ამიტაბჰა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ამიტაბჰას ქანდაკება, მონღოლეთი, XVIII ს.

ბუდა ამიტაბჰა (სანსკ. अमिताभ Amitābha; ნიშნავს „უსაზღვრო სინათლე“; ჩინ. 阿彌陀佛(ტრ.) / 阿弥陀佛(გმ.), პინ-ინი: Āmítuó Fó; იაპონ. 阿弥陀如来 ამიდა ნჲორაი; კორ. 아미타불? ამითა ბულ; მონღ. ᠴᠠᠭᠯᠠᠰᠢ ᠦᠭᠡᠢ ᠭᠡᠷᠡᠯᠲᠦ Tsaglasi ügei gereltu, Цаглашгүй гэрэлт ცაგლაშგუი გერელთ, Одбагмэд ობდაგმედ, Аминдаваа ამინდავაა, Аюуш აჲუშ, ტიბ: འོད་དཔག་མེད་ ვაილი od dpag med, Ö-pa-me ოპამე, ვიეტ: A-mi-đà Phật) ბუდიზმის წმინდა მიწის სექტის ყველაზე პატივსაცემი ფიგურაა. ითვლება, რომ ბევრ ღირსეულ თვისებას ფლობს: დასავლეთ სამოთხეში არსებობის უმაღლეს კანონს ხსნის და იფარებს ყველას, ვინც მას გულწრფელად მოუხმობს, მიუხედავად წარმომავლობისა და სტატუსისა.

ამიტაბჰა სიბრძნის ბუდათა შორის ყველაზე პოპულარული და ცნობილია. ვაჯრაიანაში ამიტაბჰა დჰიანი ბუდათა შორის ერთ-ერთია, რომლებიც წარმოიშობიან თავდაპირველ ადი-ბუდებიდან, ეს 5 ბუდა შეესაბამება ხუთ გონებრივ რეალობის ასპექტს და ხუთ სკანდჰას.

სწავლება[რედაქტირება]

გადმოცემის თანახმად, ამიტაბჰა ოდესღაც იყო მეფე, რომელიც ბუდისტური დჰარმის გაცნობისას ტახტიდან გადადგა, გახდა ბერი და დაირქვა დჰარმაკარა (სანსკ. धर्मकार Dharmakāra). გადაწყვიტა, ბუდა გამხდარიყო და დაუფლებოდა სამოთხეს, უსაზღვრო სიხარულის მიწას, რომელშიც ყველას შეეძლებოდა მომავალ ცხოვრებაში დაბადება, ვინც მის სახელს მოიხსენიებდა. ამიტომ ამიტაბჰამ დადო 48 აღთქმა, მე-18-სა და მე-19-ში დაპირდა, არ მიაღწიოს უმაღლეს გასხივოსნებას, სანამ ყოველ გონიერ არსებას არ დაეხმარება „დასავლეთის სამოთხეში“, „უმაღლესი ნეტარების მიწაზე“ (სუქჰავატი, სანსკ. सुखवती Sukhāvatī), „ბედნიერების მიწაზე“ (იაპ. გოკურაკუ) მოხვედრაში. ამიტაბჰას აღთქმები ამიდაიზმის მთავარი დოქტრინაა და წარმოდგენილია უსასრულო სიცოცხლის სუტრაში.

ბუდა ამიტაბჰა რელიგიურ ხელოვნებაში[რედაქტირება]

საკურთხეველი ტაივანში

ამიტაბჰას იკონოგრაფია თითქმის არ განსხვავდება ბუდა შაკიამუნისგან. ორივე გამოისახება ერთნაირი ატრიბუტებით და არ აქვთ რამე განმასხვავებელი ნიშანი, მაგრამ ამიტაბჰა, როგორც წესი, დჰიანა მუდრით. ასევე, ამიტაბჰას იკონოგრაფიაში, თან ახლავს დამხმარეები, მარჯვნივ ავალოკიტეშვარა და მარცხნივ მაჰასთჰამაპრაპტა. გელუგის სექტაში მიაჩნიათ, რომ პანჩენ ლამები ამიტაბჰას ინკარნაციები არიან.

ამიტაბჰას, ძირითადად, წითლად გამოსახავენ; ტიბეტურ ბუდიზმში წითელი სიყვარულის, თანაგრძნობისა და ემოციური ენერგიის გამომსახველია.

მხარეთა მიმართულებებიდან ამიტაბჰას „ეკუთვნის“ დასავლეთი. ბუდა ამიტაბჰას უნიკალური ატრიბუტი და სიმბოლო ლოტოსია, სიწმინდის, სისუფთავისა და სილბოს სიმბოლო.

მანტრები[რედაქტირება]

ამიტამბჰას ტიბეტურ-სანსკრიტული მანტრა არის „ომ ამი დევა ჰრი“. ჩინური და ტაივანური ამიდაისტური სკოლების სანგჰის წევრები ერთმანეთს ბუდა ამიტაბჰას სახელით ესალმებიან.

ისტორია[რედაქტირება]

ბუდა ამიდას გიგანტური ქანდაკება (დაიბუცუ). კამაკურა, იაპონია

არქეოლოგიური გამოკვლევები გვაძლევენ საშუალებას ვთქვათ, რომ ამიტაბჰას კულტი, სავარაუდოდ, ვითარდებოდა ახ. წ. I-II სს-ში. ზოგიერთი მეცნიერი ფიქრობს, რომ ამიტაბჰას კულტი დაკავშირებულია ირანულ მითრას კულტთან.

პირველი ცნობილი ცნობები ამიტაბჰაზე მოდის ახ. წ. II საუკუნიდან, ეს არის წარწერები გოვინდა-ნაგარიდან, რომელიც ინახება მათჰურას მუზეუმში. ამიტაბჰასადმი მიძღვნილი ქანდაკება თარიღდება „ჰუვიშკას მმართველობის 28-ე წლით“, რაც შეეხება მეორე ნახევარს — II საუკუნის ნახევრით, ქუშანების იმპერიის ხანა.

პირველი სუტრა, სადაც ამიტაბჰაა მოხსენიებული, პრათიუტპანნა სუტრის ჩინური თარგმანია ქუშანელი ბერის — ლოკაქსემას მიერ, დაახლ. 180 წელს ახ. წ.. ითვლება, რომ ეს ბერი დგას ჩინური „წმინდა მიწის ბუდიზმის“ სათავეებთან.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: