ავსტრიული სილეზია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზემო და ქვეო სილეზიის საგრაფო
Herzogtum Ober- und Niederschlesien

ბოჰემიის სამეფოსა და ავსტრიის იმპერიის ავტონომიური რეგიონი, ხოლო 1867 წლიდან ცისლეიტანიის ავსტრია-უნგრეთის იმპერიაში.

POL województwo śląskie COA.svg

 
Party per pale demo.svg
 
POL księstwo nyskie COA.svg






17421918 წწ. Silesia.svg
 
POL województwo śląskie II RP COA.svg





Flag of Czech Silesia.svg Silesia.svg
დროშა გერბი
Schlesien Donaumonarchie.png
ავსტრიული სილეზია (წითლად), ავსტრია-უნგრეთის იმპერიის შემადგენლობაში 1918 წლამდე
დედაქალაქი ოპავა
ენა გერმანული, პოლონური, ჩეხური
ფართობი 5,147
მოსახლეობა 756,949
მმართველობის ფორმა სამთავრო
ისტორია
 - სილეზიის დაყოფა 1742
 - ავსტრიის იმპერიის შემადგენლობაში 1804
 - ცისლეიტანიის შემადგენლობაში 1867
 - გაუქმება 1918

ავსტრიული სილეზია (გერმ. Österreichisch Schlesien; ჩეხ. Rakouské Slezsko; პოლ. Śląsk Austriacki), ოფიციალურად ზემო და ქვეო სილეზიის საგრაფო (გერმ. Herzogtum Ober- und Niederschlesien) — ბოჰემიის სამეფოსა და ავსტრიის იმპერიის ავტონომიური რეგიონი, ხოლო 1867 წლიდან ცისლეიტანიის ავსტრია-უნგრეთის იმპერიაში. ის დიდ ნაწილად ემთხვევა დღევანდელი ჩეხური სილეზიის ტერიტორიას. ისტორიულად იყო უფრო დიდი სილეზიის რეგიონის ნაწილი.

ისტორია[რედაქტირება]

ავსტრიული სილეზიის შემადგენლობა

██ სიეჟინის საჰერცოგო

██ ოპავას საფერცოგო

██ კრნოვის ყოფილი საჰერცოგო

██ ნისას საჰერცოგო

ავსტრიული სილეზია შუა საუკუნეებში შეადგენდა სილეზიის საჰერცოგოს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილს, რომელიც იყო პიასტების დინასტიის პოლონეთის ნაწილი. XIV საუკუნეში სილეზიის ჰერცოგების უმეტესობა თავს ბოჰემიის ვასალად აღიარებდა.

მას შემდეგ რაც 1526 წელს იაგელონების უკანასკნელი წარმომადგენელი ლუდოვიკ II მოხაჩის ბრძოლაში გარდაიცვალა, სილეზია მემკვიდრეობით ჰაბსბურგების წარმომადგენელმა ფერდინანდ I-მა მიიღო. 1740 წელს ჰაბსბურგების ტახტის ქალის - მარია ტერეზიას ხელში გადასვლის შემდეგ სილეზიაზე პრეტენზია გამოაცხადა პრუსიის მეფე ფრიდრიხ II-მ და წამოიწყო ომი სილეზიისთვის, რომელიც მომავალში უფრო დიდ ავსტრიული მემკვიდრეობისათვის ომში გადაიზარდა. ეს კამპანია 1742 წელს შოტუზიცესთან ბრძოლაში პრუსიის გამარჯვებით დასრულდა, რასაც მოყვა ბრესლაუს და ბერლინის ხელშეკრულებების საფუძველზე სილეზიის გაყოფა.

დემოგრაფია[რედაქტირება]

ავსტრიული აღწერის მიხედვით რეგიონში 1910 წელს 756,949 ადამიანი ცხოვრობდა, რომელთა ეთნიკური შემადგენლობა შემდეგი იყო:

ლიტერატურა[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: