შუგეიზინგი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
My Bloody Valentine-ის 2008 წლის კონცერტი

შუგეიზინგი (ინგლ. Shoegazing) — ალტერნატიული როკის ქვეჟანრი, რომელიც წარმოიშვა დიდ ბრიტანეთში 1980-იანი წლების დასასრულს. ის გრძელდებოდა დაახლოებით 1990-იანი წლების შუა პერიოდამდე, ხოლო თავის კრიტიკულ ზენიტს მიაღწია 1990 და 1991 წლებში. ჟანრის სახელი მომდინარეობს ბრიტანული მუსიკალური პრესის მიერ გამოყენებული ინგლისური სიტყვებიდან „shoe“ (ფეხსაცმელი) და „gazing“ (ცქერა), რაც ამ სტილში მოღვაწე მუსიკოსების სხვა როკ-მუსიკოსებთან შედარებით წყნარი და უმოძრაო შესრულების სტილიდან იყო გამომდინარე.[1]

მუსიკალურად სტილისთვის დამახასიათებელია გიტარული ეფექტების ფარტო გამოყენება, ხმაურის და მაღალი სიხშირის ბგერების ხარჯზე მელოდიების შექმნა.[1] ხშირია (მაგრამ, არა-ექსკლუზიური) ხმადაბალი ვოკალი გაურკვეველი ტექსტით, რომელიც განზრახ რთულად გასარჩევია ინსტრუმენტების ხმამაღალი შესრულების ფონზე.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 All Music: Genre: Shoegaze. Retrieved 6 Feb 2010.