აველინოს პროვინცია
| ქვეყანა | |
| სტატუსი | პროვინცია |
| შედის | კამპანიის რეგიონში |
| მოიცავს | 119 კომუნას |
| ადმინ. ცენტრი | აველინო |
| მოსახლეობა (2001) | 429 178 |
| სიმჭიდროვე | 153,7 კაცი/კმ² |
| ფართობი | 2 792 კმ² |
| სატელეფონო კოდი | 081, 082, 0824, 0825, 0827, 0835 |
| საფოსტო ინდექსები | 83010-83018, 83020-83032, 83034-83054, 83056-83059 |
| ავტომ. სანომრე ნიშნები | AV |
| Province of Avellino | |
აველინოს პროვინცია (იტალ. Provincia di Avellino) — პროვინცია იტალიაში, კამპანიის რეგიონში. ეს არეალი გამოირჩევა ბევრი პატარა ქალაქითა და სოფლით, რომლებიც პროვინციის გასწვრივაა მიმოფანტული, მაგრამ მხოლოდ ორი მათგანის მოსახლეობა აღემატება 20 000 ადამიანს, ერთი მათგანია დედაქალაქი აველინო და მეორე არიანო-ირპინო.
სექციების სია |
[რედაქტირება] გეოგრაფია
პროვინციის ფართობი 2 792 კმ²-ია, მოსახლეობა 429 178 (2001) და ამ მხრივ უდიდესია კალაბრიის რეგიონში. შედგება 119 კომუნისგან.
[რედაქტირება] ისტორია
ძველად, ნეაპოლის სამეფოს დროს, პროვინციის ტერიტორია უხეშად შეესაბამებოდა ულტრას პრინსიპატს (Principato Ultra), ნაწილი კი სიტრას პრინსიპატს (Capitanata ან Principato Citra). პროვინციას შიდა მდებარეობა გააჩნია, არ აქვს გასასვლელი ზღვაზე. არეალის ძველი სახელი იყო ჰირპინია (Hirpinia), რაც მომდინარეობდა ოსკური სიტყვა „ჰირპუსგან“ (hirpus), ნიშნავს მგელს. ეს ცხოველი დღემდე ფართოდ რჩება ამ ტერიტორიაზე გავრცელებული. პროვინციის გარემო დიდ მნიშვნელობას ატარებს, შექმნილია რამდენიმე რეგიონული პარკი.
[რედაქტირება] ტურიზმი
მთავარი ტურისტული ღერსშესანიშნაობებია მონტევერჯინესა და სან-ჯერარდო-ა-მაიელის ნაკრძალები, ლეჩენოს სათხილამურო კურორტი, აველისა და მირაბელა-ეკლანოს არქეოლოგიური ძეგლები, ლანჩელოტის ციხესიმაგრე, შუა საუკუნეების სოფელი ჯეზუალდო, აბელინუმის ძველრომაული ნანგრევები, პრატის ადრექრისტიანული ბაზილიკა.
[რედაქტირება] იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში
- ოფიციალური ვებ-გვერდი (იტალიური)
- Lupi Emigranti (იტალიური) (ინგლისური)
|
||||||||