აბუ-მენა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აბუ-მენა*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

ქვეყანა ეგვიპტის დროშა ეგვიპტე
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები iv
სია [1]
რეგიონი** არაბული ქვეყნები
კოორდინატები 30°51′00″ ჩ. გ. 29°40′00″ ა. გ. / 30.85000° ჩ. გ. 29.66667° ა. გ. / 30.85000; 29.66667
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1979  (მე-3 სესია)
ნომერი 90
საფრთხის ქვეშ 2001- -
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 90
ინგლ.რუს.ფრ.

აბუ-მენა (არაბ. أبو مينا‎) — ქალაქი, სამონასტრო კომპლექსი და ქრისტიანთა პილიგრიმული ცენტრი გვიანი ანტიკური პერიოდის ეგვიპტეში. მდებარეობს ალექსანდრიიდან 45 კმ-ით სამხრეთ-დასავლეთით. მისი ნაშთები 1979 წლიდან შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში. ფეხზე მდგომი ნარჩენი საკმაოდ ცოტაა ჩვენამდე მოღწეული, მაგრამ ადვილად შესაძლებელია ისეთი დიდი და მთავარი ნაგებობების საძირკვლების შემჩნევა, როგორიც ყოფილა დიდი ბაზილიკა.

ამ არეალში ბოლო დროს მიმდინარე გამალებული სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის შედეგად, გრუნტის წყლების დონემ საგრძნობლად მოიმატა, რის გამოც შენობათა დიდი ნაწილი ჩამოინგრა ან არამდგრადი გახდა. 2001 წელს იუნესკომ აბუ-მენა საფრთხის ქვეშ მყოფ ძეგლთა სიაში გადაიტანა.

წმინდა მენა კოტუანელი მოწამეობრივად აღესრულ III საუკუნეში ან IV საუკუნის დასაწყისში. V საუკუნისა და გვიანდელი წყაროები შედარებით სხვადასხვა ვერსიებს ასახელებენ მისი დაკრძალვის ადგილისა და შემდეგ მისი ეკლესიის დაარსების შესახებ. მათ შორის მთავარი ელემენტი ისაა, რომ მისი სხეული აქლემით ალექსანდრიდან მარიუტის ტბის მიდამოებისკენ წაიღეს. გარკვეული ადგილას აქლემი გაჩერდა და ყველანაირი ძალა, რომ მას სიარული გაეგრძელებინა, უშედეგო აღმოჩნდა. ეს ღვთაებრივ ნიშნად მიიჩნიეს და სხეული სწორედ იმ ადგილას დაკრძალეს.

ამ ამბის ყველაზე მეტი ვერსია იუწყება, რომ მოგვიანებით ეს ადგილი ყველასგან მივიწყებულ იქნა, სანამ ის სასწაულებრივად არ აღმოაჩინა ადგილობრივმა მწყემსმა. ამ ამბავს ეთიოპიის ეკლესია ასე აღწერს:

ღმერთმა ინება, რომ ყველასთვის კვლავ შეეხსენებინა წმინდა მენა. ერთ დღეს, როდესაც მწყემსი ცხვრებს აძოვებდა, ერთი ცხვარი, რომელიც ქეცით იყო დაავადებული, ამ ადგილას მივიდა, სადაც პატარა ნაკადულში ჩაიძირა. როდესაც ცხვარმა წყლიდან ამოსვლა მოახერხა, ის მთლად განკურნებული იყო. ამ სასწაულის შემხედვარე მწყემსს გაოცებისგან აღარ იცოდა რა ექნა. ამის შემდეგ, ქეცით დაავადებულ ცხვრებს ის ამ წყალში გარეულ ქვიშას უსვამდა, ისინიც უმალ იკურნებოდნენ.

მკურნალი მწყემსის ამბავი სწრაფად გავრცელდა. ეთიოპიის ეკლესიის თანახმად, გაიგო რა კონსტანტინე I-მა მის შესახებ, მწყემსთან თავის ავადმყოფი გოგონა გაგზავნა, რომელმაც წმინდა მენას სხეული აღმოაჩინა. ამის შემდეგ, კონსტანტინემ ამ ადგილას ეკლესიის აგება ბრძანა. IV საუკუნის გვიან წლებში, ეს ადგილი მნიშვნელოვან პილიგრიმულ ძეგლად იქცა, სადაც ქრისტიანები განკურნებისა და სასწაულების ხილვის მიზნით ჩადიოდნენ.[1][2]

არკადიუსის მეფობის დროს, ადგილობრივი არქიეპისკოპოსი მიხვდა, რომ პატარა ეკლესია მოძალებულ მლოცველებს ვეღარ იტევდა, რის შესახებაც მან იმპერატორს მისწერა, რომელმაც თავის მხრივ ეკლესიის გაფართოება ბრძანა. გვიანდელი ანტიკური ხანის დასასრულს, აბუ-მენა ეგვიპტის მთავარ პილიგრიმულ ძეგლს წარმოადგენდა.[3][4]

VII საუკუნის შუა წლებში, აბუ-მენა მუსლიმანმა დამპყრობლებმა დაანგრიეს.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Talbot, Alice-Mary (2002). „Pilgrimage to Healing Shrines: The Evidence of Miracle Accounts“. Dumbarton Oaks Papers. Dumbarton Oaks, Trustees for Harvard University. 56: pp. 153–173. doi:10.2307/1291860. JSTOR 1291860.CS1-ის მხარდაჭერა: დამატებითი ტექსტი (link)
  2. Armstrong, Gregory T. (1967). „Constantine's Churches“. Gesta. International Center of Medieval Art. 6: pp. 1–9. doi:10.2307/766661. JSTOR 766661.CS1-ის მხარდაჭერა: დამატებითი ტექსტი (link)
  3. Bagnall, Roger S. (2001). „Archaeological Work on Hellenistic and Roman Egypt, 1995-2000“. American Journal of Archaeology. Archaeological Institute of America. 105 (2): pp. 227–243. doi:10.2307/507272. JSTOR 507272.CS1-ის მხარდაჭერა: დამატებითი ტექსტი (link)
  4. Weitzmann, Kurt (1977). „The Late Roman World“. The Metropolitan Museum of Art Bulletin. The Metropolitan Museum of Art. 35 (2): pp. 2–96. doi:10.2307/3259887. JSTOR 3259887.CS1-ის მხარდაჭერა: დამატებითი ტექსტი (link)