ალბერტს კვიესისი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ალბერტს კვეისისი (ლატ. Alberts Kviesis, დ. ტერვეტეს თემში - 9 აგვისტო 1944, რიგა) - ლატვიელი პოლიტიკოსი და ლატვიის მესამე პრეზიდენტი.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

კვეისისი ტერვეტეში დაიბადა; ლატვია. მან ტარტუს უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1907 წელს დაამთავრა. ამის შემდეგ, იგი იურისტად მუშაობდა. კვეისისი ლატვიის სახალხო საბჭოს წევრი იყო, რომელმაც 1918 წელს ლატვიის დამოუკიდებლობა გამოაცხადა . ლატვიის დამოუკიდებლობის შემდეგ იგი პარლამენტის წევრი, მინისტრი და პარლამენტის სპიკერი გახდა. კვეისისი ფერმერთა გაერთიანების პარტიის წევრიც იყო.

1930 წელს იგი ლატვიის პრეზიდენტად აირჩიეს და 1933 წელს იგი ხელახლა, მეორე ვადით იქნა ამავე პოსტზე არჩეული. 1934 წლის 15 მაისს პრემიერ-მინისტრმა კარლის ულმანისმა პარლამენტი დაითხოვა და ავტორიტარული მმართველობა დაამყარა. კვეისისი ულმანის დიქტატურას არ იწოდენდა, თუმცა, არც შეწინააღმდეგებია. კვეისისმა თავის პოსტზე ყოფნის ბოლო ხანები ულმანისის მთავრობის მიერ მიღებული კანონების ხელმოწერებს მოანდომა. როდესაც 1936 წელს მისი პრეზიდენტობის ვადა დასრულდა, ულმანისმა თავი ქვეყნის პრეზიდენტად გამოაცხადა.


წინამორბედი:
გუსტავ ზემგალსი
ლატვიის პრეზიდენტი

1930-19331933-1936
შემდეგი:
კარლის ულმანისი