ალონსო სანჩეს კოელო

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ალონსო სანჩეს კოელო

ალონსო სანჩეს კოელო (დ. დაახლ. 1531, ბენიფაიო, ვალენსია — გ. 8 აგვისტო, 1588, მადრიდი) — ესპანელი ფერმწერი, წარმოშობით პორტუგალიელი. სწავლობდა ბრიუსელში; განიცადა მანიერიზმის გავლენა. 1557 წლიდან იყო ფილიპე II-ის კარის მხატვარი. სანჩეს კოელო ესპანური ეროვნული პორტრეტული სკოლის დამფუძნებელია (ინფანტა ისაბელ კლარა ეუხენიას პორტრეტი, 1579, პრადო, მადრიდი)

ლიტერატურა[რედაქტირება]