ანდრეს-იბანიესის პროვინცია
| დროშა |
|
| ქვეყანა | |
| სტატუსი | პროვინცია |
| შედის | სანტა-კრუსის დეპარტამენტი |
| მოიცავს | 5 მუნიციპალიტეტს |
| ადმინ. ცენტრი | სანტა-კრუს-დე-ლა-სიერა |
| ოფიც. ენები | ესპანური, აიმარა, კეჩუა |
| მოსახლეობა (2001) | 1 260 549 კაცი |
| სიმჭიდროვე | 677 კაცი/კმ² |
| აღმსარებლობა | კათოლიციზმი, პროტესტანტიზმი |
| ფართობი | 4 821 კმ² |
| დროის სარტყელი | GMT -4 |
| კოდი ISO 3166-2 | BO.SC.AI |
| Andrés Ibáñez Province | |
ანდრეს-იბანიესის პროვინცია (ესპ. Provincia de Andrés Ibáñez) — პროვინცია ბოლივიაში, სანტა-კრუსის დეპარტამენტის დასავლეთ ნაწილში. დედაქალაქია სანტა-კრუს-დე-ლა-სიერა, რომელიც ამავე დროს დეპარტამენტის დედაქალაქიცაა.
პროვინცია შეიქმნა 1944 წლის 6 დეკემბერს, გალბერტო ვილიაროელის პრეზიდენტობის დროს.
მდებარეობს ბოლივიის დაბლობში. დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ გადაჭიმულია 110 კმ-ზე, ხოლო ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ 90 კმ-ზე.
სექციების სია |
მოსახლეობა [რედაქტირება]
ბოლო ორი ათწლეულის მანძილზე, ადგილი ჰქონდა პროვინციის მოსახლეობის 130%-იან ზრდას.
- 99% ლაპარაკობს ესპანურად, 12.5 % ასევე კეჩუაზე, 3,4 % აიმარაზე, 0,8 გუარანიზე. (1992)
- მოსახლეობის 15,7 %-ს არ აქვს ელექტროენერგია.
- 6.7 % დასაქმებულია სასოფლო-სამეურნეო სფეროში, 1% მაღაროებში, 14.1 % მრეწველობაში, 78.2 % მომსახურების სფეროში (2001).
- მორწმუნეთა 86.1 % კათოლიკეა, 9.7 % პროტესტანტი.
დაყოფა [რედაქტირება]
პროვინცია შედგება ხუთი მუნიციპალიტეტისაგან, რომლებიც თავის მხრივ კანტონებად იყოფა.
იხილეთ აგრეთვე [რედაქტირება]
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- General map of province
- Detailed map of province towns and rivers
- Population data (Spanish)
- Social data (Spanish)
|
|||||||