შინაარსზე გადასვლა

აუსგეირ აუსგეირსონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აუსგეირ აუსგეირსონი
აუსგეირ აუსგეირსონი
ისლანდიის პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1 აგვისტო 1952 – 31 ივლისი 1968
წინამორბედისვეინ ბიერნსსონი
მემკვიდრეკრისტიან ელდიაურნი

დაბადებული13 მაისი 1894
კაურანეე ისლანდია
გარდაცვლილი15 სექტემბერი 1972
რეიკიავიკი, ისლანდია

აუსგეირ აუსგეირსონი (ისლ. Ásgeir Ásgeirsson; დ. 13 მაისი, 1894 — გ. 15 სექტემბერი, 1972) — ისლანდიელი პოლიტიკოსი, 1932—1934 წლებში ისლანდიის პრემიერ-მინისტრი, 1952—1968 წლებში ისლანდიის მეორე პრეზიდენტი.

დაიბადა 1894 წლის 13 მაისს. 1915 წელს ფრიადზე დაამთავრა ისლანდიის უნივერსიტეტის თეოლოგიის ფაკულტეტი რეიკიავიკში, მაგრამ, მეტისმეტად ახალგაზრდა ასაკის გამო პასტორი ვერ გახდა. 1917 წელს ისლანდიის ეპისკოპოსის ქალიშვილზე - დორა ტორჰალსდოტირზე დაიწერა ჯვარი. დორას ძმა ტრიგვი ტორჰალსსონი 1927—1932 ისლანდიის პრემიერ-მინისტრის პოსტს იკავებდა.

1923-1952 წლებში ალთინგის დეპუტატია „პროგრესული პარტიიდან“, რომლის თავმჯდომარეც 1932-33 წლებში თვითონვე იყო. 1931-34 წლებში ფინანსთა მინისტრია, 1932-34 წლებში კი სოციალ-დემოკრატებისა და პროგრესისტების კოალიციური მთავრობის პრემიერ-მინისტრია. 1952 წლის 25 იანვარს ისლანდიის პირველი პრეზიდენტის სვეინ ბიერნსსონის გარდაცვალების შემდეგ, იმავე წლის 1 აგვისტოდან ქვეყნის პრეზიდენტია. ხელახლა იქნა არჩეული 1956, 1960 და 1964 წწ. სამივეჯერ ავტომატურად გახდა პრეზიდენტი სხვა კანდიდატების არარსებობის გამო. მეოთხე ვადის დაწყებიდან მოკლე ხანშივე მისი მეუღლე ლეიკემიით გარდაიცვალა. აუსგეირსსონმა მიიღო გადაწყვეტილება მეხუთეჯერ აღარ ეყარა კენჭი. 1968 წლის არჩევნებზე ის საპრეზიდენტო კანდიდატ გუნარ ტროდსსონს უწევდა მხარდაჭერას, რომელმაც თავის სიძე კრისტიან ელდიაურნთან წააგო არჩევნები.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]