დიდი ფინეთი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ფინეთი თანამედროვე საზღვრებში ღია ცისფრით არის აღნიშნული; დიდი ფინეთი მოიცავს აღმოსავლეთ კარელიას (მოლურჯო-მონაცრისფრო), ესტონეთსა და ინგრიას (მუქლურჯი), მთელ ფინმარკს (მწვანე) და ტურნე-ელვას ველის ნაწილს (იისფერი). რუკა ტარტუს 1920 წლის სამშვიდობო შეთანხმებისა და პარიზის 1947 წლის სამშვიდობო შეთანხმებების მიხედვით დაწესებულ საზღვრებშია ნაჩვენები.
ფინეთის ტერიტორია სანამ რუსეთი დაიკავებდა ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილს

დიდი ფინეთი (ფინ Suur-Suomi)— ამ ტერმინს ფინელი ირედენტისტები XIX საუკუნიდან გამოიყენებენ, რითიც ევროპული ნაციონალიზმის ფინურ ვერსიას — პან-ფინლანიზმს — წარმოადგენენ. ტერმინი იმ დროს გაჩნდა, როდესაც ფინეთი ჯერ კიდევ რუსეთის იმპერიაში შედიოდა.

დიდი ფინეთის შექმნის ვარიანტი შემდეგნაირად გამოიყურება: მოიცავს მთელ ფინეთს, გარდა ამისა, ყველა იმ ტერიტორიას სადაც ეთნიკურად ფინო-უგრული წარმოშობის ხალხი ცხოვრობს: ფინელები, კარელები, ესტონელები, ვეპსები, და ა.შ. დიდი ფინეთის შექმნის იდეა ფინურ საზოგადოებაში გარკვეული პოპულარობით სარგებლობდა და სარგებლობს დღემდე; ამან ერთგვარი ასახვა ჰპოვა 1917 წელს, ასევე პირველი და მეორე მსოფლიო ომების პერიოდში.

დიდი ფინეთის ყველაზე თავმდაბალი ვერსია ფინელებითა და კარელებით დასახლებული ტერიტორიების გაერთიანებაა: თეთრი ზღვიდან ონეგის ტბამდე, მდინარე სვირის გასწვრივ და მდინარე სესტრადან ფინეთის ყურემდე (ანუ რუსეთის იმპერიაში შემავალი ფინეთის დიდი საჰერცოგოს საზღვრებში); იდეის ზოგიერთ მომხრეს დიდი ფინეთის საზღვრებში ესტონეთის, ინგრიის, ჩრდილოეთ ფინმარკისა და ტურნე-ელვას ველის ჩართვაც სურს.

უფრო თამამი იდეით დიდი ფინეთის საზღვრებში მოქცეულია არამხოლოდ ზემოთ ხსენებული მიწები, არამედ ბოტნიის ყურიდან ურალის მთებამდე, ზოგჯერ კი დასავლეთ ციმბირის ნაწილიც, სადაც დღემდე ცხოვრობენ ფინო-უგორებთან მონათესავე ხალხები.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]