ამანდა საიფრიდი
| ამანდა საიფრიდი | |
| დაბადების სახელი | ამანდა მიშელ საიფრიდი |
| დაბადების ადგილი | ალენტაუნი პენსილვანია აშშ |
| დაიბადა | დეკემბერი 3, 1985 |
| საქმიანობა | მსახიობი მომღერალი მოდელი |
| შემოქმედების წლები | 1995-დან დღემდე |
ამანდა მიშელ საიფრიდი (ინგლ. Amanda Michelle Seyfried; დ. 3 დეკემბერი,1985) — ამერიკელი მსახიობი, მომღერალი და მოდელი. საიფრიდის კარიერა სამოდელო ბიზნესით დაიწყო, როდესაც გოგონა ჯერ კიდევ 11 წლის იყო. მისი სამსახიობო დებიუტი შედგა სერიალში „გზამკვლევი ვარსკვლავი“. 2000 წელს შეასრულა ლუსი მონტგომერის როლი ფილმში „დედამიწა რაზეც დგას“.
სექციების სია |
[რედაქტირება] ადრეული წლები
ამანდა 1985 წლის 3 დეკემბერს დაიბადა ალენტაუნში, პენსილვანიის შტატში, მისი დედა ანა არის ოკუპაციური თერაპევტი, ხოლო მამა ჯეკი – ფარმაცევტი. მისი და ჯენიფერი კი ფილადელფიურ მუსიკალურ ჯგუფში უკრავს ორღანზე. ამანდამ 2003 წელს სკოლა დაამთავრა და ფორდემის უნივერსიტეტში ჩააბარა.
[რედაქტირება] კარიერა
ამანდამ სამსახიობო კარიერა დაიწყო 1995 წელს 9 წლის ასაკში, ხოლო სამოდელოს 11 წლის ასაკში, მისი სამსახიობო დებიუტი სერიალ «გზამკვლევ ვარსკვლავში» შედგა. 2000 წელს ლუსი მონტგომერის როლი ითამაშა ფილმში «დედამიწა რაზეც დგას». ჯერ კიდევ მოზარდი ფრანსინ პასკალის სამი წიგნის გარეკანზე მოხვდა.
2004 წელს საიფრიდის კარიერაში ნამდვილი წინსვლა დაიწყო, როდესაც კარენ სმიტის როლი ითამაშა - ერთ-ერთი "ბაუნტი" გოგონასი პოპულარულ ფილმში «საძაგელი გოგონები». მას პარტნიორობა გაუწიეს რეიჩელ მაკდამსმა და ლინდსი ლოჰანმა, რომელთათვის ეს ფილმი ასევე წარმატებული აღმოჩნდა.
2005 წელს საიფრიდს მთავარი როლი ერგო კინოფილმ «ცხრა ცხოვრების» ერთ-ერთ ნაწილში. გამოჩნდა მეორეხარისხოვან როლებში სერიალებში «ექიმი ჰაუსი», «სამართლიანობა», «კანონი და წესრიგი».
ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ფილმი იყო «მამა მია!», მიუზიკლი, რომელიც ლეგენდარული ABBA-ს სიმღერების მიხედვით შეიქმნა და მასში ამანდას პარტნიორობა თვით მერილ სტრიპმა და პირს ბროსნანმა გაუწიეს.
[რედაქტირება] ფილმოგრაფია
| წელი | სათაური | როლი | შენიშვნები |
|---|---|---|---|
| 2004 | საძაგელი გოგონები | კარენ სმიტი | |
| 2005 | ცხრა სიცოცხლე | სამანტა | |
| ამერიკული იარაღი | თაგვი | ||
| 2006 | საშიში ბავშვები | ჯულია ბეკლი | |
| ბოშები, მაწანწალები და ქურდები | კრისი | ||
| 2008 | ნაბუნიობა | ზოი | |
| მამა მია! | სოფი შერიდანი | მთავარი როლი | |
| ოფიციალური შერჩევა | ემილი | ||
| 2009 | ბუგი–ვუგი | პეიჯი ოუპენჰეიმერი | |
| ჯენიფერის სხეული | ანიტა "ნიდი" ლესნიკი | მთავარი როლი | |
| ქლოე | ქლოია სვინი | მთავარი როლი | |
| 2010 | ძვირფასი ჯონი | სავანა ლინ ცარტისი | მთავარი როლი |
| წერილები ჯულიეტასთვის | სოფი ჰოლი | მთავარო როლი | |
| A Bag of Hammers | ამანდა | ||
| 2011 | წითელქუდა | ვალერი | მთავარი როლი |
| დრო | სილვია ვეისი | მთავარი როლი | |
| 2012 | წასული | ჯილი | |
| დიდი ქორწილი | მისი ო'კონერი | ||
| სიყვარულის დასასრული | რეიჩელი | ||
| Lovelace | ლინდა ლავლისი |
| წელი | სათაური | როლი | შენიშვნები |
|---|---|---|---|
| 1999–2001 | დედამიწა რაზეც დგას | ლუსი მონტგომერი | |
| 2002–2003 | ყველა ჩემი ბავშვი | ჯონი სტაფორდი | |
| 2004 | კანონი და წესრიგი | ტენდი მაკკაინი | |
| 2004–2006 | ვერონიკა მარსი | ლილი კეინი | |
| 2005 | ექიმი ჰაუსი | პემი | |
| 2006 | სამართლიანობა | ენ ჯულიეტა დიგსი | |
| Wildfire | რებეკა | ||
| CSI: Crime Scene Investigation | ლეისი ფინი | ||
| 2006–2011 | დიდი სიყვარული | სარა ჰენრიკსონი | მთავარი როლი |
| 2008 | ამერიკელი მამიკო! | ემი |
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში
- (ინგლისური) ამანდა სეიფრიდი — კინოფილმების ინტერნეტ მონაცემთა ბაზაში