აკუმულაცია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
(გადამისამართდა გვერდიდან აკუმულაცია (გეოლოგია))
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აკუმულაცია (ლათ. Accumulatio — დაგროვება) — ხმელეთის ან წყლის აუზში ფხვიერი მინერალური და ორგანული პროდუქტების მექანიკური დაგროვების პროცესების საერთო სახელწოდება. არჩევენ აკუმულაციის ორ ძირითად ტიპს — ვულკანურს და დანალექს (სედიმენტაცია, ნალექთა დაგროვება). აკუმულაციის პროდუქტების დიაგენეზისის შედეგად წარმოიქმნება ვულკანოგენური, დანალექი და ორგანოგენული ქანები.

გამომწვევი გეოლოგიური ფაქტორების მიხედვით განარჩევენ ზღვიურ, მდინარეულ (დელტები, ტერასები და სხვა), ეოლურ (დიუნები, ბარხანები, ლიოსი), მყინვარულ (მორენები, ოზები), ფლუვიოგლაციალურ, ვულკანურ და სხვა აკუმულაციას.

აკუმულაციის შედეგად იქმნება ვულკანური დანალექი ქანები და ასევე აკუმულაციური რელიეფი.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]