ალისა გალიამოვა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ალისა გალიამოვა

ჭადრაკში რუსეთის სუპერფინალი, 2018 წელი
ქვეყანა (სპორტი)

საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
უკრაინის დროშა უკრაინა

რუსეთის დროშა რუსეთი
ეროვნება რუსი
დაბადების თარიღი 18 იანვარი, 1972 (1972-01-18) (52 წლის)
დაბადების ადგილი ყაზანი,თათრეთი,რსფსრ, სსრკ
წოდება დიდოსტატი ქალთა შორის (1989)
ფიდე რეიტინგი 2442 (თებერვალი 2021)[1]
მაქსიმალური რეიტინგი 2560 (ივლისი 1998)

ალისა გალიამოვა (რუს. Алиса Михайловна Галлямова, თათრ. Алисә Михаил кызы Галләмева) დ. 18 იანვარი, 1972, ყაზანი, თათრეთი,რსფსრ, სსრკ) — საბჭოთა, უკრაინელი და რუსი მოჭადრაკე ყაზანიდან[2]. საერთაშორისო ოსტატი და დიდოსტატი ქალთა შორის. გალიამოვა ორჯერ იყო ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში 1999 და 2006 წლებში. ქალებში სამჯერ მოიგო რუსეთის პირველობა (1997, 2009, 2010). 1993-დან 2001 წლამდე ალისა გალიამოვა-ივანჩიკით იცნობდნენ.

მან 2010 წელს რუსეთის ნაკრების შემადგენლობაში საჭადარაკო ოლიმპიადაზე ოქრო მოიგო, ხოლო 1992 წელს უკრაინის ნაკრებით ევროპის ქალთა გუნდური ჩემპიონატი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალისა ყაზანში, რუსულ-თათრულ ოჯახში დაიბადა და გალიამოვა დედა ჰყავდა. ჭადრაკის სწავლა 10 წლისამ საბავშვო სკოლაში დაიწყო და შემდეგ სწავლა მოსკოვის სპორტულ ინტერნატში განაგრძო. მისი პირველი მწვრთნელი და ამსწავლებელი, რუსეთის დამსახურებული მწვრთნელი ოლეგ იგლამოვი იყო, შემდეგ კი საერთაშორისო დიდოსტატი ალეკსანდრ პანჩენო. 1982 წელს რუსეთისა და ცენტრალური საბჭოს „შრომითი რეზერვების“ ჩემპიონი გახდა. 1983 და 1984 წლებში თათრეთის ქალთა ვერცხლის პრიზიორი გახდა, ხოლო შემდეგ ორ წელს ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვა. 1987 წელს სსრკს 16 წლამდელ გოგონებში ვერცხლს შესწვდა, ხოლო ამავე ასაკის ქალთა მსოფლიო პირველობაზე ოქროს. 1988 წელს ქალთა მსოფლიოს ორი ჩემპიონატი მოიგო, ჯერ 16 წლამდელებში და შემდეგ 20-ში. 1997 წელს რუსეთის ჩემპიონატი მოიგო და ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატის კანდიდატთა ტურნირზეც იმარჯვა. ამ წელს საჭადრაკო ოსკარი მიიღო, რომელიც საერთაშორისო საჭადრაკო პრესის ასოციაციამ მიანიჭა. 1999 წელს ქალთა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულისათვის ჩინელ სიე ძიუნს დაეჯახა, თუმც 6,5:8,5 დამარცხდა და ტიტულის გარეშე დარჩა. ისევ ჩინელთან დასთმო ქალთა მსოფლიოს ჩემპიონის ფინალი 2006 წელს. რუსმა შეხვედრა 0,5:2,5 წააგო. 2003 წელს თათრეთის რესპუბლიკის ნაკრების შემადგენლობაში რუსეთის ჩემპიონი გახდა. 2009 და 2010-ში კი ინდივულუალურად მოახრხა რუსული ოქროების მოგება. 2009-ში 9-დან 7,5 ქულა დააგროვა, ხოლო 2010-ში 11-დან 7. 2017 წელს ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაო მოიგო, ჩემპიონი კი ქართველი ნანა ძაგნიძე გახდა.[3] ცხოვრობს ყაზანში, სადაც მცირე ბიზნესი აქვს და საკუთარი საჯარო საჭადრაკო სკოლა დაასრსა.

