აიზორა არმსტედი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აიზორა არმსტედი
ინგლ. Izora Armstead
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი აიზორა მარგარეტ როდს-არმსტედი
დაბ. თარიღი 6 ივლისი, 1942
დაბ. ადგილი ჰიუსტონი, ტეხასი, აშშ
წარმოშობა ჰიუსტონი, ტეხასი, აშშ
გარდ. თარიღი 16 სექტემბერი, 2004 (62 წლის)
გარდ. ადგილი სან ლეანდრო, კალიფორნია, აშშ
ჟანრ(ებ)ი Disco · house · R&B · post disco · soul
საქმიანობა ამერიკელი მომღერალი, სიმღერების ავტორი, ხმისჩამწერი პროდიუსერი
აქტიური 1975 - 2004

აიზორა მარგარეტ როდს-არმსტედი (ინგლ. Izora Margaret Rhodes-Armstead; დ. 6 ივლისი, 1942, ჰიუსტონი, ტეხასი, აშშ – გ. 16 სექტემბერი, 2004, სან ლეანდრო, კალიფორნია, აშშ) — ამერიკელი მომღერალი და სიმღერების ავტორი. ის ცნობილია თავისი გამორჩეული ალტო ხმით.[1] არმსტედმა პირველად მოიპოვა პოპულარობა დუეტით Two Tons O' Fun. მათ გამოუშვეს სამი კომერციულად წარმატებული სინგლი, რომლებმაც მეორე ადგილი დაიკავეს ჩარტებში. მათ 1982 წელს დაირქვეს The Weather Girls, მას შემდეგ, რაც გამოუშვეს თავიანთი ყველაზე გაყიდვადი სინგლი „It's Raining Men“. დუეტს სულ 5 ალბომი აქვს გამოშვებული.

1988 წელს The Weather Girls-ის დაშლის შემდეგ, არმსტედმა გამოუშვა სინგლი „Don't Let Love Slip Away". 1991 წელს მან კვლავ შეკრა დუეტი, The Weather Girls, თავის ქალიშვილთან ერთად. მათ გამოუშვეს სამი ალბომი: Double Tons of Fun (1993), Think Big!  (1995) და Puttin' On The Hits (1999). 2004 წლის 16 სექტემბერს არმსტედი გარდაიცვალა გულის უკმარისობით სან ლეანდროში, კალიფორნია.

ადრეული ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აიზორა მარგარეტ როდს-არმსტედი დაიბადა 1942 წლის 6 ივლისს ჰიუსტონში, ტეხასი. იგი ბავშვობაში ოჯახთან ერთად გადავიდა სან-ფრანცისკოში, კალიფორნია. ოთხი წლის ასაკში მან დაიწყო ფორტეპიანოზე დაკვრა. 8 წლის ასაკში უკვე იცოდა გამართულად სიმღერა. როდსი გახდა სან-ფრანცისკოს გუნდის წამყვანი ვოკალისტი და პიანისტი. როდსი სწავლობდა კლასიკურ მუსიკას სან-ფრანცისკოს კონსერვატორიაში.

როდოსს ჰყავდა სულ შვიდი შვილი, ექვსი ბიჭი და ერთი გოგონა, რომლებსაც ის მარტო ზრდიდა. მუსიკალური კარიერის დაწყებამდე როდსი მუშაობდა ბარმენად და ექთნის თანაშემწედ. გარდა ამისა, როდსი ასევე მუშაობდა ფორტეპიანოსა და ვოკალის მასწავლებლად. 1976 წელს როდსი დაქორწინდა და გვარი შეიცვალა.

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1976 წელს მართა უოშმა და აიზორა როდსმა შექმნეს მუსიკალური დუეტი სახელწოდებით Two Tons O' Fun.[2] კარიერის დასაწყისში დუეტი მღეროდა ბექვოკალებს ამერიკელი მომღერლისთვის, Sylvester.[3] 1979 წელს დუეტმა დადო ხელშეკრულება ლეიბლ Fantasy Records-თან. 1980 წლის 24 იანვარს დუეტმა გამოუშვა სადებიუტო ალბომი, სახელწოდებით, Two Tons of Fun.[4] მათი მეორე ალბომი, Backatcha, გამოვიდა იმავე წლის ბოლოს.

