ამედეო ავოგადრო

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ამედეო ავოგადრო

ამედეო ავოგადრო (Avogadro) (დ. 9 აგვისტო. 1776, ტურინი — გ. 9 ივლისი.1856, იქვე) — იტალიელი მეცნიერი. განათლებით იურისტი. დამოუკიდებლად შეისწავლა ფიზიკა, მათემატიკა და ქიმია. ტურინის აკადემიის წ.-კორ.(1804), ორდინალური აკადემიკოსი (1819), ტურინის უნივერსიტეტის პროფესორი (1820-22, 1834-50). მუშაობდა ფიზიკისა და ქიმიის სხვადასხვა დარგში. 1811 წამოაყენა ჰიპოთეზა, რომლის თანახმად მარტივი აირების მოლეკულები შედგება ერთი ან რამდენიმე ატომისგან. ამ ჰიპოთეზის საფუძველზე ჩამოაყალიბა იდეალური აირების ერთ-ერთი ძირითადი კანონი (ავოგადროს კანონი) და შექმნა აირების მოლეკულურ და ატომურ მასათა განსაზღვრის მეთოდი. მისი სახელი დაერქვა უნივერსალურ მუდმივას (ავოგადროს რიცხვი). ავტორია ორიგ. ფიზ. კურსის ოთხტომეულისა, რომელიც მოლეკულური ფიზიკის პირველი სახელმძღვანელოა.

ლიტერატურა[რედაქტირება]