ოპავა
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
|
ქალაქი
ოპავა
Opava
|
ოპავა (ჩეხ. Opava) — ქალაქი ჩრდილოეთ ჩეხეთში, მდინარე ოპავაზე, ოსტრავის ჩრდილო-დასავლეთით. ერთ დროს ჩეშის სილეზიის დედაქალაქი, ოპავა დღეს მორავია-სილეზიის მხარის შემადგენლობაშია და მისი მოსახლეობა 60 199 ადამიანს შეადგენს (2008 წ).
ქალაქი წერილობით წყაროებში პირველად 1195 წელს იხსენიება. 1224 წელს მან მაგდებურგის საქალაქო კანონები მიიღო და გახდა ჯერ სილეზიის, შემდეგ ბოჰემიისა და ბოლოს ოპავის საგრაფოს დედაქალაქი.
1938–1945 წლებში, მიუნხენის შეთანხმების თანახმად, ოპავა ნაცისტური გერმანიის ხელში იყო. გერმანელების მიერ სუდეტის ოლქის ანექსიის წიან დღეს, ოპავა მას გამოეყო და დამოუკიდებელი ქალაქი გახდა. მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, ოპავის გერმანული მოსახლეობა განდევნეს. ბევრი მათგანი გერმანიაში, ბამბერგში გადასახლდა.