ლინდსი ლოჰანი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლინდსი ლოჰანი
Lindsay Lohan 2012.jpg
2012 წლის 14 აგვისტო, ლოჰანი will.i.am-ის წვეულებაზე
დაბადების სახელი ლინდსი დი ლოჰანი
დაბადების ადგილი ნიუ-იორკი, აშშ
დაიბადა 2 ივლისი, 1986 (1986-07-02) (26 წლის)
საქმიანობა მსახიობი, მომღერალი, მოდელი
შემოქმედების წლები 1989–დღემდე
მშობლები მაიკლ ლოჰანი
დინა ლოჰანი

ლინდსი ლოჰანი (დაბადებული 1986 წლის 2 ივლისს) — ამერიკელი მსახიობი, მომღერალი და მოდელი. მან თავისი სამოდელო კარიერა დაიწყო, როდესაც მხოლოდ სამი წლის იყო. 1998 წელს ლოჰანი გადაიღეს Disney-ს ფილმში „მშობლების მახე“. ამის შემდეგ ის კიდევ ორ ნაკლებად პოპულარულ ფილმში მონაწილეობდა. 2002 წელს ის ფილმ „გიჟურ პარასკევში“ გადაიღეს, რომელმაც ლინდსის დიდი წარმატება მოუტანა, მაგრამ ყველაზე დიდი პოპულარობა მას 2004 წლის ფილმმა „ცუდი გოგოები“ მოუტანა. ამ ფილმებმა ლინდსის რამდენიმე ჯილდო მიაღებინა, მათ შორის MTV Movie Awards და Teen Choice Awards, თუმცა, ამას მოჰყვა პაპარაცებისა და ტაბლოიდების მხრიდან დიდი ყურადღება და ლოჰანი მათ მთავარ სამიზნედ იქცა.

2004 წელს ლინდსიმ გამოუშვა სადებიუტო ალბომი Speak, რომელმაც პლატინის სტატუსი შეიძინა. პირველ ალბომს მოჰყვა მეორე ალბომი A Little More Personal (Raw), რომელიც ლინდსიმ 2005 წელს გამოუშვა. მისი მეორე ალბომი ოქროს სტატუსით აღინიშნა. იმავე წელს ლოჰანი გადაიღეს ფილმში „ჰერბი“, როგორც დანარჩენი ლინდსის ფილმები, „ჰერბიც“ წარმატებული აღმოჩნდა. „ჰერბის“ შემდეგ მან 2006 წელს კიდევ სამ ფილმში ითამაშა, მაგრამ მისი პოპულარობა მალე დასრულდა. 2007 წელს ლინდსი ავტოავარიის გამო სასამართლოებში დადიოდა და 2011 წელს კოკაინის მოხმარების და მთვრალ მდგომარეობაში მანქანის ტარების გამო დაპატიმრებულიც კი იყო. ამან გავლენა იქონია ლინდსის შესახებ საზოგადოებრივ აზრზე. ბევრმა პროდიუსერმა თუ რეჟისორმა უარი განაცხადა მასთან თანამშრომლობაზე. გარდა ამისა, მსახიობს ჯანმრთელობის პრობლემებიც გაუჩნდა. ჰქონდა კვებითი აშლილობები, რაც თავდაპირველად ბულიმიაში, შემდეგ კი ანორექსიაში გამოიხატა. თუმცა 2009 წელს ლინდსიმ სატელევიზიო ფილმში მიიღო მონაწილეობა. 2012 წელს ლოჰანი გადაიღეს კიდევ ერთ სატელევიზიო ფილმში, „ლიზი და დიკი“, სადაც მან ელიზაბეთ ტეილორის როლი შეასრულა.

ფილმოგრაფია [რედაქტირება]

წელი სახელწოდება როლი ჯილდოები და აღწერები
1998 მშობლების მახე ჰელი პარკერი/ ენი ჯეიმსი 1962 წლის რიმეიკი
  • Young Artist Award მთავარი როლის შესრულებისთვის
  • ნომინირებული — Blockbuster Entertainment Awards საუკეთესო ქალი მსახიობისთვის
  • ნომინირებული — YoungStar Award ახალგაზრდა მსახიობის მონაწილეობა კომედიურ ფილმში
2000 რეალური ზომის კეისი სტიუარტი სატელევიზიო ფილმი
2002 მოიფიქრე ალექსანდრა გოულდი Disney Channel-ის ორიგინალური ფილმი
2003 გიჟური პარასკევი ანა კოულმანი რიმეიკი
  • MTV Movie Award ამომავალი ქალი ვარსკვლავისთვის
  • Teen Choice Award for Choice Hissy Fit
  • Teen Choice Award ამომავალი ვარსკვლავის
  • ნომინირებული — Young Artist Award მთავარი როლის შესრულებისთვის
  • ნომინირებული — Saturn Award საუკეთესო ახალგაზრდა მსახიობისთვის
2004 სცენის ვარსკვლავი ლოლა
  • Teen Choice Award ამომავალი ვარსკვლავისთვის
2004 ცუდი გოგოები ქეიდი ჰერონი
  • MTV Movie Award საუკეთესო ქალი მსახიობისთვის
  • MTV Movie Award საუკეთესო ეკრანის გუნდისთვის
  • Teen Choice Award კომედიური ჟანრის ქალი მსახიობისთვის
  • Teen Choice Award for Choice Blush
  • Teen Choice Award ამომავალი ვარსკვლავისთვის
  • ნომინირებული—Broadcast Film Critics Association Award საუკეთესო ახალგაზრდა მსახიობისთვის
  • ნომინირებული—Kids Choice Award საუკეთესო მსახიობისთვის
  • ნომინირებული—Teen Choice Award საუკეთესო ქიმია
  • ნომინირებული—Teen Choice Award მატყუარასთვის
2005 ჰერბი: სრულად ჩატვირთვა მეგი პეიტონი
  • Kids Choice Award საუკეთესო ქალი მსახიობისთვის
  • ნომინირებული—Teen Choice Award კომედიური ჟანრის ქალი მსახიობისთვის
2006 უბრალოდ იღბლიანი ეშლი ოლბრაიტი
  • ნომინირებული—Teen Choice კომედიური ჟანრის ქალი მსახიობისთვის
  • ნომინირებული—Teen Choice Award for Choice Hissy Fit
  • ნომინირებული—Kids Choice Award საყვარელი ქალი მსახიობისთვის


რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: