ანტონ ლავეი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ანტონ ლავეი

ანტონ შანდორ ლავეი (11 აპრილი 1930 – 29 ოქტომბერი, 1997, ნამდვილი სახელი - ჰოვარდ სტენტონ ლევი) — წარმოშობით ამერიკელი, სატანის ეკლესიის დამაარსებელი, მწერალი, ოკულტისტი და მუსიკოსი. მისი დედა, გერტრუდა, იყო მამით რუსი და დედით უკრაინელი, რომლებიც 1893 წელს გადასახლდნენ ოჰაიოში. ლავეის სიტყვებისა და მისი გენეალოგიის მიხედვით მის ძარღვებში ჩქეფდა ქართული, ფრანგული, რუსული, უკრაინული, ელზასური, გერმანული და რუმინული სისხლი. მისი მუსიკალური მისწრაფება იყო კლასიკური მუსიკა, თუმცა მოსწონდა და მხარს უჭერდა ისეთ როკ მუსიკოსებსა და ჯგუფებს, როგორებიცაა: Slayer, ოზი ოზბორნი, Electric Hellfire Club, Mercyful Fate, Deicide, მერლინ მანსონი, Acheron, Morbid Angel. იგი იყო სატანისტური ბიბლიის ავტორი და ლავეის სატანიზმის დამაარსებელი. მისი საიდუმლო დაკრძალვა ჩატარდა ქალაქ კოლმაში (კალიფორნია).

[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში


პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე