დრო (2011 წლის ფილმი)
| დროში In Time |
|
|---|---|
ფილმის პოსტერი |
|
| ჟანრი | თრილერი, სამეცნიერო ფანტასტიკა, ეკშენი |
| რეჟისორი | ენდრიუ ნიკოლი |
| პროდიუსერი | ენდრიუ ნიკოლი მარკ აბრახამი ემი იზრაელი კრისტელ ლეიბლინი ერიკ ნიუმანი |
| სცენარის ავტორი | ენდრიუ ნიკოლი |
| როლებში | ჯასტინ ტიმბერლეიკი ამანდა საიფრიდი კილიან მერფი ოლივია უაილდი |
| კომპოზიტორი | კრეიგ არმსტრონგი |
| ოპერატორი | როჯერ დიკინსი |
| კინოსტუდია | 20th Century Fox |
| გამოსვლის თარიღი | 2011 წლის 28 ოქტომბერი |
| ხანგრძლივობა | 109 წთ |
| ქვეყანა | |
| ენა | ინგლისური |
| ბიუჯეტი | $40 მილიონი[1] |
| შემოსავალი | $173,930,596 [2] |
| IMDb პროფილი | |
დროში (ინგლ. In Time) — რეჟისორ ენდრიუ ნიკოლის ფანტასტიკური თრილერი. ფილმში მონაწილეობენ: ჯასტინ ტიმბერლეიკი, ამანდა საიფრიდი, კილიან მერფი, ოლივია უაილდი და სხვები. ფილმის პრემიერა შედგა 2011 წლის 28 ოქტომბერს.
2010 წლის 12 ივლისისთვის ცნობილი გახდა, რომ ამანდა საიფრიდი ერთ-ერთ მთავარ როლზე იყო მიწვეული,[3] ხოლო იმავე წლის 27 ივლისს დადასტურდა აგრეთვე მთავარი როლი ჯასტინ ტიმბერლეიკისთვის.[4] 2010 წლის 9 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ სამსახიობო ჯგუფს შეუერთდებოდა მსახიობი კილიან მერფი.[5] 2010 წლის 28 ოქტომბერს გაჩნდა ფილმის გადაღებების პირველი ფოტოსურათები.[6] კინოკრიტიკოსების მხრიდან ფილმმა შერეული შეფასება მიიღო. Rotten Tomatoes-ის მიხედვით კინოკრიტიკოსთა 38% მას დადებითად აფასებს.[7]
ფილმის მოქმედება ვითარდება 2161 წელს. გენეტიკური ინჟინერიის საშუალებით კაცობრიობამ სძლია ასაკს და ამიერიდან ადამიანები აღარ ბერდებიან. სამყაროში მუდმივ ვალუტას დრო წარმოადგენს.
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- დრო — კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზაში
- ოფიციალური ვებსაიტი
- ოფიციალური ტრეილერი
- დრო — Rotten Tomatoes-ზე
- დრო — Box Office Mojo-ზე
სქოლიო [რედაქტირება]
- ↑ Kaufman, Amy (October 27, 2011). Movie Projector: 'Puss in Boots' to stomp on competition. Los Angeles Times. Tribune Company. წაკითხვის თარიღი: October 27, 2011.
- ↑ In Time (2011). Box Office Mojo (2011-12-27). წაკითხვის თარიღი: 2011-12-27.
- ↑ Gallagher, Brian (2010-07-12). Amanda Seyfried Signs on to I'm.mortal. MovieWeb.com. წაკითხვის თარიღი: 2010-12-10.
- ↑ Douglas, Edward (2010-07-27). Justin Timberlake Leading I'm.mortal?. ComingSoon.net. წაკითხვის თარიღი: 2010-12-10.
- ↑ Gallagher, Brian (2010-08-09). Cillian Murphy to Star in I'm.mortal. MovieWeb.com. წაკითხვის თარიღი: 2010-12-10.
- ↑ Timberlake and Seyfried Spotted Filming Their New Thriller. ComingSoon.net (2010-10-28). წაკითხვის თარიღი: 2010-12-10.
- ↑ In Time — Rotten Tomatoes