აბელ მაყაშვილი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გენერალი აბელ მაყაშვილი

აბელ (ბალო) მაყაშვილი (დ. 1860 – გ .1920), ქართველი სამხედრო მოღვაწე, გენერალ-მაიორი.

დაიბადა თავად მაყაშვილების ოჯახში, 1860 წ. 6 ივნისს. ელიზავეტგრადის სამხედრო პროგიმნაზიისა და ყაზანის ქვეით იუნკერთა სკოლის დამთავრების შემდეგ, 1877 წ. ჩაირიცხა რუსეთის იმპერიის სამხედრო სამსახურში. 1910 წლიდან მეთაურობდა ბაშ-ქადიკლარის ქვეითთა პოლკს. 1914 წ. მიენიჭა გენერალ-მაიორის წოდება და დაინიშნა მე-16 (სამეგრელოს) გრენადერთა პოლკის სარდლად. საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ (1918 წ. 26 მაისი) მაყაშვილი ეროვნულ არმიას შეუერთდა. ერთ ხანს იყო ტფილისის გენერალ-გუბერნატორი და სამხედრო კომენდანტი. 1920 წ. აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის მიწვევით მაყაშვილი სათავეში ჩაუდგა განჯის სამხედრო სკოლას. აზერბაიჯანის გასაბჭოების შემდეგ, ბოლშევიკებმა დააპატიმრეს და კასპიის ზღვაში დაახრჩვეს.

აბელ მაყაშვილის შვილებიც სამხედროები იყვნენ. ერთ-ერთი მათგანი, კაპიტანი ვახტანგ მაყაშვილი, მეთაურობდა ქართულ სამხედრო ავიაციას და დაიღუპა სავარჯიშო გაფრენის დროს 1920 წ.

წყარო[რედაქტირება]

  • ჯავახიშვილი, ნიკო (2003), Грузины под Российским Флагом: Грузинские военные и государственные деятели на службе России в 1703-1917, გვ. 131. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა.