აღმოსავლეთი კარელია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
1939-40 წლებში აღმოსავლეთ და დასავლეთ კარელიას შორის გავლებული საზღვარი

აღმოსავლეთი კარელია (ფინ Itä-Karjala, რუს Восточная Карелия) ტერიტორიის ნაწილი ჩრდილოეთ ევროპაში, რომელიც 1617 წლის სტოლბოვის შეთანხმების შედეგად რუსულ მართლმადიდებლურ ეკლესიას დაექვემდებარა. აღმოსავლეთი კარელია დასავლეთ, ანუ ფინური კარელიის მეზობელია (შვედური კარელია 1808 წლამდე). აღმოსავლეთ კარელიის დიდი ნაწილი ამჟამად რუსეთის ფედერაციაში შემავალი კარელიის რესპუბლიკის ნაწილია.

19 საუკუნეში ფენომანის ეროვნულ-ნაციონალურმა მოძრობამ აღმოსავლეთი კარელია შეაფასა, როგორც სლავებისა და სკანდინავიელებისგან დაუბინძურებელი ფინური ხალხების სამშობლო ტერიტორია. მეჩხერად დასახლებულ აღმოსავლეთ კარელიაში ხალხური თქმებისა და გადმოცემების შეკრებით ფინური ეროვნული ეპიკური ნაწარმოები კალევალა შეიქმნა.


აღმოსავლეთი კარელიის დაბრუნება და ე.წ. დიდი ფინეთის შექმნის იდეა განსაკუთრებით ომი-გაგრძელების დროს მუსირებდა ფინურ საზოგადოებაში, როდესაც ეს გერმანიის დახმარებით სავსებით შესაძლებლად ეჩვენებოდათ ჰელსინკიში. 1941-44 წლებში აღმოსავლეთ კარელიის დიდი ნაწილი ფინეთის სამხედრო ძალებმა დაიკავა, რასაც ადგილობრივი რუსულენოვანი მოსახლეობის იძულებით ჩართვა მოჰყვა როგორც საომარ მოქმედებებში "აგრესორი წითლების" წინააღმდეგ, ასევე მძიმე სამუშაოების შესასრულებლად განსაკუთრებით ზამთრის პირობებში. ომი-გაგრძელების დასრულების შემდეგ აღმოსავლეთ კარელიის დაპყრობის იდეა ხმამაღლა აღარ გახმაურებულა. 1918 წელს კარელიის გაყოფის შემდეგ აღმოსავლეთ და დასავლეთ კარელიებად რუსეთსა და ფინეთს შორის, ამ ტერიტორიაზე მცხოვრებ ეროვნულ უმრავლესობებს დაპირება მიეცათ, რომ მათი ეთნიკურ-კულტურული უფლებები დაცული იქნებოდა. თუმცაღა, ეს დაპირება არასდროს შესრულებულა, პირიქით, სტალინმა ეთნიკური ფინელების დევნა და მათი რუსიფიკაცია დაიწყო. კომუნიზმის დამხობის შემდეგ აღმოსავლეთ კარელიაში ფინური კულტურის აღორძინება ისევ დღის წესრიგში დადგა.