იანის ჩაკსტე

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
იანის ჩაკსტე

იანის ჩაკსტე (ლატ. Jānis Čakste, დ. 14 სექტემბერი 1859 ლიელსესავა, ლატვია - გ. 14 მარტი, 1927 რიგა) - ლატვიელი პოლიტიკოსი და ლატვიის პირველი პრეზიდენტი.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

იგი სამართალს სწავლობდა მოსკოვის უნივერსიტეტში, რომელიც 1886 წელს დაამთავრა და არამხოლოდ იურისტი, არამედ ლატვიის პოლიტიკური აქტივისტიც გახდა. 1906 წელს იგი რუსეთის იმპერიის პარლამენტის - დუმის წევრად აირჩიეს, სადაც ლატვიისთვის ავტონომიის იდეას ლობირებდა. 1918 წელს იგი ლატვიის სახალხო საბჭოს პრეზიდენტი გახდა, რაც დროებითი მთავრობა იყო, რომელმაც ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. ჩაკსტე ლატვიის პრეზიდენტად 1922 წელს აირჩიეს პიურველად, ხელმეორედ კი 1925 წელს და 1927 წლამდე, ანუ გარდაცვალებამდე პრეზიდენტის პოსტს იკავებდა. იგი ლატვიის აკადემიური გაერთიანების "Austrums"-ის წევრი იყო.

ოჯახი[რედაქტირება]

მან ცოლად იუსტიე ჩაკსტე, ქალიშვილობაში ვესერე, შეირთო და მასთან ცხრა შვილი შეეძინა. მისი ვაჟი, უმცროსი ლეიტენანტი, ვისვალდის ჩასტკე 1915 წელს იელგავას დაცვისას მიღებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

წინამორბედი:
რუსეთის იმპერია
ლატვიის პრეზიდენტი

19221927
შემდეგი:
გუსტავ ზემგალსი