ალასან უატარა
| ალასან უატარა | ||
![]() |
||
| კოტ-დ’ივუარის პრეზიდენტი | ||
|---|---|---|
| ამჟამინდელი თანამდებობა | ||
| დაიკავა | 11 აპრილი 2011 | |
| წინამორბედი | ლორან გბაგბო | |
|
|
||
| თანამდებობაზე ყოფნის დრო | ||
| 7 ნოემბერი, 1990 – 9 დეკემბერი, 1993 | ||
| წინამორბედი | თანამდებობა დაარსდა | |
| მემკვიდრე | გაბრიელ კაბლან დუნკანი | |
|
|
||
| დაბადებული | 1 იანვარი 1942 დიმბოკრო, კოტ-დ’ივუარი |
|
| პოლიტიკური პარტია | გაერთიანებული რესპუბლიკელები | |
| პროფესია | ეკონომისტი | |
| რელიგია | ისლამი | |
ალასან დრამან უატარა (ფრანგ. Alassane Dramane Ouattara, დ. 1 იანვარი 1942, დიმბოკრო, კოტ-დ’ივუარი) — კოტ-დ’ივუარის პოლიტიკური მოღვაწე. ქვეყნის პრემიერ-მინისტრი 1990-1993 წწ. და პრეზიდენტი 2011 წლის 11 აპრილიდან.
დაიბადა თანამედროვე კოტ-დ’ივუარის ტერიტორიაზე დაამთავრა დრექსელისა და პენსილვანიის უნივერსიტეტები. 1984-1988 წწ. მუშაობდა საერთაშორისო სავალუტო ფონდში და განაგებდა აფრიკის დეპარტამენტს. 1988-1990 წლებში კი მუშაობდა დასავლეთ აფრიკის ქვეყნების ცენტრალურ ბანკში.
1990 წელს პრეზიდენტმა ფელიქს უფუე-ბუანმა დანიშნა პრემიერ-მინისტრად. 1993 წელს პრეზიდენტის გარდაცვალებიდან 2 დღეში დატოვა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
2010 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში მიიღო ხმების 33 % და გავიდა მეორე ტურში, რომელშიც 54,10 % ხმით გაიმარჯვა ალასან უატარამ. ჩრდილოეთის 7 რეგიონში, რომლებშიც დამაჯერებლად გაიმარჯვა უატარამ, არჩევნების შედეგები გააუქმეს[1], რასაც მოჰყვა მწვავე პოლიტიკური კრიზისი. 11 აპრილს მოქმედი პრეზიდენტი ლორან გბაგბო აბიჯანში მდებარე მის რეზიდენციაში დააპატიმრეს[2]. სახელმწიფოს მეთაური გახდა ალასან უატარა.
იხილეთ აგრეთვე [რედაქტირება]
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- Alassane Ouattara.com Political Web site from Ouattara's circle of influence.
სქოლიო [რედაქტირება]
- ↑ “Кризис в Кот-д’Ивуаре: два президента борются за власть“, Русская служба би-би-си, 4 декабря 2010 г..
- ↑ კოტ დ’ივუარის ლიდერი, ლორან გბაგბო დააპატიმრეს
| წინამორბედი: ლორან გბაგბო |
კოტ-დ’ივუარის პრეზიდენტი 2011 – დღემდე |
შემდეგი: ' |
|
|||||||