მსოფლიოს ჩემპიონატი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1999[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1995 წელს კიშინიოვში ქალთა საერთაშორისო ზონალურ ტურნირზე გამოვიდა, სადაც 52 მონაწილეს შორის მე-4 ადგილზე გავიდა და მსოფლიოს ჩემპიონის მეტოქის გამოსავლენ 10 ქალიან კანდიდატთა ტურნირის საგზურიც მიიღო. კანდიდატთა ტურნირს 1997 წლის დეკემბერში გრონინგენმა უმასპინძლა. ალამ 13,5 ქულით პირველი ადგილი აიღო და ქულით გადაუსწრო მეორეზე გასულ ჩინელ სიე ძიუნს. მომდენო წლის აგვისტოში პირველ-მეორე ადგილოსნებს უნდა გაერკვიათ თუ ვინ შეხვდებოდა ნოემბერში ქალთა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულისთვის მოქმედ მფლობელს ჟუჟა პოლგარს. პტეტენდენტტა ფინალის მატჩის მასპინძლობა მარტო შენიანში გადაწყდა, რადგანაც რუსებმა ვერ გამონახეს საკმარისი თანხა. გალიამოვამ იუარა, არ მსურს მეტოქის სახლში ვითამაშოო, არ გამოცხადდა და დამარცხებულად გამოცხადდა. იმ დროს კი უნგრელი ორსულად იყო და ფიდეს მატჩის გადადება მოსთხოვა. ფიდემ უარი უთხრა, წოდება ჩამოართვა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულისთვის პრეტენდენტთა ტურნირის პირველ-მეორე ადგილოსნები დააჯახა. საჩემპიონო მატჩს 1999 წელს ყაზანმა და შენიანმა უმასპინძლა. მატჩი დაძაბულად, ქულა-ქულაში წარიმართა. მეორეში დაწინაურებულ ძუანს გალიამოვამ მომდევნო ტურშივე გაუთანაბრა, ასე მოხდა მეხუთე-მეექვსეშიც. მძიმე გამოდგა მეცხრე პარტია, ალისა თეტღებით გამოვიდა, დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა და მდევრის როლში აღმოჩნდა. თითო-თითო მოგება-წაგება XI–XII პარტიებში გაცვალა, თუმც მე-14 წააგო და ორ ქულამდე გაზარდა ჩამორჩენა. მეთხუთმეტე შეხვედრა ყაიმით დასრულდა, რის გამოც ბოლო ტურის გამართვა არ გახდა საჭირო და ჩემპიონად ჩინელი გამოცხადდა. საბოლოო ანგარიში კი 8,5:6,5 დაფიქსირდა[4]

# მოჭადრაკე ქვეყანა 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16
1 სიე ძიუნი დროშა: ჩინეთი ჩინეთი = 1 0 = 1 0 = = 1 = 1 0 = 1 = * 8,5
2 ალისა გალიამოვა დროშა: რუსეთი რუსეთი = 0 1 = 0 1 = = 0 = 0 1 = 0 = * 6,5

2000[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2000 წელს ფიდემ ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატის წესები შეცვალა და ჩემპიონის გამმოსავლენად 64 ქალიანი ტურნირი დაგეგმა, სადაც შეჯიბრი ნოკაუტ-სისემით მიმდინარეობდა. გალიამოვა ნიუ-დელიში მესამე ნომერი იყო. პირველ წრეში მეტოქე არ ჰყავდა, მეორეში სერბი ნატაშა ბოჟკოვიჩ დამარცხა, თუმც მესამეში ალმირა სკრიპჩენკოსთან დამარცხდა 1,5:2,5

2001[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რეიტინგის პირველი ნომერი იყო 2001-ში მოსკოვში, თუმც აქაც მესამე ეტაპამდე მივიდა. თავიდან ალჟირელი ვისამ ტოუბალი (1,5:0,5) და ნატალია კისილევა (2:0) ჩამოიცილა, თუმც ალეკსნდრა კოსტენიუკთან უშანსოდ დამარცხდა 0:2.

2004[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რეიტინგით მეორე იყო ელისტაში, თუმც მხოლოდ პირველი ეტაპის გადალახვა შეძლო. ჯერ კანადის სახელით მოთამაშე დინარა ხაზიევას მოუგო 2:0, მაგრამ შემდეგ ქართველ მაია ლომინეიშვილთან დამარცხდა 0:2.

2006[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფინალს უწია ეკატერინბურგში, სადაც მე-16 ნომრად იყო განთესილი. პირველ ეტაპზე ქართველ მაკა ფურცელაძეს მოუგო 2:0, შემდეგ თურქ კაროლინა ლუიანს 3:1, პოლონელ ივეტა რადზივიჩს 2,5:1,5, მეოთხედფინალში ქართველ ნინო ხურციძეს 2:0, ნახევარფინალში ლიტველ ვიკტორია ჩმილიტეს და მეორედ ისტორიაში ფინალში ჩინელს დაუპირისპირდა.

