გელუგპა
გელუგი ან გელუგპა (ტიბ. དགེ་ལུགས་པ „ყვითელ ქუდიანების სექტა“) არის ტიბეტური ბუდიზმის ერთ-ერთი სკოლა, რომელიც დააარსა ტიბეტელმა ფილოსოფოსმა და რელიგიურმა ლიდერმა ცონგქაპამ (1357-1419 წწ). პირველი მონასტერი დაარსდა განდენში. დღესდღეობით, სკოლის მეთაურია განდენ ტრიპა. მიუხედავად ამისა, სექტის ყველაზე გავლენიანი პირი დალაი-ლამაა.
სექციების სია |
[რედაქტირება] ლამა ცონგქაპა
ჯე ცონგქაპა (1357-1419, ტიბეტურად ნიშნავს „კაცი ხახვის მინდვრიდან“) იყო ცნობილი ტიბეტელი ვაჯრაიანა ბუდიზმის მასწავლებელი, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა გელუგის სკოლის ფორმირებას. აგრეთვე ცნობილია სახელით - ლობსანგ დრაკპა (ბლო ბზანგ გრაგს პა) ან უბრალოდ ჯე რინპოჩე (რჯე რინ პო ჩე). ცონგქაპა ისმენდა ბუდას სწავლებებს ყველა ტიბეტური ბუდიზმის სექტის მასწავლებლებისგან. მისი შთაგონების ძირითადი წყარო იყო კადამპას ტრადიციიდან - ატიშას მემკვიდრეობიდან. ცონქაპას სწავლებების მიხედვით, გელუგის ტრადიციის ორი მთავარი მახასიათებელი არის:
1. სუტრასა და ტანტრას ერთიანობა და
2. ვინაიაზე ყურადღების გამახვილება (დისციპლინის მორალური კოდი).
[რედაქტირება] მონასტრები და ხაზის გამგრძელებლები
ცონგქაპამ 1409 დააარსა განდენის მონასტერი, რომელიც მისი მთავარი რეზიდენცია გახდა. მას ყავდა ბევრი მოსწავლე, მათგან ორი მთავარი იყვნენ გიალცაბ ჯე (1364-1431) და ქედრუპ ჯე (1385-1438). სხვა მოსწავლეები იყვნენ: ტოგტენ ჯამპალ გიაცო, ჯამიანგ ჩოჯე, ჯამჩენპა შერაპ სენგე და გიალვა გედუნ დრუბი (1391_1474) - პირველი დალაი ლამა. ცონგქაპას გარდაცვალების შემდეგ მისი სწავლებები შეინახეს და გადაცეს გიალცაბ ჯემ და ქედრუბ ჯემ, რომლებიც განდენის მონასტრის აბატები გახდნენ. გელუგპას ხაზი უჭირავთ განდენ ტრიპებს, განდენის მონასტრის ტახტის მფლობელებს.
[რედაქტირება] გელუგპას ვაჯრაიანული პრაქტიკა
გუჰიასამაჯა, ჩაკრასამვარა და იამანტაკა გელუგის ხაზის სამი ძირითადი იიდამ პრაქტიკაა, აგრეთვე კალაჩაკრას პრაქტიკაც. გუჰიასამაჯა უმთავრესია; ამიტომ თუ ვინმეს სწავლა ან პრაქტიკა სურს, გუჰიასამაჯაზე უნდა მოახდინოს ფოკუსირება.
[რედაქტირება] გავლენა
მე16 ს-ის დასასრულს, ტიბეტური ბუდიზმის სექტათა „ბრძოლის“ შემდეგ გელუგის სკოლა გახდა დომინანტი. ლოზანგ გიაცოს, მე5 დალაი ლამას პერიოდიდან - მე17 ს-ში, დალაი ლამას ეჭირა პოლიტიკური კონტროლი ცენტრალურ ტიბეტზე. ამ მმართველობის შედეგად, ჯონანგის სკოლა ძალაუნებურად გარდაიქმნა გელუგის ტრადიციად, ისევე როგორც ბევრი კაგჲუური და ნიინგმური მონასტერი.
სტატიის