1982 წლის სექტემბერში დუეტმა გამოუშვა სინგლი „It's Raining Men". სიმღერა გახდა მათი ყველაზე დიდი ჰიტი და დაიკავა ნომერ პირველი ადგილი Dance Songs-ის ჩარტში და ორმოცდამეექვსე ადგილი ბილბორდის ცხელი ასეულის ჩარტში. სიმღერის წარმატების შემდეგ Two Tons o Fun-მა შეიცვალა სახელი და დაირქვა The Weather Girls.[5] 1983 წლის 22 იანვარს მათ გამოუშვეს მესამე ალბომი Success.[6] 1985 წელს The Weather Girls-მა გამოუშვა მეოთხე ალბომი Big Girls Don't Cry. ამის შემდეგ, მალევე დუეტი დაიშალა.

The Weather Girls-ის დაშლის შემდეგ, არმსტედმა დაიწყო სოლო კარიერა. მან დაიწყო ტურნე, სადაც მუსიკოსი ასრულებდა The Weather Girls-ის სიმღერებს. 1991 წელს მან გამოუშვა სინგლი „Don't Let Love Slip Away". სამი წლის შემდეგ მუსიკოსმა აღადგინა დუეტი თავის ქალიშვილთან ერთად და გადავიდა საცხოვრებლად გერმანიაში. მათი პირველი ალბომი Double Tons of Fun გამოვიდა 1993 წელს. ალბომის მთავარი სინგლი „Can You Feel It” ბილბორდის Dance Songs-ის ჩარტში მეორე ადგილზე გავიდა. სიმღერამ ასევე დაიკავა 75-ე ადგილი გერმანიის მუსიკალურ ჩარტში. მათი შემდგომი ალბომი Think Big!  გამოვიდა 1995 წლის დეკემბერში.

1999 წელს The Weather Girls-მა გამოუშვა მერვე სტუდიური ალბომი Puttin' On The Hits2002 წელს დუეტი Disco Brothers-სთან ერთად გამოვიდა ევროვიზიის სიმღერის კონკურსის შესარჩევ ფინალში გერმანიაში, თუმცა დუეტი ვერ მოხვდა კონკურსზე.

მუსიკოსის ბოლო ჩანაწერი იყო „Big Brown Girl", რომელიც გამოვიდა 2004 წელს. 2004 წლის სექტემბრის შუა რიცხვებში არმსტედი გადაიყვანეს სან ლეანდროს საავადმყოფოში. მას გულის უკმარისობა აწუხებდა. 2004 წლის 16 სექტემბერს არმსტედი გარდაიცვალა გულის უკმარისობით 62 წლის ასაკში, სან ლეანდროში, კალიფორნია. მას დარჩა შვიდი შვილი.[7] მისი დაკრძალვა გაიმართა წმინდა იოანეს მისიონერის ბაპტისტურ ეკლესიაში სან-ფრანცისკოში, კალიფორნია.[8] იგი დაასვენეს Cypress Lawn Memorial Park-ში კოლმაში, კალიფორნია.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Black, Sean (January 16, 2012). „Favorable Forecast“. A&U Magazine. დაარქივებულია ორიგინალიდან — May 21, 2012.
  2. Martha Wash Cover Story. America's AIDS Magazine. Retrieved on January 28, 2019
  3. Sylvester | Billboard Chart History. Billboard. Retrieved on February 1, 2019
  4. Two Tons of Fun | Billboard Chart History. Billboard. Retrieved on February 1, 2019
  5. The Weather Girls. Encyclopedia. Retrieved on March 31, 2019
  6. The Weather Girls | Billboard Chart History. Billboard. Retrieved on February 1, 2019
  7. Disco Diva Izora Armstead Dies. Billboard. Retrieved on March 31, 2019
  8. Izora Armstead, a Singer in the Weather Girls Duo, Dies. New York Times. Retrieved on March 31, 2019