მოჭადრაკე ქვეყანა 1 2 3 4
სიუ იუხუა დროშა: ჩინეთი ჩინეთი 1 = 1 - 2,5
ალისა გალიამოვა დროშა: რუსეთი რუსეთი 0 = 0 - 0,5

რუსმა სიუ იუხუასთან პირველივე პარტია დასთმო, მეორე ყაიმით დაასრულა, მესამე წააგო და ბრძოლაც ნაადრევად შეწყვიტა 0,5:2:5.[5]

2012[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მესამე ეტაპამდე მივიდა ხანტი-მანსიისკში, სადაც 24-ე ნომერი იყო. პირველ წრეში და მეორე წრეში რუსები ეკატერინა კოვალენსკაია (3:1) და ვალენტინა გუნინა (1,5:0,5), თუმც შემდეგ ფრანგ მარი სებასთან 0:2 წააგო.

2015[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კვლავ მესამე ეტაპზე გამოვარდა სოჭში, სადაც მე-16 იყო. ჯერ არგენტინელ კაროლინა ლუიანს მოუგო 3,5:2,5, შემდეგ რუს ტატიანა კოსინცევას 1,5:0,5 და ინდუს ჰამპი კონერუსტად დამარცხდა 0:2.

2018[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„ტრადიციას“ არც ამჯერად უღალატა და კვლავ მესამე ეტაპზე დაასრულა ასპარეზობა ხანტი-მანსიისკში. 27-ე ნომრად განთესილმა ყაზახი გულისხან ნახბაიევა 2,5:1,5 და ალეკსანდრა გორიაჩკინა 2:0 დაამარცხა, თუმც შემდეგ ჩინელ ლეი ტინგჯისთან 1:3 დამარცხდა.

ოჯახი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1991 წელს უკრაინელ მოჭადრაკე ვასილ ივანჩუკზე დაქორწინდა და მის გვარსაც ატარებდა, თუმც წყვილი 1996 წელს განქორწინდა. ყავთ საერთო შვილი მიშა

ნაკრებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სსრკ ნაკრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველად ოლიმპიადაზე 1990 წელს ნოვი-სადში სსრკს ნაკრების შემადგენლობაში გამოვიდა და გუნდურ ვერცხლს დასჯერდა. იგი მესამე დაფაზე გამოვიდა. პირველ ორზე კი ქართველები მაია ჩიბურდანიძე და ნონა გაფრინდაშვილი იყვნენ, ხოლო სათადარიგოზე ქეთევან არახამია-გრანტი.

უკრაინის ნაკრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1992 წელს მანილაში ოლიმპიადაზე უკრაინის ნაკრები პირველ დაფაზე წარადგინა გალიამოვა-ივანჩუკის გვარით წარადგინა და კვლავ ვერცხლს დასჯერდა. იმავე წელს დრეზდენში ქალთა გუნდურ მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველ დაფაზე მოთამაშემ ოქრო მოიგო.

რუსეთის ნაკრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რუსეთის ნაკრებში იყო 1996 წელს ერევანში ოლიმპიადაზე, სადაც პირველ დაფაზე იჯდა და ბრინჯაო მოიგო. აქ უკვე გალიამოვას გვარით წარსდგა. 2000-ში სტამბოლის ოლიმპიადაზეც კვლავ პირველ დაფაზე იყო და ბრინჯაო აიღო.[6] ბრინაჯაოები აიღო ქალთა მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზებზე 2003 და 2005[7] წლებში. ჯერ პლოვდივში ბრინჯაო პირველ დაფაზე მოიგო, ხოლო შემდეგ გიოტებორგში სათადარიგოზე. ოქრო მოიგო 2010-ის ოლიმპიადაზე ხანტი-მანსიისკში, თუმც ისევ სათადარიგო იყო.[8]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Галлямова, Алиса Михайловна // Шахматы: энциклопедический словарь / гл. ред. А. Е. Карпов. — М.: Советская энциклопедия, 1990. — С. 75. — 621 с. — 100 000 экз. — ISBN 5-85270-005-3.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. [1]. Galliamova, Alisa.
  2. [2]. АЛИСА ГАЛЛЯМОВА.
  3. [3]. 18th European Women’s Championship 2017.
  4. [4]. Xie Jun defeats Alisa Galliamova in match for Woman’s World Chess Championship.
  5. [5]. Xu Yuhua is the eleventh Women’s World Champion.
  6. [6]. 34th Chess Olympiad (women): Istanbul 2000.
  7. [7]. 6th European Team Chess Championship (women): Gothenburg 2005 .
  8. [8]. 39th Chess Olympiad 2010 Women.