-Alfred Martel avec la préhistoire et l’abbé Henri Breuil, in Bulletin de la Société historique et archéologique du Périgord, 1998, 125, p.627-655
- Le film Expédition dans les ténèbres de Bernard Kliebhan, 58 minutes, Allemagne, 1994. Producteur Hessicher Runkfunk avec Arte. page E.A.MARTEL sur le site Kliebhan
[რედაქტირება] სქოლიო
- ↑ Certains auteurs placent le lieu du décès à Saint-Thomas-la-Garde où il avait l'habitude de passer ses vacances au château de La Garde, plutôt qu'à Montbrison
- ↑ Kliebhan, Bernd, History of Cave Research: E. A. Martel 1859–1938, http://www.kliebhan.de/spelhist/mar/mar-eng.htm, წაკითხულია: 2009-04-04
- ↑ "Brève histoire de la spéléologie" (in French), Histoire, Fédération Française de Spéléologie, http://ffspeleo.fr/article.php?rub_id=89, წაკითხულია: 2009-04-05
- ↑ E.A.Martel (1859 — 1938)
- ↑ 5.0 5.1 E.A. Martel, The Traveller, Who Almost Became an Academician, by Pierre-Olaf Schut
- ↑ Publications from E. A. Martel, http://www.kliebhan.de/spelhist/mar/martel-7.htm, წაკითხულია: 2009-04-04